ავტორი:

"კიბერშეტევა რუსეთის მხრიდანაა, აბა, ბურკინა ფასოდან ხომ არ იქნებოდა?!" - რას ამბობს პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე?

"კიბერშეტევა რუსეთის მხრიდანაა, აბა, ბურკინა ფასოდან ხომ არ იქნებოდა?!" - რას ამბობს პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაიცით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული:

"კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით". იხილეთ სრულად

ambebi.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს ესაუბრა.

"წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდათ და რა წაიღეს. რამდენი წელია ასე გრძელდება, ახალი ხომ არაფერია? კიბერშეტევა რუსეთის მხრიდანაა, აბა, ბურკინა ფასო ხომ არ იქნებოდა დაინტერესებული. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული აქტი. რა საიდუმლო უნდა ენახათ? ფეიკებს ანთავსებენ, ვითომ დამაჯერებლობა რომ შესძინონ და რა, ახალი ამბავია? სულ ასე არ იქცევიან? ჩვენ მიჩვეულები ვართ ყველანაირ შეტევას - პროპაგანდისტულს, კიბერს და ა.შ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, ტყუილად გაისარჯნენ”.