კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე
რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, FBI-ს კომ­პე­ტენ­ცია არ არის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ჩა­ერ­თოს.

რო­გორც დეგ­ნან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხი­ოდ გა­ნუ­ცხა­და, FBI-ს იუ­რის­დიქ­ცია მხო­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვრცელ­დე­ბა, სხვა ქვეყ­ნებ­ში კი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს ეხე­ბა ან სა­კი­თხში ამე­რი­კუ­ლი ინ­ტრე­სია.

„კი­დევ ერთხელ მი­ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შვილს კარ­გა­ვენ. ვხვდე­ბი, თუ რა­ო­დენ დიდ ტკი­ვილს გა­ნიც­დის ოჯა­ხი შვი­ლის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ მკა­ფი­ოდ ვთქვით, რომ FBI ეს არის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და მათი იუ­რის­დიქ­ცია ვრცელ­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე არის სა­კი­თხში ან ამე­რი­კუ­ლი ინ­ტრე­სი არის სა­კი­თხში წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სხვა მხრივ, მათი იუ­რის­დიქ­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­რეთ არის ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი და მათი კომ­პე­ტენ­ცია არ არის ჩა­ერ­თონ“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
7

როგორ ბედავს ვიღაც ელჩი,ადვოკატ რამიშვილის მოთხოვნის იგნორირებას?! სულ გაგიჟდა მსოფლიო!

Gordi
7
მადლობა ქ. ელჩს. მაგრამ გამოდის რომ ყველა ის ადამიანი ვინც FBI -ით სპეკულირებდა ოჯახთან ამ ტრაგედიისას არის უცოდინარი, ავანტიურისტი, ჩათლახი და ნაძირალა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, FBI-ს კომპეტენცია არ არის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხიოდ განუცხადა, FBI-ს იურისდიქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვრცელდება, სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის მოქალაქეს ეხება ან საკითხში ამერიკული ინტრესია.

„კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან ვწუხვარ, ეს უდიდესი ტრაგედიაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებიც შვილს კარგავენ. ვხვდები, თუ რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ოჯახი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI ეს არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქე არის საკითხში ან ამერიკული ინტრესი არის საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ, მათი იურისდიქცია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ არის ძალიან შეზღუდული და მათი კომპეტენცია არ არის ჩაერთონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - "დაკავებულია მისი მეზობელი"

შსს-მ სოფელ რიონში ძმების მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - "თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით  ჭრილობები მიაყენა და მიიმალა"

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი