მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?
მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

რუ­სულ გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში" («КоммерсантЪ») გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "მოს­კო­ვი და მინ­სკი ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან - რას მოს­თხოვს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ?“ (ავ­ტო­რი - ანა ნი­კი­ტი­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი).

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

"მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნი მინ­სკში ჩა­დის, ოთხ სექ­ტემ­ბერს კი მოს­კოვს ბე­ლა­რუ­სის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეწ­ვე­ვა. შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთს პრე­ზი­დენ­ტე­ბი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო შეხ­ვდე­ბი­ან.

იბა­დე­ბა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი კი­თხვე­ბი: რა ამო­ცა­ნა დგას პრე­ზი­დენ­ტე­ბის წი­ნა­შე? რას მოს­თხოვს რუ­სე­თი ბე­ლა­რუსს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ?

მოს­კოვ­ში არ­სე­ბუ­ლი აშშ-ის კარ­ნე­გის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მაქ­სიმ სა­მო­რუ­კო­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სად­მი სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იქ­ნე­ბა:

"ჩვენ ახლა ვმსჯე­ლობთ და ვმკი­თხა­ობთ იმა­ზე, თუ რას მოს­თხოვს ან სთხოვს კრემ­ლი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს. მას, თა­ვის მხრივ შე­უძ­ლია რუ­სეთს შეს­თა­ვა­ზოს რო­გორც "მო­ზი­რის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის" პრი­ვა­ტი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე სხვა სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­ში. თუ მოს­კო­ვი მინ­სკზე ხისტ ზე­წო­ლას მო­ახ­დენს, შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო და­თან­ხმდე­ბა რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რომ­ლებ­საც დღემ­დე არ გა­მო­უ­ხა­ტავთ თა­ვი­ან­თი აზრი ბე­ლა­რუს­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. თუ ვი­ლა­პა­რა­კებთ მინ­სკსა და მოს­კოვს შო­რის ე.წ. ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა გვქონ­დეს, რომ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო გა­მოც­დი­ლი და ეშ­მა­კი მო­თა­მა­შეა, იგი იტყვის, რომ ინ­ტეგ­რა­ცია სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფე­რენ­დუ­მის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბაო, რა­საც, ალ­ბათ, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ან ორი წელი და­ჭირ­დე­ბა - იგი დროს გა­იყ­ვანს და შემ­დეგ თა­ვი­სე­ბუ­რად და­ი­წყებს მის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბას... რაც არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა". წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
2

რა სისულელეა, ლუკაშენკო ჭკვიანი პოლიტიკოსია და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით დამატებით პრობლემებს არ შეიქმნის. რისეთს კი იმდენად სჭირდება ბელორუსიასთან არსებული ურთიერთობის შენარჩუნება, რომ ყველა შემთხვევაში დაეხმარება.

გელა
17

აღიარებს თუ არა ბელორუსი ამით ჩვენთვის ან ვინმესთვის რა შეიცვლება?

მაგარი ანალიტიკოსები გვყავს. 

ავტორი:

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

რუსულ გაზეთ "კომერსანტში" («КоммерсантЪ») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან - რას მოსთხოვს ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს დახმარების სანაცვლოდ?“ (ავტორი - ანა ნიკიტინა, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მინსკში ჩადის, ოთხ სექტემბერს კი მოსკოვს ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. შემდეგ კი ერთმანეთს პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდებიან.

იბადება სრულიად ბუნებრივი კითხვები: რა ამოცანა დგას პრეზიდენტების წინაშე? რას მოსთხოვს რუსეთი ბელარუსს გაწეული დახმარების სანაცვლოდ?

მოსკოვში არსებული აშშ-ის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი მაქსიმ სამორუკოვი დარწმუნებულია, რომ შეხვედრის მთავარი ამოცანა ბელარუსში მიმდინარე პროცესებისადმი საერთო პოზიციის ჩამოყალიბება იქნება:

"ჩვენ ახლა ვმსჯელობთ და ვმკითხაობთ იმაზე, თუ რას მოსთხოვს ან სთხოვს კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს. მას, თავის მხრივ შეუძლია რუსეთს შესთავაზოს როგორც "მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის" პრივატიზებაში მონაწილეობა, ასევე სხვა სახელმწიფო აქტივების აქციების შესყიდვაში. თუ მოსკოვი მინსკზე ხისტ ზეწოლას მოახდენს, შემიძლია ვივარაუდო, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო დათანხმდება რუსეთის პოზიციის აღიარებაზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ, რომლებსაც დღემდე არ გამოუხატავთ თავიანთი აზრი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ. თუ ვილაპარაკებთ მინსკსა და მოსკოვს შორის ე.წ. ინტეგრაციული პროცესების შესახებ, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცდილი და ეშმაკი მოთამაშეა, იგი იტყვის, რომ ინტეგრაცია საკონსტიტუციო რეფერენდუმის მეშვეობით განხორციელდებაო, რასაც, ალბათ, წელიწადნახევარი ან ორი წელი დაჭირდება - იგი დროს გაიყვანს და შემდეგ თავისებურად დაიწყებს მის ინტერპრეტირებას... რაც არაერთხელ მომხდარა". წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"ოპოზიციამ თვითონ არ იცის რა უნდა, თავგზააბნეული ხალხია" - ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გის ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილიზე