საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ძმებს - 2001 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.გ.-ს და 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ფ.გ.-ს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ე­წი­ათ, მათ სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ე.ა. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს და გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, ფო­ნი­ჭა­ლა­ში 2 ახალ­გაზ­რდა გუ­შინ დაჭ­რეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rati
3

ასე იცის კრიმანალის წახალისებამ და ქურდებთან და ყაჩაღებთან თანამშრომლობამ, სანამ მთავრობა მთელი სისასტიკით არ მოექცევა კრიმინალებს ასე იქნება მუდამ

gela
0

მევიდა ჩვენი პრეზიდენტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში 2 ახალგაზრდა გუშინ დაჭრეს.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი