კანადის ქალაქ ოშავაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ ხუთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ორი მოზარდი. კიდევ ერთი ქალი დაჭრილია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ადამიანი, რომელიც ისროდა, გარდაცვლილია. მეზობლების ინფორმაციით, სახლში, სადაც ისროდნენ, მასწავლებლები ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.