მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?
"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში”, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში ჩაყ­რი­ლი ვაზი გა­კა­ფეს და მერე ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ამ ვან­და­ლუ­რი აქ­ტის ავ­ტო­რად, არც მეტი, არც - ნაკ­ლე­ბი, ცოტ­ნეს დე­დას მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ასა­ხე­ლე­ბენ. ambebi.ge-ს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­ზო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

"ცოტ­ნემ კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ყა­რა ვაზი, გო­რის მწვა­ნე და კა­ხუ­რი მწვა­ნე. ისე ელო­ლი­ა­ვე­ბო­და, სულ თავს დას­ტრი­ა­ლებ­და პა­ტა­რა ვე­ნახს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მან ბოლო წლებ­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ეკი­დე­ბო­და ამ საქ­მეს, რა­შიც მისი მე­გო­ბა­რი მეღ­ვი­ნე­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ცოტ­ნე ვაზ­ზე და ღვი­ნო­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც ხში­რად წერ­და და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებ­და. ფოტო მისი გვერ­დი­დან:

რაც ცოტ­ნე დაჭ­რეს და სამ­კურ­ნა­ლოდ ჯერ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, მე­გობ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ისი­ნი უვ­ლიდ­ნენ ვაზს და ღვი­ნო­საც. კოშ­კის გა­სა­ღე­ბი მხო­ლოდ გი­ორ­გის, მის ძმას ჰქონ­და და ცოტ­ნეს უნა­ხავ­და.

რაც ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩა­ი­დი­ნა, ესაა ვან­და­ლიზ­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე შაჰ-აბა­სია. ორი-სამი თვე იბ­რძო­და კოშკში შე­საღ­წე­ვად, სულ აქ წრი­ა­ლებ­და. ადრე მო­ვი­და, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა და ეუბ­ნე­ბო­და, გა­ტე­ხეთ კა­რე­ბი, უნდა შე­ვი­დეო, მათ უთხრეს, არ გვაქვს ამის უფ­ლე­ბაო. უბ­ნე­ლებს ცოტ­ნე ისე უყ­ვართ, თვალ­ში რომ ჩა­უ­ვარ­დეთ, ხელს არ ამო­ის­ვა­მენ, ამი­ტომ მა­ნა­ნა მა­ინც ერი­დე­ბო­და უბანს, ეში­ნო­და წყრო­მის. ივ­ლი­სის ბო­ლოს ვი­ღა­ცე­ე­ბი მო­იყ­ვა­ნა, სა­კე­ტი გა­ა­ტე­ხი­ნა და ასე შე­აღ­წია კოშკში, თან ვი­ღაც მუ­შე­ბი მი­იყ­ვა­ნა. ჯერ იტ­რი­ა­ლა იქ, მერე უცებ ეზო­დან ცე­ცხლი ამო­ვარ­და. კოლ­ხუ­რი კოშ­კი ერთხელ უკვე და­იწ­ვა და ყვე­ლას შეგ­ვე­შინ­და, სა­ხან­ძრო გა­მო­ი­ძა­ხეს, აქ­ვეა, გა­ლის ქუ­ჩა­ზე და 5 წუთ­ში მო­ვი­და. მათ ნა­ხეს, რომ მა­ნა­ნა რა­ღა­ცე­ებს წვავ­და. კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩი­დან ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩანს და მე­ზობ­ლებ­მა აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­ი­ნა­ხეს, რომ ცოტ­ნეს დარ­გუ­ლი ვაზი აღარ არ­სე­ბობ­და.

ხალ­ხი მერე მიხ­ვდა, რა ჩა­ი­დი­ნა ქალ­ბა­ტონ­მა, იგი­ვე, რა­საც შაჰ-აბა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკე­თებ­და. გუ­შინ­წინ ცოტ­ნეს მე­გობ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ ვა­ზის მი­სა­ხე­დად და და­უ­ნა­ხავთ, რომ არც ერთი ძირი ვაზი აღარ იყო, სულ გა­უ­კა­ფავთ. რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტო­ნი იმ მიზ­ნით შე­იჭ­რა ეზო­ში, რომ ეს ვან­და­ლუ­რი აქტი ჩა­ე­დი­ნა - მუ­შებს ვაზი გა­ა­კა­ფი­ნა და მერე ცე­ცხლი წა­უ­კი­და. მას შემ­დეგ მა­ნა­ნა სულ აქაა, კოშკში და­ბი­ნავ­და. ივ­ლი­სის ბო­ლოს კონ­სტან­ტი­ნეს და­ბა­დე­ბის დღე იყო და კოშკში თა­ვი­სი სექ­ტის გარ­და, არა­ვინ შე­უშ­ვა.

მე­ზობ­ლებ­მა კი ვი­ცო­დით, მაგ­რამ არ ვამ­ხელ­დით, ცოტ­ნეს ყუ­რამ­დე რომ არ მი­სუ­ლი­ყო და არ გარ­თუ­ლე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. მისი მე­უღ­ლის­თვი­საც არა­ფე­რი გვით­ქვამს, რო­მე­ლიც თურ­მე ცოტ­ნეს უამ­ბობს, რომ მის კარ-მი­და­მო­სა და ვაზს მე­გობ­რე­ბი უვ­ლი­ან. ამის გამ­გო­ნეს თურ­მე სი­ხა­რუ­ლით უბრწყი­ნავს თვა­ლე­ბი. ეს რა არის, უა­რე­სე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ვაზი ვა­ზია, მაგ­რამ შვი­ლი? თურ­ქე­თის კლი­ნი­კი­დან რის­თვის გა­მო­აგ­დეს ექი­მებ­მა? შვი­ლი დე­დის­გან იყოს და­სა­ცა­ვი და დედა შვი­ლის პა­ლა­ტი­დან ვინ­მეს გა­მო­ეგ­დოს, ასე­თი რამ გსმე­ნი­ათ?”

P.S. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ამ­ჟა­მად ჰა­ი­დელ­ბერ­გის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უტარ­დე­ბა. მარ­თა­ლია, მას ჯერ ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ის ენა­ზე შე­უძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია, თუმ­ცა არის წინსვლა და გერ­მა­ნელ ექი­მებს მისი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმე­დი აქვთ.

ავ­ტო­რი: ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედიკო
7

თქვე მართლა ავადმყოფებო და უჯიშოებო. ეხლა როგორ გგონია შენსას დაიჯერებს ჭეშმარიტი ქართველი და ქალბატონ მანანა არჩვაძე- გამსახურდიაზე აზრს შეაცვლევინებ? თქვე საცოდავოებო მანანამ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა ის რომ კაცობრიობის უდუდესი ქალბატონია. ისე თქვენააირი მეზობლების შესახებ ვიცით ჩანერგილები და უჯიშოებინ რომ ხართ. მეზობლება მიიყვანეს ცოტნე სიკვდილის პირას. აი ეს არის სიმართლე. გადაშენდით ადრე და მალე.!!!!!!

 

ux Tqveni
53

მთელი ოჯახი ავადმყოფები არიან სულიერად,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?

"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში”, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდიას მიერ კოლხური კოშკის ეზოში ჩაყრილი ვაზი გაკაფეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ამ ვანდალური აქტის ავტორად, არც მეტი, არც - ნაკლები, ცოტნეს დედას მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ასახელებენ. ambebi.ge-ს ცოტნე გამსახურდიას მეზობელი უყვება:

"ცოტნემ კოლხური კოშკის ეზოში გასული წლის ნოემბერში ჩაყარა ვაზი, გორის მწვანე და კახური მწვანე. ისე ელოლიავებოდა, სულ თავს დასტრიალებდა პატარა ვენახს. მოგეხსენებათ, რომ მან ბოლო წლებში მეღვინეობას მიჰყო ხელი და დიდი სიყვარულით ეკიდებოდა ამ საქმეს, რაშიც მისი მეგობარი მეღვინეებიც ეხმარებოდნენ.

ცოტნე ვაზზე და ღვინოზე "ფეისბუქის" პირად გვერდზეც ხშირად წერდა და ფოტოებსაც აქვეყნებდა. ფოტო მისი გვერდიდან:

რაც ცოტნე დაჭრეს და სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი გერმანიაში წაიყვანეს, მეგობრები მოდიოდნენ და ისინი უვლიდნენ ვაზს და ღვინოსაც. კოშკის გასაღები მხოლოდ გიორგის, მის ძმას ჰქონდა და ცოტნეს უნახავდა.

რაც ამ ქალბატონმა ჩაიდინა, ესაა ვანდალიზმი, თანამედროვე შაჰ-აბასია. ორი-სამი თვე იბრძოდა კოშკში შესაღწევად, სულ აქ წრიალებდა. ადრე მოვიდა, პოლიცია გამოიძახა და ეუბნებოდა, გატეხეთ კარები, უნდა შევიდეო, მათ უთხრეს, არ გვაქვს ამის უფლებაო. უბნელებს ცოტნე ისე უყვართ, თვალში რომ ჩაუვარდეთ, ხელს არ ამოისვამენ, ამიტომ მანანა მაინც ერიდებოდა უბანს, ეშინოდა წყრომის. ივლისის ბოლოს ვიღაცეები მოიყვანა, საკეტი გაატეხინა და ასე შეაღწია კოშკში, თან ვიღაც მუშები მიიყვანა. ჯერ იტრიალა იქ, მერე უცებ ეზოდან ცეცხლი ამოვარდა. კოლხური კოშკი ერთხელ უკვე დაიწვა და ყველას შეგვეშინდა, სახანძრო გამოიძახეს, აქვეა, გალის ქუჩაზე და 5 წუთში მოვიდა. მათ ნახეს, რომ მანანა რაღაცეებს წვავდა. კოლხური კოშკის ეზო სევასტოპოლის ქუჩიდან ხელისგულივით ჩანს და მეზობლებმა აგვისტოს დასაწყისში დაინახეს, რომ ცოტნეს დარგული ვაზი აღარ არსებობდა.

ხალხი მერე მიხვდა, რა ჩაიდინა ქალბატონმა, იგივე, რასაც შაჰ-აბასი საქართველოში აკეთებდა. გუშინწინ ცოტნეს მეგობრები მოვიდნენ ვაზის მისახედად და დაუნახავთ, რომ არც ერთი ძირი ვაზი აღარ იყო, სულ გაუკაფავთ. როგორც ჩანს, ქალბატონი იმ მიზნით შეიჭრა ეზოში, რომ ეს ვანდალური აქტი ჩაედინა - მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა. მას შემდეგ მანანა სულ აქაა, კოშკში დაბინავდა. ივლისის ბოლოს კონსტანტინეს დაბადების დღე იყო და კოშკში თავისი სექტის გარდა, არავინ შეუშვა.

მეზობლებმა კი ვიცოდით, მაგრამ არ ვამხელდით, ცოტნეს ყურამდე რომ არ მისულიყო და არ გართულებოდა მდგომარეობა. მისი მეუღლისთვისაც არაფერი გვითქვამს, რომელიც თურმე ცოტნეს უამბობს, რომ მის კარ-მიდამოსა და ვაზს მეგობრები უვლიან. ამის გამგონეს თურმე სიხარულით უბრწყინავს თვალები. ეს რა არის, უარესები აქვს ჩადენილი, ვაზი ვაზია, მაგრამ შვილი? თურქეთის კლინიკიდან რისთვის გამოაგდეს ექიმებმა? შვილი დედისგან იყოს დასაცავი და დედა შვილის პალატიდან ვინმეს გამოეგდოს, ასეთი რამ გსმენიათ?”

P.S. ცოტნე გამსახურდია ამჟამად ჰაიდელბერგის კლინიკაში იმყოფება, სადაც მას სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსი უტარდება. მართალია, მას ჯერ ჟესტიკულაციის ენაზე შეუძლია კომუნიკაცია, თუმცა არის წინსვლა და გერმანელ ექიმებს მისი სრულად გამოჯანმრთელების იმედი აქვთ.

ავტორი: ანა გიორგაძე