კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიკითხავენ, ვინ არი...მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან" - რაზე საუბრობენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საკანში? - TV პირველის ექსკლუზიური კადრები
"გაიკითხავენ, ვინ არი...მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან" - რაზე საუბრობენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საკანში? - TV პირველის ექსკლუზიური კადრები

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი“ ექ­სკლუ­ზი­ურ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც მე­ლა­ძის თქმით, იმ ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თა საკ­ნებ­ში და­ა­მონ­ტა­ჟა.

მე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წე­რი მო­ცუ­ლო­ბი­თია და ის "პირ­ველს“ წყა­რომ გა­დას­ცა.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ერთ-ერთი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ეთერ­ში გა­ვი­და, ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ჩა­წე­რი­ლია შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლის სა­კან­ში, სა­დაც რე­ვა­ზიშ­ვი­ლი თა­ნა­მო­საკ­ნე­ებ­თან ერ­თად პრო­კუ­რა­ტუ­რის "ოქ­როს მოწ­მე­ზე“ , ჩი­ტი­ძე­ზე სა­უბ­რობს.

პა­ტიმ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმას, თუ რო­გორ და­სა­ჯონ მოწ­მე ჩი­ტი­ძე, რო­მელ­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა.

რე­ვა­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ჩი­ტი­ძემ გა­მო­ი­გო­ნა ჩვე­ნე­ბის ნა­წი­ლი და ამის­თვის ის უნდა და­ი­სა­ჯოს.

"- პროს­ტა, მა­გა­ზე ბი­ჭებს გა­რეთ რო­გორ მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ რა­მე­ნა­ი­რად...მი­ა­გო­ნონ რა...

- რატო აქ არ არის?

- ვინ?

- ეგ, ჩი­ტი­ძე...

- ვისი ნო­მე­რი იცი შენ? ბევ­რის ვიცი კაცო...

-კონ­კრე­ტუ­ლად ვის გინ­და რო და­უ­კავ­შირ­დე?

- არი­ან რა..გა­ი­კი­თხა­ვენ, ვინ ჩემი ყ*** არი და მა­გას­თან მივ­ლენ სახ­ლში. მა­გის ცოლ­თან მივ­ლენ და და­ე­მუქ­რე­ბი­ან, რო დე­დას მ***თო.

- ვის ჩი­ტი­ძეს?

- ცოლს და ბავ­შვებს და­ვე­მუქ­რე­ბი, ჩი­ტი­ძეს რას და­ვე­მუქ­რე­ბი აბა?! აქ არის", - ის­მის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

მართლა კრიმინალები ყოფილან, იმის მაგივრად რომ მოინანიონ იმუქრებიან კიდეც. კაცობის ნასახი არ გააჩნიათ, ეს ნ....ი ბაცნები

გოგა
0

ესკლუზიურს არა ის, ადვოკატმა რაც გადასცა იმას აქვეყნებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"გაიკითხავენ, ვინ არი...მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან" - რაზე საუბრობენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საკანში? - TV პირველის ექსკლუზიური კადრები

"გაიკითხავენ, ვინ არი...მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან" - რაზე საუბრობენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საკანში? - TV პირველის ექსკლუზიური კადრები

ტელეკომპანია "პირველის“ გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათი“ ექსკლუზიურ ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებიც მელაძის თქმით, იმ ფარული კამერებითაა გადაღებული, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა საკნებში დაამონტაჟა.

მელაძე ამბობს, რომ ჩანაწერი მოცულობითია და ის "პირველს“ წყარომ გადასცა.

ვიდეოჩანაწერების ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც ეთერში გავიდა, ჟურნალისტის თქმით, ჩაწერილია შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანში, სადაც რევაზიშვილი თანამოსაკნეებთან ერთად პროკურატურის "ოქროს მოწმეზე“ , ჩიტიძეზე საუბრობს.

პატიმრები განიხილავენ იმას, თუ როგორ დასაჯონ მოწმე ჩიტიძე, რომელმაც პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებასთან ითანამშრომლა.

რევაზიშვილი ამბობს, რომ ჩიტიძემ გამოიგონა ჩვენების ნაწილი და ამისთვის ის უნდა დაისაჯოს.

"- პროსტა, მაგაზე ბიჭებს გარეთ როგორ მივაწოდო ინფორმაცია, რომ რამენაირად...მიაგონონ რა...

- რატო აქ არ არის?

- ვინ?

- ეგ, ჩიტიძე...

- ვისი ნომერი იცი შენ? ბევრის ვიცი კაცო...

-კონკრეტულად ვის გინდა რო დაუკავშირდე?

- არიან რა..გაიკითხავენ, ვინ ჩემი ყ*** არი და მაგასთან მივლენ სახლში. მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან, რო დედას მ***თო.

- ვის ჩიტიძეს?

- ცოლს და ბავშვებს დავემუქრები, ჩიტიძეს რას დავემუქრები აბა?! აქ არის", - ისმის ვიდეოჩანაწერში.

"პოლიციის მთელი განყოფილება ფეხზე იდგა... "მარშუტკაში" იპოვეს ჩემი შვილი" - რას ამბობს თბილისში დაკარგული ბიჭის მამა

"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე