საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რის, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ცო­ლის ძმაა, სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, იო­სებ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ 28 ივ­ლისს შე­უც­ვა­ლა.

აბ­რა­ლა­ვას­თან ერ­თად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ და­ტო­ვა აბ­რა­ლა­ვას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ­მა ნუგ­ზარ თა­ლაკ­ვა­ძე­მაც.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი გრძელ­დე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ცნო­ბის­თვის, გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებ­მა დევ­ნის შე­დე­გად ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს, რო­მელ­შიც აბ­რა­ლა­ვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ­მა პი­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის­თვის ხე­ლის შეშ­ლი­სა და პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლი­სა და შე­წყვე­ტის მიზ­ნით ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს.

nino
0

სწორი გადაწყვეტილებაა, ესეთი გარეთ უნდა იყოს, ხშირად დააშავებს და ბიუჯეტს შეავსებს .... ციხეში კიდევ სახელმწიფომ უნდა არჩინოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ აბრალავა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 28 ივლისს შეუცვალა.

აბრალავასთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა აბრალავასთან ერთად დაკავებულმა ნუგზარ თალაკვაძემაც.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება, ბრალდებულები წინასასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუმძიმდა

"ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი

"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი