პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი
"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვერ­სია - თვით­მკვლე­ლო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რად­გან ეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. ამის შე­სა­ხებ მან, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რა­მიშ­ვი­ლის თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ აბე­ბის ყიდ­ვის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აპე­ლი­რე­ბა წამ­ლებ­ზე გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზე, რომ ის გა­სახ­დომ ჩა­ი­საც ყი­დუ­ლობს, რაც მას კი­თხვის ნიშ­ნებს და ეჭ­ვებს უჩენს გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ.

„გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ბო­ლოო ვერ­სია და­სა­წყის­ში­ვე ჰქონ­დათ, რო­დე­საც 23 ივ­ლისს გა­მო­ვიდ­ნენ და თქვეს, რომ აბე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, წე­რი­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­დაო. ანუ ჯერ არ იყო დად­გე­ნი­ლი, სა­ერ­თოდ რა მი­ზე­ზით იყო გარ­დაც­ვლი­ლი, მკვლე­ლო­ბა იყო ეს თუ თვით­მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ ვერ­სია უკვე თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დათ, რად­გან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. რო­დე­საც ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ და აბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რა­ტომ არ ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აბებ­თან ერ­თად გა­სახ­დო­მი ჩაიც შე­ი­ძი­ნა თა­მარ­მა. აპე­ლი­რე­ბას აკე­თე­ბენ აბე­ბის ყიდ­ვა­ზე და ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია, ნუთუ არ უნდა და­უკ­ვირ­დნენ, არ უნდა ჩაწ­ვდნენ გა­სახ­დომ ჩაის ყი­დუ­ლობს ეს გოგო. მე კი­თხვის ნი­შა­ნი და ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რომ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და მი­დი­ო­და მის­თვის უც­ნობ ად­გი­ლას, რო­დე­საც წაშ­ლი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი ლო­კა­ცია, ყვე­ლა­ნა­ი­რი ზარი, ყვე­ლა­ნა­ი­რი წე­რი­ლი, სად უნდა წა­სუ­ლი­ყო, იქ­ნე­ბა ვი­ღა­ცამ სთხო­ვა მა­ინც აქეთ­კენ მო­დი­ხარ და რა­ღაც აბე­ბი მჭირ­დე­ბა და წა­მო­მი­ღეო. ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობს გა­სახ­დომ ჩაის და თუ მარ­თლა თვით­მკვლე­ლო­ბას აპი­რებ­და, რის­თვის და ვის­თვის ყი­დუ­ლობ­და ამ გა­სახ­დომ ჩაის“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, მწყემ­სე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გახ­მა­უ­რე­ბულ თვით­მკვე­ლო­ბის ვერ­სი­ას. რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ის ამ ჩვე­ნე­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას გეგ­მავს.

„ჩვენ გა­მო­ძი­ე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რას თა­ვი­დან­ვე ვთხოვ­დით სა­ტე­ლი­ტი­დან 18-დან 22 ივ­ლი­სამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი და­დონ და შე­სა­ბა­მი­სი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბიც მი­ვა­წო­დეთ. იყო თუ არა იქ სა­ერ­თოდ ავ­ტო­მო­ბი­ლი. მწყემ­სე­ბი ისეთ ჩვე­ნე­ბებს იძ­ლე­ვი­ან, ლა­მის ჩერ­ნო­ბი­ლად აქ­ცი­ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ძო­ვა­რი. თით­ქოს­და არას­დროს არ ყო­ფი­ლა იქ ნა­ხი­რი. ამ დროს 12, 13, 14 აგ­ვის­ტოს ვი­დე­ო­კად­რე­ბი მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ იყ­ვნენ იმ დღეს მო­რი­გე­ო­ბა­ზე.

მი­ვეხ­მა­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას და ბევრ ჩვე­ნე­ბას, რაც საქ­მე­შია, მეც გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ, რო­გორც თვი­თონ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. ეს ჩვე­ნე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას. ეს არის მწყემ­სე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში არ­სე­ბულ ნივ­თებ­ზე მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლის დნმ-ია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ „რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბა, იქ ყვე­ლა­ფე­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად იგეგ­მე­ბა, რომ არა­ვი­სი კვა­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს“.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
68

თავის მოსაკლავად სხვადასხვა წამლებს არ იყიდიდა, იყიდიდა ერთს და ბევრს. თან კლოფელინი? თუ დაადგინეთ, ვინ გაიყვანა სახლიდან? აი ამაშია საქმე.

გასპადა ფრაქურორი !!! ძალიან ცდილობთ, რომ ამ საქმეს, თვითმკვლელობის მუხლი მიუყენოთ და სწორედ ეს მარწმუნებს, რომ ეს უყო მკვლელობა...ყოვლისშემძლე ბიძის, ან ბიძების დაგეგმილი მკვლელობა...

simartle
128

რეებს ბოდიალობ, რა ჩაი, რა მწყემსი, დაამტკიცეთ იარაღის გაყიდვა, თუ არა და თქვენი ფეხით წადით ციხეში. ეს ნაძირალა ფორმულა თუ შმორმულა, ტვინს ურევს ხალხსაც და ჭირისუფალსაც. აქამდე მიხმარებოდი გამოძიებას, ჟოფრეისავით რომ დადიოდი აღმა-დაღმა. არ დამბლოკოთ, თორემ გიჩივლებთ და რამიშვილს ავიყვან ადვოკატად.

ავტორი:

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ვერსია - თვითმკვლელობა, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა შემუშავებული, რადგან ეს ორგანიზებული იყო. ამის შესახებ მან, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რამიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის მიერ აბების ყიდვის ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა და აპელირება წამლებზე გააკეთა, მაგრამ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ ის გასახდომ ჩაისაც ყიდულობს, რაც მას კითხვის ნიშნებს და ეჭვებს უჩენს გამოძიების მიმართ.

„გარდაცვალების საბოლოო ვერსია დასაწყისშივე ჰქონდათ, როდესაც 23 ივლისს გამოვიდნენ და თქვეს, რომ აბებია აღმოჩენილი, წერილია აღმოჩენილი და ფსიქოლოგი ჰყავდაო. ანუ ჯერ არ იყო დადგენილი, საერთოდ რა მიზეზით იყო გარდაცვლილი, მკვლელობა იყო ეს თუ თვითმკვლელობა, მაგრამ ვერსია უკვე თავიდანვე ჰქონდათ, რადგან ორგანიზებული იყო. როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ და აბებზეა საუბარი, რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აბებთან ერთად გასახდომი ჩაიც შეიძინა თამარმა. აპელირებას აკეთებენ აბების ყიდვაზე და ძალიან გასაკვირია, ნუთუ არ უნდა დაუკვირდნენ, არ უნდა ჩაწვდნენ გასახდომ ჩაის ყიდულობს ეს გოგო. მე კითხვის ნიშანი და ეჭვი მიჩნდება, რომ გადაადგილდებოდა და მიდიოდა მისთვის უცნობ ადგილას, როდესაც წაშლილია ყველანაირი ლოკაცია, ყველანაირი ზარი, ყველანაირი წერილი, სად უნდა წასულიყო, იქნება ვიღაცამ სთხოვა მაინც აქეთკენ მოდიხარ და რაღაც აბები მჭირდება და წამომიღეო. ადამიანი ყიდულობს გასახდომ ჩაის და თუ მართლა თვითმკვლელობას აპირებდა, რისთვის და ვისთვის ყიდულობდა ამ გასახდომ ჩაის“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკველობის ვერსიას. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის ამ ჩვენებების გასაჯაროებას გეგმავს.

„ჩვენ გამოძიებას და პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით სატელიტიდან 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები დადონ და შესაბამისი კოორდინატებიც მივაწოდეთ. იყო თუ არა იქ საერთოდ ავტომობილი. მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი. თითქოსდა არასდროს არ ყოფილა იქ ნახირი. ამ დროს 12, 13, 14 აგვისტოს ვიდეოკადრები მაქვს გადაღებული, როგორ გადაადგილდებიან. როგორც ჩანს, პოლიციელები არ იყვნენ იმ დღეს მორიგეობაზე.

მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია, მეც გავასაჯაროებ, როგორც თვითონ ასაჯაროებენ. ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას. ეს არის მწყემსების ჩვენებები“, - განაცხადა რამიშვილმა.

პროკურატურის განცხადებაზე, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში არსებულ ნივთებზე მხოლოდ გარდაცვლილის დნმ-ია აღმოჩენილი, რამიშვილი ამბობს, რომ „როდესაც ორგანიზებულია მკვლელობა, იქ ყველაფერი ხელთათმანებით ძალიან კარგად იგეგმება, რომ არავისი კვალი არ აღმოჩნდეს“.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა