ავტორი:

"ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში..", - შაქარაშვილის ბიძა გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე

"ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში..", - შაქარაშვილის ბიძა გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე

"Tv პირველმა" გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა საკნებიდან ფარული ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ისმის, თუ რაზე ესაუბრებიან ისინი თანამესაკნე პატიმრებს.ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქში" წერს:

"ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში. ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

ფარული ჩანაწერი - რევაზიშვილი: "მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო".

არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: "ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო".მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ...მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!" - წერს ნიკოლაძე:

"მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის... ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს? ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია" - ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს" - ადვოკატი

"ფრჩხილები ყველას დაჭრილი ჰქონდა, ისინი მოემზადნენ..." - პროკურორი განმარტავს, რატომ ვერ აღმოუჩინა ექსპერტიზამ ბრალდებულებს შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა