სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული
"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული

2019 წლის 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე, ზუგ­დი­დის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი დე­მეტ­რე ნა­ყო­ფია ერთ-ერთი იყო, რო­მე­ლიც მძი­მედ და­შავ­და. ფო­ტომ, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ სდის ახალ­გაზ­რდა კაცს თვა­ლი­დან სის­ხლი, სხვა მძი­მე ფო­ტო­ებ­თან ერ­თად, უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი მო­ი­ა­რა.

იმ­ჟა­მად დე­მეტ­რეს თვა­ლის მთლი­ა­ნო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს, თუმ­ცა სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, რომ მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "გავ­რი­ლო­ვის ღა­მის" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო უფა­სოდ უმ­კურ­ნა­ლებ­და. მსა­ხი­ო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ის­რა­ელ­ში უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, სა­დაც ექი­მის თქმით, მხედ­ვე­ლო­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ის რამ­დენ­ჯერ­მე მარ­თლაც იმ­ყო­ფე­ბო­და ამ ქვეყ­ნის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი ჯე­რაც ვერ და­ას­რუ­ლა - პან­დე­მი­ის გამო დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას ის­რა­ელ­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­დო.

აქამ­დე მსა­ხი­ო­ბი მე­დი­ას­თან სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებ­და. ახალ­გაზ­რდა უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და რე­ჟი­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე თვეა მის ზარ­სა და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი არ პა­სუ­ხო­ბენ.

ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე 2015 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და რე­ჟი­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას თქმით, სწო­რედ ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ ჩა­ი­ბა­რა მისი მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ჯერ კი­დევ თბი­ლის­ში, სა­ა­ვამდყო­ფო­ში მყოფს დაჰ­პირ­და, რომ ყვე­ლა­ფერს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვან­და.

- თე­ბერ­ვალ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი ოპე­რა­ცი­ა­ზე და მას შემ­დეგ, ასე ვარ. ავთო თა­ლაკ­ვა­ძე გახ­ლავთ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ჩემს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­დის. სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი აღარ მაქვს ამ ადა­მი­ა­ნის­გან.

ვი­ღაც “მე­სა­მე” პი­რე­ბი ხან გა­მო­დი­ან კავ­შირ­ზე, ხან ისევ ქრე­ბი­ან. მახ­სოვს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­და, რო­გორ იჯდა ჩემს პა­ლა­ტა­ში იგი­ვე ავთო თა­ლაკ­ვა­ძე და მპირ­დე­ბო­და, რომ ყო­ველ­თვის უპა­სუ­ხებ­და ჩემ ზა­რებს და მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ მექ­ნე­ბო­და. მეს­მის, კო­რო­ნა­ვირუ­სის და მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის წი­ნა­შე რომ ვდგა­ვართ და ლო­გი­კუ­რად ის პე­რი­ო­დი, სა­ერ­თოდ არ შე­მი­წუ­ხე­ბია, თუმ­ცა ვიცი, რომ ის­რა­ელ­ში სპე­ცი­ა­ლურ­მა რე­ი­სებ­მა, მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­წყვი­ტეს ფრე­ნა...

- დე­მეტ­რე, რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა გაქვს დარ­ჩე­ნი­ლი?

- ჩრდი­ლებს ვხე­დავ, ბა­დუ­რის ოპე­რა­ცია მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და პლას­ტი­კუ­რი. ის­რა­ელ­ში მე­ლო­დე­ბო­და ექი­მი, რო­მე­ლიც ჩემი ჩას­ვლის დღი­დან­ვე მმ­კურ­ნა­ლობ­და და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ მას­თან­ვე უნდა და­ვას­რუ­ლო მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი. ვი­მე­ო­რებ, გა­სა­გე­ბია, რომ პან­დე­მი­აა და ჩა­ვი­კე­ტეთ, მაგ­რამ ახლა სა­ქარ­თვე­ლო მწვა­ნე ქვეყ­ნე­ბის სი­ა­შია, ახლა ხომ აღარ არის კა­რან­ტი­ნი და აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბის მერე უკვე 20 დღე გა­ვი­და თით­ქმის, მაგ­რამ ამ ავთო თა­ლაკ­ვა­ძეს ვე­რაფ­რით ვუ­კავ­შირ­დე­ბი ისევ. ისევ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბით რე­კა­ვენ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი "მე­სა­მე" პი­რე­ბი და რა­ღაც პირ­და­პირ რე­ი­სე­ბის აღ­დგე­ნა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან... ანუ მარ­თლა ადა­მი­ა­ნუ­რად არ მეს­მის ასე­თი ცვლი­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ბო­ლომ­დე გიმ­კურ­ნა­ლებ­თო, ყვე­ლა­ფე­რი გა­დახ­დი­ლი­აო, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი იყო, 2019 წელს და 2020 ში სულ სხვა ინ­დი­ვი­დი "გა­მო­ი­ჩე­კა".

- აქამ­დე თავს იკავ­დებ­დი ინ­ტერ­ვი­უს­გან...

- რა ვიცი, რაზე უნდა მე­ლა­პა­რა­კა, რაც არ უნდა მეთ­ქვა, გა­ა­პო­ლი­ტი­ზი­რებ­დნენ და უბ­რა­ლოდ გა­ვი­მე­ო­რებ, აქაც და ყველ­გან ვამ­ბობ, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუ­ყუ­რებ. ნე­ბის­მი­ე­რი მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ცოტა მა­ინც გა­ე­გე­ბა პო­ლი­ტი­კის, ალ­ბათ ხვდე­ბა, რომ რაც აქ ხდე­ბა, აბ­სურ­დია.

- ის­რა­ელ­ში თუ ხდე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა?

- და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ამის მოგ­ვა­რე­ბა არ უნდა იყოს რთუ­ლი.

- გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბის მცდე­ლო­ბა ხომ არ გქო­ნია, რათა გა­ე­გო, რომ 20 ივ­ნისს და­ზა­რა­ლე­ბულს არ მკურ­ნა­ლო­ბენ...

- არა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან არა­ფერ­ზე მაქვს სა­ლა­პა­რა­კო. სა­სა­უბ­რო, მო­რა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, თვი­თონ უნდა ჰქონ­დეს. შე­მიძ­ლია გა­მოვ­ყო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ისიც მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი ნიშ­ნით, ვინც გულ­წრფე­ლად ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით. სულ ეგ არის.

ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მო­თხოვ­ნა და შემ­დეგ რჩე­ვა იქ­ნე­ბა, მო­ა­შო­რონ ასე­თი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი, თუ უნ­დათ, მარ­თლა რო­დეს­მე აშენ­დეს, ეს ქვე­ყა­ნა.

ambebi.ge შე­ე­ცა­და ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძეს და­კავ­ში­რე­ბო­და, რო­მელ­მაც გვთხო­ვა, რომ მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გაგ­ვეგ­ზავ­ნა კი­თხვე­ბი.

  • რა­ტომ არ პა­სუ­ხო­ბენ დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას ზა­რებს და რო­დის გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის ის­რა­ელ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნა?

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის პა­სუხს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სერ­ვისს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ცენ­ტრი ასე­ვე კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვებ­ზე გა­და­უ­დე­ბელ რე­ა­გი­რე­ბას და მო­ქა­ლა­ქე­თა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე, რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ხელ­მძღვა­ნე­ლობს ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბას და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ებს არ შე­ეძ­ლოთ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა. მათ შო­რის - 20 ივ­ნისს და­შა­ვე­ბულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლობ­დნენ. გერ­მა­ნი­ას­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფომ უზ­რუნ­ველ­ყო და­შა­ვე­ბულ­თა­გან 2 პი­რის გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. მათ­გან ერთი უკვე დაბ­რუნ­და ქვე­ყა­ნა­ში, მე­ო­რე კი - ამ­ჟა­მა­დაც აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ამავდრო­უ­ლად, ასე­ვე იგეგ­მე­ბა კი­დევ 3 მო­ქა­ლა­ქის აღ­ნიშ­ნულ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტონ დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას, სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მას რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­უ­ტარ­და ის­რა­ელ­ში, სა­დაც ის გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბამ­დე (რა­საც მოჰ­ყვა ფრე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა), რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა კვლავ შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რის გა­მოც ბა­ტონ დე­მეტ­რეს სა­ხელ­მწი­ფომ მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში შეს­თა­ვა­ზა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რის ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, მისი გამ­გზავ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე“.

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის დღი­დან, დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უწევს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას პი­რის სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცესს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას.

დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნიტ­რო და "ფონ­დი ქარ­თუ" აფი­ნან­სებს. ამ დრომ­დე, მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ჯამ­ში 256 147 ლარი და­ი­ხარ­ჯა“.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის პა­სუ­ხის შემ­დეგ, კი­თხვით, თუ რა­ტომ თქვა დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ამ გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი, მსა­ხი­ობს და­ვუ­კავ­შირ­დით...

დე­მეტ­რე ნა­ყო­ფია:

- გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა ახლა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გეს, რომ სა­ჯა­როდ ვა­პი­რებ­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოთ­ქმას, ესეც ავ­თოს შეც­დო­მა­თა ჯაჭ­ვის ნა­წი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
41

გიცნობ ვინც ხარ @ლე ხარ ჩამოსხმული

ტასო
64

რა გინდოდა მერე იქ?ისე 7 ნოემბრის დაზარალებულებს,26 მაისს მოკლულებს რით დაეხმარა მაშინდელი ხალისუფლება?იქ დგომით რა მოიგე?გიღირდა იმათ რომ ამ ხროვას გვერდში დაუდექი?ნუთუ წარსული ასე მალე დაგავიწყდა?თუ თეატრში პატარა ხელფასი გაქვს და გადაწყვიტე რუსთაველზე გეთამაშა?რამდენი გადაგიხადეს ამ როლში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე, ზუგდიდის თეატრის მსახიობი დემეტრე ნაყოფია ერთ-ერთი იყო, რომელიც მძიმედ დაშავდა. ფოტომ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ სდის ახალგაზრდა კაცს თვალიდან სისხლი, სხვა მძიმე ფოტოებთან ერთად, უცხოური გამოცემები მოიარა.

იმჟამად დემეტრეს თვალის მთლიანობა შეუნარჩუნეს, თუმცა სხვა დაზარალებულებთან ერთად, აუცილებელი გახდა, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გავრილოვის ღამის" დაზარალებულებს სახელმწიფო უფასოდ უმკურნალებდა. მსახიობის მკურნალობის კურსი ისრაელში უნდა გაგრძელებულიყო, სადაც ექიმის თქმით, მხედველობის ნაწილობრივი აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა. ის რამდენჯერმე მართლაც იმყოფებოდა ამ ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა მკურნალობის პროცესი ჯერაც ვერ დაასრულა - პანდემიის გამო დემეტრე ნაყოფიას ისრაელში გამგზავრება გაურკვეველი დროით გადაიდო.

აქამდე მსახიობი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებდა. ახალგაზრდა უყურადღებობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს ავთანდილ თალაკვაძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ რამდენიმე თვეა მის ზარსა და შეტყობინებებს სახელმწიფო მოხელეები არ პასუხობენ.

ავთანდილ თალაკვაძე 2015 წლიდან დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.

დემეტრე ნაყოფიას თქმით, სწორედ ავთანდილ თალაკვაძემ ჩაიბარა მისი მკურნალობის სრული კურსის უზრუნველყოფა და ჯერ კიდევ თბილისში, საავამდყოფოში მყოფს დაჰპირდა, რომ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანდა.

- თებერვალში უნდა წავსულიყავი ოპერაციაზე და მას შემდეგ, ასე ვარ. ავთო თალაკვაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემს მკურნალობაზე, მაგრამ კონტაქტზე აღარ გამოდის. საერთოდ არანაირი პასუხი აღარ მაქვს ამ ადამიანისგან.

ვიღაც “მესამე” პირები ხან გამოდიან კავშირზე, ხან ისევ ქრებიან. მახსოვს, როდესაც ცნობილი მოვლენები მოხდა, როგორ იჯდა ჩემს პალატაში იგივე ავთო თალაკვაძე და მპირდებოდა, რომ ყოველთვის უპასუხებდა ჩემ ზარებს და მკურნალობასთან დაკავშირებით შეფერხებები არ მექნებოდა. მესმის, კორონავირუსის და მსოფლიო პანდემიის წინაშე რომ ვდგავართ და ლოგიკურად ის პერიოდი, საერთოდ არ შემიწუხებია, თუმცა ვიცი, რომ ისრაელში სპეციალურმა რეისებმა, მხოლოდ გარკვეული დროით შეწყვიტეს ფრენა...

- დემეტრე, რა სახის მკურნალობა გაქვს დარჩენილი?

- ჩრდილებს ვხედავ, ბადურის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და პლასტიკური. ისრაელში მელოდებოდა ექიმი, რომელიც ჩემი ჩასვლის დღიდანვე მმკურნალობდა და თავისთავად ცხადია, რომ მასთანვე უნდა დავასრულო მკურნალობის პროცესი. ვიმეორებ, გასაგებია, რომ პანდემიაა და ჩავიკეტეთ, მაგრამ ახლა საქართველო მწვანე ქვეყნების სიაშია, ახლა ხომ აღარ არის კარანტინი და აგვისტოს შუა რიცხვების მერე უკვე 20 დღე გავიდა თითქმის, მაგრამ ამ ავთო თალაკვაძეს ვერაფრით ვუკავშირდები ისევ. ისევ რაღაც მიზეზებით რეკავენ ზემოთ ნახსენები "მესამე" პირები და რაღაც პირდაპირ რეისების აღდგენაზე მელაპარაკებიან... ანუ მართლა ადამიანურად არ მესმის ასეთი ცვლილება, ადამიანი მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება, ბოლომდე გიმკურნალებთო, ყველაფერი გადახდილიაო, ძალიან თავაზიანი და მეგობრული იყო, 2019 წელს და 2020 ში სულ სხვა ინდივიდი "გამოიჩეკა".

- აქამდე თავს იკავდებდი ინტერვიუსგან...

- რა ვიცი, რაზე უნდა მელაპარაკა, რაც არ უნდა მეთქვა, გააპოლიტიზირებდნენ და უბრალოდ გავიმეორებ, აქაც და ყველგან ვამბობ, რომ ქართულ პოლიტიკას სერიოზულად არ ვუყურებ. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ცოტა მაინც გაეგება პოლიტიკის, ალბათ ხვდება, რომ რაც აქ ხდება, აბსურდია.

- ისრაელში თუ ხდება ამ პერიოდში სხვა პაციენტების გადაყვანა?

- დანამდვილებით ვიცი, რომ კვირაში რამდენიმე სპეციალური რეისი ხორციელდება... დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსთვის ამის მოგვარება არ უნდა იყოს რთული.

- გიორგი გახარიასთან დაკავშირების მცდელობა ხომ არ გქონია, რათა გაეგო, რომ 20 ივნისს დაზარალებულს არ მკურნალობენ...

- არა, გიორგი გახარიასთან არაფერზე მაქვს სალაპარაკო. სასაუბრო, მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, თვითონ უნდა ჰქონდეს. შემიძლია გამოვყო რამდენიმე ადამიანი, ისიც მხოლოდ ადამიანური ნიშნით, ვინც გულწრფელად ინტერესდება ჩემი მდგომარეობით. სულ ეგ არის.

ჩემი მოქალაქეობრივი მოთხოვნა და შემდეგ რჩევა იქნება, მოაშორონ ასეთი არაკომპეტენტური კადრები, თუ უნდათ, მართლა როდესმე აშენდეს, ეს ქვეყანა.

ambebi.ge შეეცადა ავთანდილ თალაკვაძეს დაკავშირებოდა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი პრესსამსახურის საშუალებით გაგვეგზავნა კითხვები.

  • რატომ არ პასუხობენ დემეტრე ნაყოფიას ზარებს და როდის გახდება შესაძლებელი მსახიობის ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანა?

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს უზრუნველყოფს. ცენტრი ასევე კოორდინაციას უწევს ქვეყანაში მომხდარ შემთხვევებზე გადაუდებელ რეაგირებას და მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.

ავთანდილ თალაკვაძე, როგორც აღნიშნული ცენტრის დირექტორი, ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, საქართველოში საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება შეიზღუდა, რის გამოც მოქალაქეებს არ შეეძლოთ სახელმწიფო საზღვრის დატოვება. მათ შორის - 20 ივნისს დაშავებულ პირებს, რომლებიც პერიოდულად საზღვარგარეთ მკურნალობდნენ. გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე, სახელმწიფომ უზრუნველყო დაშავებულთაგან 2 პირის გერმანიაში გამგზავრება მკურნალობის გასაგრძელებლად. მათგან ერთი უკვე დაბრუნდა ქვეყანაში, მეორე კი - ამჟამადაც აგრძელებს მკურნალობას. ამავდროულად, ასევე იგეგმება კიდევ 3 მოქალაქის აღნიშნულ ქვეყანაში გამგზავრება.

რაც შეეხება ბატონ დემეტრე ნაყოფიას, სახელმწიფოს მხარდაჭერით მკურნალობის კურსი მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ისრაელში, სადაც ის გლობალური პანდემიით გამოწვეული ვითარების გართულებამდე (რასაც მოჰყვა ფრენების შეზღუდვა), რამდენჯერმე იმყოფებოდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველო-ისრაელის საჰაერო მიმოსვლა კვლავ შეჩერებულია, რის გამოც ბატონ დემეტრეს სახელმწიფომ მკურნალობის გაგრძელება გერმანიაში შესთავაზა. რაც შეეხება პირის ისრაელში მკურნალობის გაგრძელებას, მისი გამგზავრება შესაძლებელი იქნება ფრენების აღდგენისთანავე“.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების დღიდან, დემეტრე ნაყოფიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო უწევს კოორდინირებას პირის სამკურნალო პროცესს და უზრუნველყოფს ყველა ხელმისაწვდომი სერვისის მიწოდებას.

დემეტრე ნაყოფიას მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინიტრო და "ფონდი ქართუ" აფინანსებს. ამ დრომდე, მისი მკურნალობისთვის ჯამში 256 147 ლარი დაიხარჯა“.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პასუხის შემდეგ, კითხვით, თუ რატომ თქვა დემეტრე ნაყოფიამ გერმანიაში მკურნალობის კურსის გაგრძელებაზე უარი, მსახიობს დავუკავშირდით...

დემეტრე ნაყოფია:

- გერმანიაში წასვლა ახლა შემომთავაზეს, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ საჯაროდ ვაპირებდი უკმაყოფილების გამოთქმას, ესეც ავთოს შეცდომათა ჯაჭვის ნაწილია.

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა