საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა
გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 12 წლის მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. გორი-ტყვი­ა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რა­ვი ოპე­ლის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა, მან­ქა­ნას ბავ­შვის მამა მარ­თავ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მძღო­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას მარ­თვი­სას 12 წლის შვი­ლი კალ­თა­ში ეჯდა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა მო­ზარ­დი კლი­ნი­კა "გორ­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მედ­პერ­სო­ნა­ლის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. თა­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღია.

„სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა შე­მოყ­ვა­ნა ავა­რი­ის შე­დე­გად დაშ­ვე­ბუ­ლი 12 წლის ბავ­შვი. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას იგი გარ­დაც­ვლი­ლი იყო", - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე შსს-ს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ.

რო­გორც შსს-ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
10

ამ საცოდავი ბავშვის სიკვდილიც სახელმწიფოს კისერზეა, რომელიც მიუხედავად სასაკლაოსი, რაც გზებზე ხდება, არ მიმართავს "არაპოპულარულ" მეთოდებს! არადა რა მარტივია! - ნასვამი ჯდება საჭესთან? - 1000 ან 2000 ლარი ჯარიმა. მეორედ დაჯდება? - 2-4 წელი ციხე! და მინიმუმ განახევრდება მსხვერპლი გზებზე! მაგრამ არა, ამას ხალხის დახოცვა ურჩევნიათ!

გელა
0

გეთანხმებით, უმკაცრესი უნდა იყოს, რადგან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. საინტერესოა ვინ არიან ამ დისლაიქების ავტორები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოყვანა ავარიის შედეგად დაშვებული 12 წლის ბავშვი. კლინიკაში შემოყვანისას იგი გარდაცვლილი იყო", - აცხადებენ კლინიკაში.

ამ წუთებში ადგილზე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა - 81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - Stopcov.ge-ს მონაცემები

საქართველოში კორონავირუსისგან 39-ე პაციენტი გარდაიცვალა