მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი ევროკომისარი: ცვლილებები „კანონში კომუნიკაციების შესახებ“ საგანგაშოა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს
ყოფილი ევროკომისარი: ცვლილებები „კანონში კომუნიკაციების შესახებ“ საგანგაშოა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს

„კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ქვა­კუ­თხე­დია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს ეს უფ­ლე­ბა ეზღუ­დე­ბათ“ წერს ყო­ფი­ლი ევ­რო­კო­მი­სა­რი ფრან­კო ფრა­ტი­ნი გა­მო­ცე­მა the parliament magazine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

ფრა­ტი­ნი ორ­ჯერ იკა­ვებ­და იტა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს; 2004-2008 წლებ­ში იყო ევ­რო­კო­მი­სი­ის ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი და ხელ­ძღვა­ნე­ლობ­და იუს­ტი­ცი­ის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს.

ევ­რო­კო­მი­სა­რი წერს ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას შო­რის არ­სე­ბულ კონ­ფლიქტზე, ზო­გა­დად ბიზ­ნეს­გა­რე­მო­ზე და სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მატ­ზე ქვე­ყა­ნა­ში:

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბაა, ქვე­ყა­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მოქ­მე­დო პრინ­ციპ­რებს შორ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია საქ­მი­ან გა­რე­მო­ზე, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის სულ უფრო არა­მე­გობ­რუ­ლი ხდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ვან და სტრა­ტე­გი­ულ ბაზ­რებ­ში ისე ერე­ვა, რომ კერ­ძო აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლებ­საც უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ფლო­ბენ, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი აღა­რაა.

ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ საქ­მე, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის“.

2019 წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ ერთ-ერთი მსხვი­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-პრო­ვა­ი­დე­რის Caucasus Online-ის წილი შე­ი­ძი­ნა. ეს გა­რი­გე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი ციფ­რუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პი­სა და აზი­ის ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლით და­კავ­ში­რე­ბას, რაც 1,8 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნის­თვის ხა­რის­ხი­ან ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას გაზ­რდის.

გა­რი­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ „კა­ნონ­ში ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ ცვლი­ლე­ბე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, პარ­ლა­მენ­ტში ღა­მით გა­მარ­თულ სხდო­მებ­ზე მი­ი­ღო.

ეს ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას კერ­ძო ბიზ­ნეს­ში ჩა­რე­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტო უფ­ლე­ბებს ანი­ჭებს: ცვლლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც კო­მი­სი­ას შე­უძ­ლია კერ­ძო კომ­პა­ნი­ას და­უ­ნიშ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი, რო­მელ­საც აქ­ტი­ვე­ბის გან­კარ­გვა და პერ­სო­ნა­ლის სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ მარ­თვა შე­ეძ­ლე­ბა.

ეს ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­გან­გა­შოდ მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ის კუ­ლი­მი­ნა­ცი­აა, რა­საც ევ­რო­კავ­შირ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ციო“, - წერს ფრა­ტი­ნი.

„რო­გორც ყო­ფილ კო­მი­სარს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, მი­მაჩ­ნია, რომ ბრუ­სე­ლი არ უნდა უყუ­რებ­დეს ამას რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე - წევ­რო­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ქვა­კუ­თხე­დია და გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე ბიზ­ნეს გა­რე­მო­ზე და უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს ეს უფ­ლე­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი არ უნდა ჰქონ­დეთ.

მთავ­რო­ბის ასე­თი ქმე­დე­ბა ქმნის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დარ­გე­ბის მი­ტა­ცე­ბის ძა­ლი­ან სა­შიშ პრე­ცე­დენტს. სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რა გა­რან­ტი­აა რომ სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­ლო­ე­ბულ კენ­ჭისყრამ­დე ინ­ტერ­ნეტ-პრო­ვა­ი­დე­რე­ბი­სა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბას არ ეც­დე­ბა? რას ნიშ­ნავს დე­მოკ­რა­ტი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, თუ კა­ნო­ნი და ბა­ზა­რი სა­ხელ­მწი­ფომ და­იქ­ვემ­დე­ბა­რა?

პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსგავ­სი პო­ლი­ტი­კის გა­აგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის პრინ­ცი­პებ­ზე უა­რის თქმა, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გახ­დე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი. ეს უმ­ძი­მეს შე­დეგს მო­უ­ტანს რო­გორც ქვეყ­ნას, ასე­ვე რე­გი­ონს და იქ­ნე­ბა უარი ევ­რო­კავ­ში­რის იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რის­კენ სწრაფ­ვა­საც სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბია ადას­ტუ­რებს.

უკვე დროა ევ­რო­კავ­შირ­მა მსგავს ქმე­დე­ბებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს. დროა კან­დი­და­ტებს და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შე­ახ­სე­ნონ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ზოგ შემ­თხვე­ვებ­ში მო­უ­წო­დონ, გა­და­ხე­დონ პრი­ო­რი­ტე­ტებს... ესეც ერ­თგვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­აა“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ NEQSOL-სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის დავა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა, კომ­პა­ნია სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას არ გა­მო­რი­ცხავს. „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ აპი­რებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

NS

ავტორი:

ყოფილი ევროკომისარი: ცვლილებები „კანონში კომუნიკაციების შესახებ“ საგანგაშოა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს

ყოფილი ევროკომისარი: ცვლილებები „კანონში კომუნიკაციების შესახებ“ საგანგაშოა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს

„კანონის უზენაესობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ეს უფლება ეზღუდებათ“ წერს ყოფილი ევროკომისარი ფრანკო ფრატინი გამოცემა the parliament magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ფრატინი ორჯერ იკავებდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს; 2004-2008 წლებში იყო ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და ხელძღვანელობდა იუსტიციის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.

ევროკომისარი წერს ტელესაკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის არსებულ კონფლიქტზე, ზოგადად ბიზნესგარემოზე და საინვესტიციო კლიმატზე ქვეყანაში:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა, ქვეყანა ამ მიმართულებით სამოქმედო პრინციპრებს შორდება. საუბარია საქმიან გარემოზე, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის სულ უფრო არამეგობრული ხდება. სახელმწიფო მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზრებში ისე ერევა, რომ კერძო აქტივები, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები ფლობენ, ხელშეუხებელი აღარაა.

ამის ნათელი მაგალითია „კავკასუს ონლაინის“ საქმე, რომელიც, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის“.

2019 წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ინტერნეტ-პროვაიდერის Caucasus Online-ის წილი შეიძინა. ეს გარიგება გაცილებით დიდი ციფრული ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაკავშირებას, რაც 1,8 მილიარდი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

გარიგების დასრულების შემდეგ, საქართველომ ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლებამ „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები დაჩქარებული წესით, პარლამენტში ღამით გამართულ სხდომებზე მიიღო.

ეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების კომისიას კერძო ბიზნესში ჩარევის უპრეცედენტო უფლებებს ანიჭებს: ცვლლილებების საფუძველზეც კომისიას შეუძლია კერძო კომპანიას დაუნიშნოს სპეციალური მმართველი, რომელსაც აქტივების განკარგვა და პერსონალის საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა შეეძლება.

ეს ბოლო გადაწყვეტილება საგანგაშოდ მზარდი ტენდენციის კულიმინაციაა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციო“, - წერს ფრატინი.

„როგორც ყოფილ კომისარს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიმაჩნია, რომ ბრუსელი არ უნდა უყურებდეს ამას რეაქციის გარეშე - წევრობის მაძიებელი ქვეყანა კანონის უზენაესობას უნდა უზრუნველყოფდეს.

სამართლიანობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია და გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე, ასევე ბიზნეს გარემოზე და უცხოელ ინვესტორებს ეს უფლებები შეზღუდული არ უნდა ჰქონდეთ.

მთავრობის ასეთი ქმედება ქმნის სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელოვანესი დარგების მიტაცების ძალიან საშიშ პრეცედენტს. სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რა გარანტიაა რომ სახელმწიფო მოახლოებულ კენჭისყრამდე ინტერნეტ-პროვაიდერებისა და საკომუნიკაციო კომპანიების შევიწროვებას არ ეცდება? რას ნიშნავს დემოკრატიის უზრუნველყოფა, თუ კანონი და ბაზარი სახელმწიფომ დაიქვემდებარა?

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის გააგრძელება იქნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე უარის თქმა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გახდება დამღუპველი. ეს უმძიმეს შედეგს მოუტანს როგორც ქვეყნას, ასევე რეგიონს და იქნება უარი ევროკავშირის იმ ღირებულებებზე, რისკენ სწრაფვასაც საქართველო წლებია ადასტურებს.

უკვე დროა ევროკავშირმა მსგავს ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს. დროა კანდიდატებს და მეზობელ ქვეყნებს შეახსენონ ვალდებულებები და ზოგ შემთხვევებში მოუწოდონ, გადახედონ პრიორიტეტებს... ესეც ერთგვარი დიპლომატიაა“.

შეგახსენებთ, რომ NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს. „კავკასუს ონლაინი“ აპირებს საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

NS

15 სექტემბრიდან PCR ტესტის პასუხის წარდგენა საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს მოუწევს

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი ონლაინ დაიწყება - გიორგი გახარია

ცნობილი მოვლენების უცნობი გმირები - ვინ იყო ილა მაისურაძე