საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი
"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წოვ­ნე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა, ქსპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებს გას­ცდა და ხევ­ში სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ვი­და.

არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.შ.-ს ად­ვო­კა­ტის, ზაქ­რო გვი­ში­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ჩან­თა­ზე არ სა­უბ­რობ­და, არ სა­უბ­რობ­და მდი­ნა­რე­ზე და არ სა­უბ­რობ­და იმ ხევ­ზე, სა­დაც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩა­ვი­და.

"გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ჩა­ა­ტა­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი გას­ცდა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენტს, თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­ვი­და ხევ­ში და მი­ვი­და ხი­დის ბურჯთან, სა­დაც იპო­ვა ჩან­თა. მოწ­მეს, რომ­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, არ მი­უ­თი­თე­ბია ად­გი­ლი, რომ­ლი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლი იყო ჩან­თა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს არ უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­წყვი­ტა და გას­ცდა იმ ჩვე­ნე­ბას, რომ­ლის შე­მოწ­მე­ბაც ხდე­ბო­და ად­გილ­ზე.

ასე­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა არ გა­და­ა­მოწ­მა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო შე­ნო­ბი­დან ხიდ­ზე პი­როვ­ნე­ბე­ბის და­ნახ­ვა. გან­მარ­ტა, რომ ჩა­ვი­და, თუმ­ცა რა­ტომ ჩა­ვი­და, ვერ გან­მარ­ტა, ის გას­ცდა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებს და ჩა­ა­ტა­რა ამო­ღე­ბა, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მოწ­მეს ეს არ მი­უ­თი­თე­ბია. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ჩან­თა­ზე არ სა­უბ­რობ­და, მდი­ნა­რე­ზე არ სა­უბ­რობ­და და არ სა­უბ­რობ­და იმ ხევ­ზე, სა­დაც ჩა­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სად, გას­ცდა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებს”, - აღ­ნიშ­ნა ზაქ­რო გვი­ში­ან­მა.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის თქმით, ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მო­სა­მარ­თლემ და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ში საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა.

"ეს არის ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცია, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მემ გა­ი­ა­რა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ეტა­პი, რა დრო­საც არ ყო­ფი­ლა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ. მო­სა­მარ­თლემ და­ად­გი­ნა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­თა დარ­ღვე­ვით”, - აღ­ნიშ­ნა ნანა გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი 4 მოწ­მე - აგა­რაკ­ზე მყო­ფი ვანო თე­გა­ძე და 3 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მათ შო­რის 19 ივ­ნისს, შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ოქ­როს მოწ­მის, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ი­კი­თხა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა მოწ­მემ რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მის­ცა და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ იყო დად­გე­ნი­ლი და ისა­უბ­რა ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, ასე­ვე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის შეკ­რე­ბა­ზე, რო­დე­საც ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის დე­ტა­ლებს და მათ შო­რის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებ­საც.

"დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ოთხი მოწ­მე, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მი­ა­წო­დეს სა­სა­მარ­თლოს ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მათ­თვის ცნო­ბი­ლი იყო მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ.

ასე­ვე, და­ი­კი­თხნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ისა­უბ­რეს მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მოწ­მემ, რო­მელ­მაც დღეს სა­სა­მარ­თლოს მის­ცა ჩვე­ნე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ იყო დად­გე­ნი­ლი. მოწ­მე სა­უბ­რობ­და ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, მათ შო­რის არას­რულ­წოვ­ნე­ბის შეკ­რე­ბა­ზე, რო­დე­საც ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის დე­ტა­ლებს და მათ შო­რის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ დე­ტა­ლებს, მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას და უშუ­ა­ლოდ ძა­ლა­დო­ბის დე­ტა­ლებს. მოწ­მის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი იმ შეკ­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ადას­ტუ­რებ­დნენ, მათ მიერ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა ნანა გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

Teo
0

არსად არ წერთ რატომ გახდა ეს ბავშვი ასეთი სისასტიკის მსხვერპლი... რატომ მისდევდნენ, რატომ ამოიჩემეს ???????? დაწერეთ მიზეზი.... თუ ეს უბრალო მიზეზი იყო, ისინი ციხიდან არ უნდა გამოუშვათ!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი

"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების ადვოკატების განცხადებით, გამომძიებელი, რომელმაც გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა, ქსპერიმენტის ფარგლებს გასცდა და ხევში საკუთარი ინიციატივით ჩავიდა.

არასრულწლოვანი ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებაში ჩანთაზე არ საუბრობდა, არ საუბრობდა მდინარეზე და არ საუბრობდა იმ ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა.

,,გამომძიებელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი გასცდა საგამოძიებო ექსპერიმენტს, თავისი ინიციატივით გადავიდა ხევში და მივიდა ხიდის ბურჯთან, სადაც იპოვა ჩანთა. მოწმეს, რომლის ჩვენების საფუძველზეც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ მიუთითებია ადგილი, რომლიდანაც ამოღებული იყო ჩანთა. საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგანაც თავისი ინიციატივით გადაწყვიტა და გასცდა იმ ჩვენებას, რომლის შემოწმებაც ხდებოდა ადგილზე.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებელმა არ გადაამოწმა, რამდენად შესაძლებელი იყო შენობიდან ხიდზე პიროვნებების დანახვა. განმარტა, რომ ჩავიდა, თუმცა რატომ ჩავიდა, ვერ განმარტა, ის გასცდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს და ჩაატარა ამოღება, იმ ფონზე, როდესაც მოწმეს ეს არ მიუთითებია. ამირხანაშვილი ჩანთაზე არ საუბრობდა, მდინარეზე არ საუბრობდა და არ საუბრობდა იმ ხევზე, სადაც ჩავიდა გამომძიებელი შესაბამისად, გასცდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს”, - აღნიშნა ზაქრო გვიშიანმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, ადვოკატების განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნული მტკიცებულებაში საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა არ ყოფილა.

,,ეს არის ადვოკატების ინტერპრეტაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულმა სისხლის სამართლის საქმემ გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი, რა დროსაც არ ყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ. მოსამართლემ დაადგინა, რომ მტკიცებულება არ ყოფილა საპროცესო კანონმდებლობათა დარღვევით”, - აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე - აგარაკზე მყოფი ვანო თეგაძე და 3 გამომძიებელი, მათ შორის 19 ივნისს, შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გამომძიებელი დაიკითხა.

აღნიშნული საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოწმემ რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების მიერ იყო დადგენილი და ისაუბრა ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების, ასევე არასრულწლოვნების შეკრებაზე, როდესაც ისინი განიხილავდნენ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს და მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებსაც.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ოთხი მოწმე, აღნიშნულმა პირებმა მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

ასევე, დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

მოწმემ, რომელმაც დღეს სასამართლოს მისცა ჩვენება დაადასტურა, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების მიერ იყო დადგენილი. მოწმე საუბრობდა ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების, მათ შორის არასრულწოვნების შეკრებაზე, როდესაც ისინი განიხილავდნენ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ დეტალებს, მის გაუჩინარებას და უშუალოდ ძალადობის დეტალებს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირები იმ შეკრებაზე საუბრისას ადასტურებდნენ, მათ მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას”, - აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.

"არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეოდღიურები... ერთგან ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, დედ-მამა რომ არ ეცოდებოდეს" - ადვოკატი

"საინტერესოა, მწყემსებმა, რომ დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე?" - ადვოკატი

"არჩილს არავისთვის შეუგინებია, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია... არც ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია" - ბრალდებული გაგნიძის და