Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე
ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით, "ნო­ვი­ჩო­კით“ მო­წამ­ლეს. რო­გორც BBC წერს, სამ­ხედ­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა "ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“ - ნა­ვალ­ნი "ნო­ვი­ჩო­კის“ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტე­ბის ჯგუ­ფის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­თაა მო­წამ­ლუ­ლი.

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ქი­მი­უ­რი ნერ­ვუ­ლი აგენ­ტის მსხვერ­პლი გახ­და რუ­სეთ­ში“, - ნათ­ქვა­მია გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რა და­ე­მარ­თა ნა­ვალ­ნის?

ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც ტომ­სკი­დან მოს­კოვ­ში მიფ­რი­ნავ­და, თვითმფრი­ნავ­ში თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო, რის გა­მოც, მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ ომ­სკში ავა­რი­უ­ლად დამ­ჯდა­რი­ყო.

ნა­ვალ­ნის­თან ერ­თად მყოფ­მა პი­რებ­მა კი ჩათ­ვა­ლეს, რომ პო­ლი­ტი­კო­სი ტომ­სკის აე­რო­პორ­ტში ჩაის და­ლე­ვის შემ­დეგ მო­ი­წამ­ლა.

ფრე­ნი­სას ნა­ვალ­ნის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მისი პრესს­პი­კე­რი კირა იარ­მი­შაც, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებს, რომ ფრე­ნამ­დე ალექ­სე­ის არა­ფე­რი უჭა­მია და არც და­უ­ლე­ვია გარ­და ჩა­ი­სა, რო­მე­ლიც მან ტომ­სკის აე­რო­პორ­ტის კა­ფე­ში მი­ირ­თვა.

ამა­ვე თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რი ლია აგე­ე­ვა ამ­ბობს, რომ მან ნა­ვალ­ნი აე­რო­პორ­ტში და­ი­ნა­ხა და იხ­სე­ნებს, რომ ფრე­ნის და­წყე­ბამ­დე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 40-60 წუ­თით ადრე და­ლია ჩაი.

"ის ჩას­ხდო­მის­თვის რიგ­ში და შე­მოწ­მე­ბა­ზე დიდ­ხანს იდგა, ხუმ­რობ­და, ფო­ტო­ებს იღებ­და იმ მგზავ­რებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც იც­ნეს. თავი ცუ­დად თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე იგ­რძნო“, - ამ­ბობს აგე­ე­ვა.

ნა­ვალ­ნი ფრე­ნამ­დე აე­რო­პორ­ტში ფო­ტო­ებს იღებ­და

BBC წერს, რომ ფრე­ნი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ნა­ვალ­ნიმ თავი ცუ­დად იგ­რძნო და თვითმფრი­ნა­ვის სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვი­და, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი გა­ა­ტა­რა, სა­დაც ის ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა შე­უძ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნა­ხეს.

  • უც­ნო­ბი მედ­და

რო­დე­საც ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თვითმფრი­ნა­ვის ერთ-ერთი მგზავ­რი (ნა­ვალ­ნი) ცუ­დად გახ­და, მიკრო­ფონ­ში იკი­თხეს, იყო თუ არა მგზავ­რებს შო­რის ვინ­მე ექი­მი, ან მედ­და.

პო­ლი­ტი­კო­სის პრესს­პი­კე­რი იხ­სე­ნებს, რომ ამ კი­თხვას თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა, თუმ­ცა ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა თვითმფრი­ნა­ვის რი­გებ­ში ჩა­მო­ი­ა­რეს და ყვე­ლას ჰკი­თხეს, იყო თუ არა მათ შო­რის ექი­მი.

BBC წერს, რომ თვითმფრი­ნა­ვის მე­სა­მე რიგ­ში მედ­და აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის სა­ხელ­საც სა­ჯა­როდ არა­ვინ ამ­ბობს და მისი ვი­ნა­ო­ბა მე­დი­ის­თვის ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ნა­ვალ­ნის პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და დღეს უკვე სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ თუ ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ტი­კო­სი ცო­ცხა­ლია, სწო­რედ ამ მედ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

თვითმფრი­ნა­ვის ერთ-ერთი მგზავ­რი ყვე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კო­სი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის­გან ყვი­რო­და და იკ­ლაკ­ნე­ბო­და.

პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვის ავა­რი­უ­ლად დაშ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და უკვე კო­მა­ში მყო­ფი ნა­ვალ­ნი ომ­სკის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ნამ ნა­ვალ­ნის გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვან­დნენ, მა­ნამ­დე ომ­სკის კლი­ნი­კის ექი­მე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ მათ ნა­ვალ­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს და მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ბერ­ლინ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით გა­და­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო კაფ­სუ­ლა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კო­მა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

  • რა არის "ნო­ვი­ჩო­კი"?

რო­გორც BBC წერს, "ნო­ვი­ჩო­კი“ ე.წ. ნერ­ვუ­ლი აგენ­ტე­ბის ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1970, 1980 წლებ­ში ქმნიდ­ნენ.

"ნო­ვი­ჩოკს" აქვს ისე­თი­ვე ეფექ­ტი, რო­გორც სხვა "ნერ­ვულ აგენ­ტებს“. ის მოქ­მე­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და სხე­უ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბის კოლ­ფასს იწ­ვევს.

"ნო­ვი­ჩო­კი“ არ­სე­ბობს სი­თხის ფორ­მით, მაგ­რამ ასე­ვე მყა­რი სა­ხი­თაც, რომ­ლის დაფშვნაც ულტრა ფხვი­ერ ფხვნი­ლად შე­იძ­ლე­ბა."ნო­ვი­ჩო­კი“ სხვა ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო მომ­წამ­ვლე­ლია. მისი ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბა მოქ­მე­დე­ბას მა­შინ­ვე იწყებს, ზოგი კი, მი­ღე­ბი­დან 30 წუ­თის შემ­დეგ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე იური შვიტ­კი­ნი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი "ნო­ვი­ჩო­კის“ ჯგუ­ფის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბით და მსგავ­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბობს. ამის შე­სა­ხებ რუს­მა დე­პუ­ტატ­მა სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტის“ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გო­რია ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად?

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლა­ვაც მძი­მედ ფას­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კის, Charite-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბი დაბ­ლა იწევს, ის მი­ერ­თე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე. მძი­მე მო­წამ­ვლის ხან­გრძლი­ვი შე­დე­გე­ბის გა­მო­რი­ცხვა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია“ , - ნათ­ქვა­მია კლი­ნი­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
76

დაგიძველდათ მეთოდები, თვითონ მოწამლეს და პუწინას ტენიან. პუწინას კიდე ეგენი უკვე ფეხებზე კიდია.

კახაბერი
10

ვინც ეს ქართველთმოძულე ნაძირალა შეიცოდოს , უკან მიეწიოს ამას!

ავტორი:

ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერებით, "ნოვიჩოკით“ მოწამლეს. როგორც BBC წერს, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ - ნავალნი "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფის ქიმიური ნივთიერებითაა მოწამლული.

"შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

  • რა დაემართა ნავალნის?

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც, მისმა თანმხლებმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში ავარიულად დამჯდარიყო.

ნავალნისთან ერთად მყოფმა პირებმა კი ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსი ტომსკის აეროპორტში ჩაის დალევის შემდეგ მოიწამლა.

ფრენისას ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი პრესსპიკერი კირა იარმიშაც, რომელიც იხსენებს, რომ ფრენამდე ალექსეის არაფერი უჭამია და არც დაულევია გარდა ჩაისა, რომელიც მან ტომსკის აეროპორტის კაფეში მიირთვა.

ამავე თვითმფრინავის მგზავრი ლია აგეევა ამბობს, რომ მან ნავალნი აეროპორტში დაინახა და იხსენებს, რომ ფრენის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დაახლოებით, 40-60 წუთით ადრე დალია ჩაი.

"ის ჩასხდომისთვის რიგში და შემოწმებაზე დიდხანს იდგა, ხუმრობდა, ფოტოებს იღებდა იმ მგზავრებთან ერთად, რომლებმაც იცნეს. თავი ცუდად თვითმფრინავის ბორტზე იგრძნო“, - ამბობს აგეევა.

ნავალნი ფრენამდე აეროპორტში ფოტოებს იღებდა

BBC წერს, რომ ფრენიდან ნახევარ საათში ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და თვითმფრინავის საპირფარეშოში შევიდა, სადაც დაახლოებით 20 წუთი გაატარა, სადაც ის ბორტგამცილებლებმა შეუძლო მდგომარეობაში ნახეს.

  • უცნობი მედდა

როდესაც ბორტგამცილებლებმა აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი (ნავალნი) ცუდად გახდა, მიკროფონში იკითხეს, იყო თუ არა მგზავრებს შორის ვინმე ექიმი, ან მედდა.

პოლიტიკოსის პრესსპიკერი იხსენებს, რომ ამ კითხვას თავდაპირველად არავინ გამოეხმაურა, თუმცა ბორტგამცილებლებმა თვითმფრინავის რიგებში ჩამოიარეს და ყველას ჰკითხეს, იყო თუ არა მათ შორის ექიმი.

BBC წერს, რომ თვითმფრინავის მესამე რიგში მედდა აღმოჩნდა, რომლის სახელსაც საჯაროდ არავინ ამბობს და მისი ვინაობა მედიისთვის ამ დრომდე უცნობია. ის იყო ადამიანი, რომელმაც ნავალნის პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ ამ დროისთვის პოლიტიკოსი ცოცხალია, სწორედ ამ მედდის დამსახურებაა.

თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი ყვება, რომ პოლიტიკოსი გაუსაძლისი ტკივილისგან ყვიროდა და იკლაკნებოდა.

პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და უკვე კომაში მყოფი ნავალნი ომსკის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სამი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანამ ნავალნის გერმანიაში გადაიყვანდნენ, მანამდე ომსკის კლინიკის ექიმები აცხადებდნენ, რომ მათ ნავალნის გადარჩენა შეძლეს და მდგომარეობა დასტაბილურდა.

ალექსეი ნავალნი ბერლინში სპეციალური რეისით გადაიყვანეს. პაციენტი სამედიცინო კაფსულაში იყო მოთავსებული, რომელიც კომაში მყოფი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

  • რა არის "ნოვიჩოკი"?

როგორც BBC წერს, "ნოვიჩოკი“ ე.წ. ნერვული აგენტების ჯგუფში შემავალი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც საბჭოთა კავშირში 1970, 1980 წლებში ქმნიდნენ.

"ნოვიჩოკს" აქვს ისეთივე ეფექტი, როგორც სხვა "ნერვულ აგენტებს“. ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სხეულის ფუნქციების კოლფასს იწვევს.

"ნოვიჩოკი“ არსებობს სითხის ფორმით, მაგრამ ასევე მყარი სახითაც, რომლის დაფშვნაც ულტრა ფხვიერ ფხვნილად შეიძლება."ნოვიჩოკი“ სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან შედარებით გაცილებით უფრო მომწამვლელია. მისი ზოგიერთი სახეობა მოქმედებას მაშინვე იწყებს, ზოგი კი, მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული "ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო "რია ნოვოსტის“ განუცხადა.

  • როგორია ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმედ ფასდება. ამის შესახებ საუბარია ბერლინის კლინიკის, Charite-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლის სიმპტომები დაბლა იწევს, ის მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. მძიმე მოწამვლის ხანგრძლივი შედეგების გამორიცხვა კვლავინდებურად შეუძლებელია“ , - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

"გუშინ, შევძელი მთელი დღე დამოუკიდებლად მესუნთქა" - "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა ნავალნის პირველი ფოტო მისი ავადმყოფობის შემდეგ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ