ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 182 ტესტიდან, 40 დადებითია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს 40 პაციენტი გადის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის ექვსი ადამიანის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ათის საშუალო სიმძიმის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოდან ერთი ადამიანი გაეწერა.

ე.წ. ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან შესაბამისი ზომები ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 466 შემთხვევაა რეგისტრირებული, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა