ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი, რუსთავში იქნა მოკვლეული და ყველა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ექიმი, რომელსაც ჩაქვში კონფერენციაზე ყოფნის პერიოდში ტემპერატურა აღენიშნებოდა და ,,პისიარ“ ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში, კლინიკა ,,ავერსშიც“ მუშაობს.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცახდებენ, რომ ინფიცირებული ექიმის ყველა კონტაქტი რუსთავში უკვე მოკვლეულია და იზოლაციაში იმყოფება.