ავტორი:

ფარული ჩანაწერების თანახმად, არასრულწლოვანი ამბობს, რომ თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება

ფარული ჩანაწერების თანახმად, არასრულწლოვანი ამბობს, რომ თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი, მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

როგორც არასრულწლოვანი ამბობს, რომ ის დანარჩენებს უყვიროდა შაქარაშვილს შეშვებოდნენ, თუმცა, ისინი არ გაჩერდნენ.

აღნიშნულ ფარულ ვიდეოჩანაწერს "ტვ პირველი“ ავრცელებს.

"6 ხომ ვართ, 5-ს აქვს დამძიმებული, მეექვსესთან ერთად ვარ მე მაგ დროს, ზუსტად ერთი და იგივეს ვაკეთებთ, ვისაც მუხლი არ აქვს დამძიმებული, მივედით და უკან მანქანაში დავბრუნდით, მე მაქვს დამძიმებული და იმას - არა, თვითონაც ამბობს, ზ.ხ. ჩემთან ერთად იყოო და კაკიც იძახის, რომ ზ.ხ. ამასთან ერთად იყოო. აუ, მამაჩემი იმას დედის მ.... მე რომ "სროკი“ მომცენ, ბიძა ხომ იცი, ბიძა, მაგას დედას მ... რის გამო და ტყუილუბრალოდ "სროკი“ რომ მომცენ...

ყველა "გასროკეთო“ მაგას იძახის და ამათმაც ეგ დაწერეს, რომ 5 "ისროკებიან“, თამაზა გაგიჟდება ბ...შვილი ვიყო. რეალურად როგორ არ აინტერესებს მაგ... შენ ნახე, თუ მამაჩემი გლდანში არ მოიყვანონ ღმერთმა დაიფაროს, მე რომ "გამსროკონ“, მამაჩემს ეგრევე "გასროკავენ“, თან კიდია, ნაომარია, სპეცრაზმში ნამყოფია. შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ“, - აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ.

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა