სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე
კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში, მათ შო­რის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­როს ინ­ფორ­მა­ი­ცით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც გან­ცახ­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი:

"კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი, ავ­თენ­თი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი ამ­ჟა­მად ატ­ვირ­თუ­ლია ერთ-ერთ უცხო­ურ ვებ-გვერ­დზე და მა­სობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ამას­თან ერ­თად, აღ­ნიშ­ნულ ვებ-გვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლია აშ­კა­რად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ზრახ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბის, მათ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა და უნ­დობ­ლო­ბის და­ნერგვის მიზ­ნით.

ამ ეტა­პის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ.სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, ამ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის სწრაფ და ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით. სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იმ დო­ზით და პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, რაც ხელს არ შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. იხი­ლეთ სრუ­ლად

ედიკა
1

აი რატომ უნდა ყოფილიყო ლუგარის ლაბორატორია უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარების ქვეშ,,,,, წადით ეხლა და ჯორბენაძეს მოკითხეთ, ჯანდაცვის ქვეშ რომ მოაქცია თავისი სარგებლის მიღების მიზნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაიცით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც განცახდებაშია აღნიშნული:

"კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იხილეთ სრულად

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება

"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?