საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა
"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, დეა კა­პა­ნა­ძე "კუ­რი­ერს" გარ­დაც­ვლი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რა.

დეა კა­პა­ნა­ძეს პროგ­რა­მის­ტი, რო­მელ­თა­ნაც 5-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და, ახ­სოვს რო­გორც მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და მშრო­მე­ლი, თუმ­ცა დეპ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი.

"გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, დეპ­რე­სი­უ­ლიც. ზოგ­ჯერ ცუ­დად, რომ იყო, სა­კუ­თარ თავს უღებ­და ხოლ­მე ვი­დე­ოს. ბევ­რჯე­რაც უთ­ქვამს, რო­დე­საც ცუ­დად ხარ, გა­და­უ­ღე სა­კუ­თარ თავს ვი­დეო და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უყუ­რე და შენ თვი­თონ დამ­შვიდ­დე­ბი, რა­ღაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი არი­სო", - აღ­ნიშ­ნავს ინ­ტერ­ვი­უ­ში დეა კა­პა­ნა­ძე.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ასე­თი ვი­დეო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა: 2018 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Youtube-ის გვერ­დზე თა­მარ­მა ატ­ვირ­თა ვი­დეო, სა­დაც სა­უბ­რობ­და ნიკა გე­ჯა­ძე­ზე (ავტ. კომ­პა­ნია "ზეგ­ში" თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი), რო­გორც მის ახალ სი­ყავ­რულ­ზე, ეს ვი­დეო ნახა იმ დროს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­მა და ამით ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და.

"ეს ვი­დეო შემ­თხვე­ვით აიტ­ვირ­თა Youtube-ზე. გა­მომ­წე­რად ჰყავ­და მარ­ტო ეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამ ბიჭს მი­უ­ვი­და "ნო­თი­ფი­ქე­ი­შე­ნი", რომ თა­მარ­მა ვი­დეო ატ­ვირ­თა. მერე მი­წე­რა... ეს იყო 2018 წლის პე­რი­ო­დი. თა­ვის უფ­როს­ზე, ნი­კა­ზე სა­უბ­რობ­და ძი­რი­თა­დად. გუ­ლის ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტავ­და, რომ უყ­ვარ­და და ეს ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი იყო", - ამ­ბობს დეა კა­პა­ნა­ძე.

რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში პროგ­რა­მის­ტის მე­გო­ბა­რი სა­უბ­რობს, პი­რა­დი გრძნო­ბე­ბი და საქ­მე, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ა­ში აკე­თებ­და, ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღ­დე­გო­ბა­ში იყო, რის გა­მოც სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლას ფიქ­რობ­და.

"ეს ვი­დეო ნა­ნა­ხი არ მაქვს, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი ვიცი, რა­საც ამ­ბობ­და, ნი­კას თემა იყო. უყ­ვარ­და და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს, რად­გან იყო მისი ჯგუ­ფის უფ­რო­სი", - აღ­ნიშ­ნავს დეა კა­პა­ნა­ძე.

მე­გობ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ხში­რად წერ­და ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სებ­და. დეა კა­პა­ნა­ძის თქმით, ერთ-ერთი ასე­თი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა მშობ­ლე­ბის სა­ხელ­ზეც არ­სე­ბობს და რო­გორც მის­თვის არის ცნო­ბი­ლი, გა­მო­ძე­ბამ ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გარ­დაც­ვლი­ლის მშობ­ლებს უკვე აჩ­ვე­ნა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
190

არ არის გამორიცხული, რომ თვითმკვლელობა იყოს. აფთიაქში ხომ დაადასტურეს, რომ წნევის დამწევი წამლები იყოდა. დეპრესიაზეც არსებობს ექიმის დიაგნოზი, კურსელებიც ახასიათებდნენ, როგორც გულჩათხრობილს, ამასვე ამბობს მეგობარი, იქით კიდევ უპასუხო სიყვარული და...

ტატა
50

ეს ვიდეო იყო ალბათ დედამისი რომ ცუდად გახდა... ოღონდ თავის თავს არ დააბრალონ მშობლებმა და არაფერს დაიჯერებენ. ოჯახური ტრაგედია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა

"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე "კურიერს" გარდაცვლილის პირადი ცხოვრების დეტალებზე ესაუბრა.

დეა კაპანაძეს პროგრამისტი, რომელთანაც 5-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, ახსოვს როგორც მიზანდასახული და მშრომელი, თუმცა დეპრესიული ხასიათის ადამიანი.

"გულჩათხრობილი ადამიანი იყო, დეპრესიულიც. ზოგჯერ ცუდად, რომ იყო, საკუთარ თავს უღებდა ხოლმე ვიდეოს. ბევრჯერაც უთქვამს, როდესაც ცუდად ხარ, გადაუღე საკუთარ თავს ვიდეო და რამდენიმე დღის შემდეგ უყურე და შენ თვითონ დამშვიდდები, რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი არისო", - აღნიშნავს ინტერვიუში დეა კაპანაძე.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო პირადი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: 2018 წელს სოციალურ ქსელ Youtube-ის გვერდზე თამარმა ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე (ავტ. კომპანია "ზეგში" თამარ ბაჩალიაშვილის უფროსი), როგორც მის ახალ სიყავრულზე, ეს ვიდეო ნახა იმ დროს ბაჩალიაშვილის შეყვარებულმა და ამით ეს ურთიერთობა დასრულდა.

"ეს ვიდეო შემთხვევით აიტვირთა Youtube-ზე. გამომწერად ჰყავდა მარტო ეს შეყვარებული. ამ ბიჭს მიუვიდა "ნოთიფიქეიშენი", რომ თამარმა ვიდეო ატვირთა. მერე მიწერა... ეს იყო 2018 წლის პერიოდი. თავის უფროსზე, ნიკაზე საუბრობდა ძირითადად. გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო", - ამბობს დეა კაპანაძე.

როგორც ინტერვიუში პროგრამისტის მეგობარი საუბრობს, პირადი გრძნობები და საქმე, რომელსაც კომპანიაში აკეთებდა, ერთმანეთთან წინააღდეგობაში იყო, რის გამოც სამსახურიდან წასვლას ფიქრობდა.

"ეს ვიდეო ნანახი არ მაქვს, მაგრამ შინაარსი ვიცი, რასაც ამბობდა, ნიკას თემა იყო. უყვარდა და ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს, რადგან იყო მისი ჯგუფის უფროსი", - აღნიშნავს დეა კაპანაძე.

მეგობრის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი ხშირად წერდა ვიდეომიმართვებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ათავსებდა. დეა კაპანაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეომიმართვა მშობლების სახელზეც არსებობს და როგორც მისთვის არის ცნობილი, გამოძებამ ეს ვიდეოჩანაწერი გარდაცვლილის მშობლებს უკვე აჩვენა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"