საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები კახა კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს" მსხვერპლი გახდა
საინტერესო ფაქტები კახა კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს" მსხვერპლი გახდა

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის ექიმ სი­დედრს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძე გარ­და იმი­სა, რომ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, სა­ინ­ტე­რე­სო ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­ზეც ჟურ­ნალ "გზა­შიც" ისა­უბ­რა.

ექი­მის მამა და­ვით ჭუმ­ბუ­რი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფონ­დის "ოქ­როს ფონ­დის" და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლდათ და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ის გახ­ლდათ გვა­რე­ბის შეკ­რე­ბის იდე­ის ავ­ტო­რიც. 90-იან წლებ­ში და­ვით ჭუმ­ბუ­რი­ძე "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლე­ბის საძ­მოს“ მსხვერ­პლი გახ­და. მა­მა­კა­ცი და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას მოკ­ლეს.

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის დედა კახ­თა­ბა­ში­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი 90-იან წლებ­ში წი­თელ ჯვარ­ში მუ­შა­ობ­და, ის სა­მა­ჩაბ­ლო­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლიც იყო.

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის მე­უღ­ლე ბად­რი არე­ში­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა კახი კა­ლა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სი­ძის თხოვ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს ჩა­მო­შორ­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ანუ­კი არე­ში­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლებს წე­რი­ლი მი­უ­ძღვნა:

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვის აქვთ იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რო­მელ­საც ის­მე­ნენ, ყვე­ლა თე­მა­ზე რომ შე­მიძ­ლია სა­ა­თო­ბით ვე­სა­უბ­რო, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდუ­ლე­ბი არი­ან. არ იღ­ლე­ბი­ან მე­ლა­პა­რა­კონ კარ­გზე და დღეს თუ 1% მა­ინც რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ამ ორი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თია ჩემ­თვის მათი სიყ­ვა­რუ­ლი..."

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის მე­უღ­ლე, ვა­ჟე­ბი: გი­ორ­გი, რატი და რძა­ლი

"ანუ­კის სა­ოც­რად ანე­ბივ­რებ­და მა­მა­მი­სი, ბი­ჭე­ბის დაც­ვა ბად­რის­გან მე მიხ­დე­ბო­და, ხოლო ანუ­კის ჩემ­გან მა­მა­მი­სი იცავ­და. უზო­მოდ ონა­ვა­რი და ცელ­ქი იყო, მო­უს­ვე­ნა­რი, თან ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი... ლაღი და ხა­ლა­სი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და. მე­ო­თხე ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და და მე და ბად­რიმ ანუ­კი პა­ტა­რას­თან ერ­თად და­ვი­ნა­ხეთ, ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ და ვუ­თხა­რით, - რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ წლე­ბის შემ­დეგ ის პა­ტა­რა გო­გო­ნა 4 ვაჟ­კა­ცის დედა იქ­ნე­ბო­დაო..." - იხ­სე­ნებს ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძე ანუ­კის და­ბა­დე­ბას ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

23 აპ­რილს პან­დე­მი­ის დროს თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში სტუმ­რო­ბი­სას პი­რა­დად გა­და­უ­ხა­და ექიმ ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძეს მად­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის­თვის.

"აქ მე­ნე­ჯმენ­ტი არის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, არის ბევ­რი ინო­ვა­ცია. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე, პირ­ვე­ლად ვნა­ხე სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ჩვენს კლი­ნი­კა­შიც კი არ გვაქვს. რო­გორც კი ჩა­ვალ თბი­ლის­ში. გა­მო­ვალ ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ ყვე­ლა კო­ვი­დის კლი­ნი­კამ ეს გა­ა­კე­თოს. აი, ამ ჰოს­პი­ტალ­ში შექ­მნი­ლია, რო­გორც მი­თხრეს, ქალ­ბა­ტონ ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, კო­მორ­ბი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვის ჯგუ­ფი, ანუ კო­ვი­დის თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო კუ­რი­რებს და თე­რა­პი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ინო­ვა­ცია…“ - აღ­ნიშ­ნა მა­შინ ცერ­ცვა­ძემ.

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძეს სამი შვი­ლი ჰყავს - რატი, გი­ორ­გი და ანუ­კი. რა­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, გი­ორ­გი წლე­ბის წინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“" ახალ­გაზ­რდულ ფრთას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და შემ­დგომ თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. მას შემ­დეგ, რაც მე­რი­ი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე­დი­ა­ტორ­მა" არე­ში­ძე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის გაფ­ლან­გვა­სა და მით­ვი­სე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, იმ­ჟა­მად ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ ცო­ლისძმას თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალიჭუმბურიძე
1

სიკეთე, სიხარული და უფლის წყალობა მინდა გისურვოთ ქალბატონო ნინო. მეამაყებით რომ ღირსეული გვარის წარმომადგენელი ხართ.

ელგუჯა
46

მე ვიყავი ერთ დროს ამ ქალბატონის პაციენტი. ქალბატონი ნინო არის უაღრესად მაღალი კვლიფიკაციის ექიმი, ძალიან გულისხმიერი და ისეთი მკურნალი აურა აქვს, მისი კაბინეტიდან გამოსული უკვე გამოჯანმრთელების გზაზე დგეხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საინტერესო ფაქტები კახა კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს" მსხვერპლი გახდა

საინტერესო ფაქტები კახა კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს" მსხვერპლი გახდა

თბილისის მერის კახა კალაძის ექიმ სიდედრს სამედიცინო სფეროში კარგად იცნობენ. ნინო ჭუმბურიძე გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ენდოკრინოლოგია, საინტერესო ოჯახური ისტორია აქვს, რომელზეც ჟურნალ "გზაშიც" ისაუბრა.

ექიმის მამა დავით ჭუმბურიძე პირველი ქართული ფონდის "ოქროს ფონდის" დამაარსებელი გახლდათ და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. სწორედ ის გახლდათ გვარების შეკრების იდეის ავტორიც. 90-იან წლებში დავით ჭუმბურიძე "კულინარიელების საძმოს“ მსხვერპლი გახდა. მამაკაცი დაყაჩაღებისას მოკლეს.

ნინო ჭუმბურიძის დედა კახთაბაშიძეების შთამომავალი გახლდათ. პროფესიით ექიმი ცნობილი ოჯახის შვილი 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა, ის სამაჩაბლოში ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელიც იყო.

ნინო ჭუმბურიძის მეუღლე ბადრი არეშიძე წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, თუმცა კახი კალაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სიძის თხოვნით, სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორდა.

რამდენიმე წლის წინ ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში მშობლებს წერილი მიუძღვნა:

"ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ იმ კითხვებზე პასუხი, რომელსაც ისმენენ, ყველა თემაზე რომ შემიძლია საათობით ვესაუბრო, ყველაზე ახალგაზრდულები არიან. არ იღლებიან მელაპარაკონ კარგზე და დღეს თუ 1% მაინც რამეს წარმოვადგენ, ამ ორი ადამიანის დამსახურებაა. მაგალითია ჩემთვის მათი სიყვარული..."

ნინო ჭუმბურიძის მეუღლე, ვაჟები: გიორგი, რატი და რძალი

"ანუკის საოცრად ანებივრებდა მამამისი, ბიჭების დაცვა ბადრისგან მე მიხდებოდა, ხოლო ანუკის ჩემგან მამამისი იცავდა. უზომოდ ონავარი და ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი... ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, - როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო..." - იხსენებს ნინო ჭუმბურიძე ანუკის დაბადებას ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

23 აპრილს პანდემიის დროს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობისას პირადად გადაუხადა ექიმ ნინო ჭუმბურიძეს მადლობა კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

"აქ მენეჯმენტი არის უმაღლეს დონეზე, არის ბევრი ინოვაცია. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, პირველად ვნახე საქართველოში ასეთი ინოვაციური მიდგომა, რომელიც ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს. როგორც კი ჩავალ თბილისში. გამოვალ ინიციატივით, რომ ყველა კოვიდის კლინიკამ ეს გააკეთოს. აი, ამ ჰოსპიტალში შექმნილია, როგორც მითხრეს, ქალბატონ ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი, ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების. ქალბატონი ნინო კურირებს და თერაპიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. ეს ძალიან სერიოზული ინოვაცია…“ - აღნიშნა მაშინ ცერცვაძემ.

ნინო ჭუმბურიძეს სამი შვილი ჰყავს - რატი, გიორგი და ანუკი. რატის საზოგადოება ნაკლებად იცნობს, გიორგი წლების წინ "ქართული ოცნების“" ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა და შემდგომ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მას შემდეგ, რაც მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა" არეშიძე დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში დაადანაშაულა, იმჟამად ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ცოლისძმას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.