მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხატია გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს" - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
"ხატია გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს" - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

23 აგ­ვის­ტოს, ხევ­სუ­რეთ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე, სო­ფელ ბი­სოს­თან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თით­ქმის 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რის 20 მგზავ­რი­დან 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი მძი­მედ და­შავ­და.

ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ: ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა, თუმ­ცა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კით. რა­ტი­ა­ნის თქმით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე მათ ძა­ლი­ან მძი­მე გზის გავ­ლა მო­უ­წევთ.

ambebi.ge 23 წლის ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც:

"ხა­ტი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, გონ­ზე მო­ვი­და, თუმ­ცა ლა­პა­რა­კით, ჯერ ვერ ლა­პა­რა­კობს. კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენც არ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, ჯერ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს, მთა­ვა­რია, სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს ამ გო­გო­ნე­ბის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ მათი ოჯა­ხე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ არა­ფე­რი თქვან, ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, შე­იძ­ლე­ბა დღეს ასეა მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ხვალ შე­იც­ვა­ლოს, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ას მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ექი­მი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი გა­ავ­რცე­ლებს. იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ამ ეტაპ­ზე გო­გო­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ხა­ტია სტუ­დენ­ტია, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. პა­რა­ლე­ლუ­რად, რუს­თავ­ში "ბა­გის" ფირ­მის მა­ღა­ზი­ებ­ში პრო­ვა­ი­დე­რია. გო­გო­ნას მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს, შა­ტილ­ში კი პირ­ვე­ლად იყო".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ სა­ბე­დის­წე­რო ტურ­ში დები - მე­დეა და ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. 25 წლის მე­დეა სხვებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მას­ზე უმ­ცროსს, 23 წლის ხა­ტი­ას კი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, მისი ტრავ­მე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე რჩე­ბო­და, თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით კი­დევ ერთი გო­გო­ნას - თა­მარ არ­ღვლი­ა­ნის ახ­ლო­ბელ­საც, რომ­ლის თქმი­თაც, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა სტა­ბი­ლურ­დე­ბა. ისიც უკვე მო­ვი­და გონ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა "ფო­ლა­დის სახ­ლის" თა­ნამ­შრო­მელ ნატა თხე­ლი­ძეს, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დი­ნა­მი­კაც და­დე­ბი­თია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
70

ღმერთო გამოაჯანმრთელე და ჩემი პირადი აზრია რომ სამივენი მონაზვნებად აღიკვეცონ რადგან ღმერთმა სასწაულებრივად გამოარჩია ესაა მეორედ დაბადება ამაზე მეტი წყალობა მე არ ვიცი თვალწინ გვიდევს სასწაული იმ ვარდნის ადგილიდან გადახედვაც კი საშიშია.

lekso kutaisi
3

gmerto gamoajanmrtele kvela genacvalet tkven hvilebo didxans icocxlet da ibednieret upali ar gagciravt

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ხატია გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს" - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ხატია გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს" - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

23 აგვისტოს, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე, რომლებიც კლინიკაში რჩებიან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით. რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.

ambebi.ge 23 წლის ხატია დევსურაშვილის ახლობელს ესაუბრა, რომლის თქმითაც:

"ხატიას მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს. კონკრეტულად ჩვენც არ გვეუბნებიან, რა სახის დაზიანებები აქვს, ჯერ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, მთავარია, სტაბილურობა შენარჩუნდეს. ბევრს აინტერესებს ამ გოგონების ამბავი, მაგრამ მათი ოჯახები გაფრთხილებულია, რომ არაფერი თქვან, ინფორმაცია კონფიდენციალურია, შეიძლება დღეს ასეა მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიცვალოს, ამიტომ ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ექიმი ლევან რატიანი გაავრცელებს. იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ეტაპზე გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხატია სტუდენტია, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად, რუსთავში "ბაგის" ფირმის მაღაზიებში პროვაიდერია. გოგონას მოგზაურობა ძალიან უყვარს, შატილში კი პირველად იყო".

შეგახსენებთ, რომ ამ საბედისწერო ტურში დები - მედეა და ხატია დევსურაშვილები იმყოფებოდნენ. 25 წლის მედეა სხვებთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა, მასზე უმცროსს, 23 წლის ხატიას კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმები ამბობდნენ, მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და შესაბამისად, გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩებოდა, თუმცა დღესდღეობით მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე დავუკავშირდით კიდევ ერთი გოგონას - თამარ არღვლიანის ახლობელსაც, რომლის თქმითაც, გოგონას მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. ისიც უკვე მოვიდა გონზე.

რაც შეეხება "ფოლადის სახლის" თანამშრომელ ნატა თხელიძეს, მისი გამოჯანმრთელების დინამიკაც დადებითია.

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)