მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ
მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

ვე­შა­პი შარ­ლო­ტა, სპი­ლო სპი­რი­დო­ნი, ლომი რუ­დოლ­ფი და დი­ნო­ზავ­რი დინო - ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი მალე მათ შე­იყ­ვა­რე­ბენ და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან. ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი „შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ისა“ და ქარ­თუ­ლი სა­კან­ცე­ლა­რიო ბრენ­დის „Ponto“-ს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია. წიგ­ნი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ორ ზღა­პარს 4 მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­ზე, მალე გა­მოჩ­ნდე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად თა­ვად პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ელა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით წიგ­ნის „შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბი“ და მისი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ.

ეს არის წიგ­ნი მე­გობ­რო­ბა­ზე. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ვე­შა­პი შარ­ლო­ტაა, სპი­ლო სპი­რი­დო­ნის, ლომი რუ­დოლ­ფი­სა და დი­ნო­ზავრ დი­ნოს გარ­და, ზღა­პარ­ში ასე­ვე შეხ­ვდე­ბით სხვა სა­ინ­ტე­რე­სო და ბავ­შვის­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ პერ­სო­ნა­ჟებს. მინ­და გი­თხრათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ზღაპ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა მო­ზარ­დე­ბის­თვი­საც. ზღაპ­რებ­ში ასე­ვე შეხ­ვდე­ბით ლექ­სე­ბად თქმულ პერ­სო­ნა­ჟე­ბის სათ­ქმელს.

„შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბი“ არის პა­ტა­რებ­ზე, რომ­ლებ­საც უყ­ვართ ოც­ნე­ბა და სჯე­რათ მისი ახ­დე­ნის. ასე­ვე, შეხ­ვდე­ბით სი­უ­ჟეტს ნამ­დვილ მე­გობ­რო­ბა­ზე და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტო­რიც, რომ ამ პე­რო­ნა­ჟებს ბავ­შვე­ბი „Ponto“-ს სა­კან­ცე­ლა­რიო პრო­დუქ­ცი­ი­დან უკვე იც­ნო­ბენ. ისი­ნი შე­იქ­მნა 2019 წელს სა­ლო­მე ხო­ტი­ვა­რის მიერ.

რას ისა­ხავს მიზ­ნად პრო­ექ­ტი „შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბი“?

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ბავ­შვე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ბევ­რი ზღაპ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი არ­სე­ბობს, ჩვენც ვი­ფიქ­რეთ, რა­ტო­მაც არ უნდა გვყო­ლო­და ქარ­თვე­ლი ზღაპ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს და­იმ­სა­ხუ­რებ­დნენ, მათ­თან და­მე­გობ­რდე­ბოდ­ნენ და მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, თუ რო­გო­რი სა­ხა­ლი­სოა ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა. იმე­დი მაქვს, ნამ­დვი­ლად შეძ­ლე­ბენ ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი შარ­ლო­ტას­თან, რუ­დოლფ­თან, სპი­რი­დონ­თან და დი­ნოს­თან და­მე­გობ­რე­ბას.

ვფიქ­რობთ, რომ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი სა­კუ­თარ თავს მე­ტად გა­ა­ი­გი­ვებს ქარ­თველ პერ­სო­ნა­ჟებ­თან და მე­ტად საყ­ვა­რე­ლი გახ­დე­ბა მის­თვის.

ვინ არი­ან ზღაპ­რე­ბი­სა და ანი­მა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი?

აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-სა“ და სა­ბავ­შვო ავ­ტორ ვასო გუ­ლე­ურ­თან ერ­თად. სწო­რედ მან შექ­მნა „შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბის“ ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი. გვჯე­რო­და, რომ ვა­სოს ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ეძ­ლო პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ე­ცო­ცხლე­ბი­ნა პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბის­თვის და მათ შეჰ­ყვა­რე­ბო­დათ კი­დე­ვაც. ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რი კი სა­ლო­მე ხო­ტი­ვა­რია.

რო­მე­ლი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის­თვი­საა გათ­ვლი­ლი წიგ­ნი?

"შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბი’’ გათ­ვლი­ლია 3 წლი­დან 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის. თუმ­ცა პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც ზღაპ­რე­ბი წა­ვი­კი­თხეთ, ვა­ღი­ა­რეთ რომ ის ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იყო. მკი­თხველს ყო­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტის მერე აუ­ცი­ლებ­ლად გა­უჩ­ნდე­ბა ინ­ტე­რე­სი, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ან დას­რულ­დე­ბა ეს ის­ტო­რია.

რა გა­მო­არ­ჩევს წიგნს სხვა სა­ბავ­შვო გა­მო­ცე­მე­ბის­გან?

"შარ­ლო­ტა და მისი მე­გობ­რე­ბი’’ გა­მორ­ჩე­უ­ლია სხვა ზღაპ­რე­ბის­გან იმით, რომ წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით. წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი შეგ­ხვდე­ბათ თქვენ­თვის საყ­ვა­რელ სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებ­ზეც. ასე­ვე, წიგნ­ში ზღაპ­რებ­თან ერ­თად არის ლექ­სე­ბი, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის კი­თხვის პრო­ცესს.

ბავ­შვებ­ში რა თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უ­წყობს ხელს ეს წიგ­ნი?

წიგ­ნი პა­ტა­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, რომ კარ­გად გა­ი­თა­ვი­სონ მე­გობ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი კი არის ის, რომ არ შე­წყვი­ტონ ოც­ნე­ბა, არ და­ნებ­დნენ არას­დროს და ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თონ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბის ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი, რად­გან მა­თაც ისე­თი­ვე ოც­ნე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ, რო­გორც ყვე­ლა პა­ტა­რას. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩენს ამ ზღაპ­რებ­ში სა­კუ­თარ თავს, რად­გან ჩვე­ნი გმი­რე­ბი არი­ან მათ­სა­ვით მე­ოც­ნე­ბე, ონა­ვა­რი, გუ­ლუბ­რყვი­ლო, კე­თი­ლი და მე­გობ­რუ­ლე­ბი. პერ­სო­ნა­ჟე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენს პა­ტა­რებს და­ა­კავ­ში­რონ თა­ვი­ანთ ფე­რად ცხოვ­რე­ბას­თან და ასე­ვე, და­ეხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სწო­რი გზის პოვ­ნა­ში.

რო­გო­რია თხრო­ბის სპე­ცი­ფი­კა, რო­გორ და­ა­ინ­ტე­რე­სებს ის ბავ­შვებს?

წიგ­ნი არის ბავ­შვე­ბის­თვის მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, იუ­მო­რის­ტუ­ლი­ცა და სევ­დი­ა­ნიც ერ­თდრო­უ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არის ზღა­პა­რი და შეხ­ვდე­ბით ბევრ გა­მო­გო­ნილ ფაქტს, მა­ინც საკ­მა­ოდ რე­ა­ლურ სი­უ­ჟე­ტებს ნა­ხავთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ტა­რას ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა.

რო­გორ აპი­რებთ პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას? ხომ არ იგეგ­მე­ბა სხვა წიგ­ნე­ბიც ან სხვა სა­ხის პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბა?

ვფიქ­რობთ, რომ ზღაპ­რის და­სას­რუ­ლი ისე­თია ჩვენს მკი­თხველს აუ­ცი­ლებ­ლად გა­უჩ­ნდე­ბა ინ­ტე­რე­სი, თუ რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ. სწო­რედ ამი­ტომ, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებთ ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის. ასე­ვე, ქარ­თუ­ლი სა­კან­ცე­ლა­რიო ბრენ­დი Ponto Kids-ის პრო­დუქ­ცი­ა­ზეც ყო­ველ­თვის იხი­ლავთ შარ­ლო­ტას, რუ­დოლფს, დი­ნო­სა და სპი­რი­დონს. არ გა­მოვ­რი­ცხავთ იმა­საც, რომ გაჩ­ნდეს ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ჩვე­ნი გმი­რე­ბის მინი ანი­მა­ცია. ამ ეტაპ­ზე ერთი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია და­ზუს­ტე­ბით - ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ და­სა­წყი­სია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პეტრე კუპრი
3

ქართული სახელები ზღაპრის გმირებს მაინც დაარქვით: ვეშაპი - ხაპუნია, ლომი - ცოქალი, დინოზავრი - წოწოლიკა.... 

ნინია
0

ძალიან კარგი სახელებია, პერსონაჟებს უხდება და ჟღერადობითაც რა კარგადაა მოფიქრებული - კაშალოტი შარლოტა, სპილო სპირიდონი და სხვებიც... ყველანი ჭკუის დამრიგებლები და ყველაფრის მცოდნენი რომ გამოხვალთ ხოლმე. ბავშვებს აცადოთ იქნებ. ჩემს ორივე შვილს ძალიან მოეწონა ეს ზღაპრები, ყოველ საღამოს ხელახლა მაკითხებენ ცალკეულ ნაწყვეტებს და ძალიან მხიარულობენ :)

ავტორი:

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

ვეშაპი შარლოტა, სპილო სპირიდონი, ლომი რუდოლფი და დინოზავრი დინო - ქართველი ბავშვები მალე მათ შეიყვარებენ და განუყრელი მეგობრები გახდებიან. ზღაპრების წიგნი „შარლოტა და მისი მეგობრები“ გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და ქართული საკანცელარიო ბრენდის „Ponto“-ს ერთობლივი პროექტია. წიგნი, რომელიც აერთიანებს ორ ზღაპარს 4 მთავარ პერსონაჟზე, მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიის დახლებზე.

პროექტის შესახებ დეტალურად თავად პროექტის მენეჯერი ელა ყაველაშვილი გვესაუბრება.

მოგვიყევით წიგნის „შარლოტა და მისი მეგობრები“ და მისი მთავარი პერსონაჟების შესახებ.

ეს არის წიგნი მეგობრობაზე. მთავარი პერსონაჟების ვეშაპი შარლოტაა, სპილო სპირიდონის, ლომი რუდოლფისა და დინოზავრ დინოს გარდა, ზღაპარში ასევე შეხვდებით სხვა საინტერესო და ბავშვისთვის დასამახსოვრებელ პერსონაჟებს. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ზღაპრები საინტერესოა მოზარდებისთვისაც. ზღაპრებში ასევე შეხვდებით ლექსებად თქმულ პერსონაჟების სათქმელს.

„შარლოტა და მისი მეგობრები“ არის პატარებზე, რომლებსაც უყვართ ოცნება და სჯერათ მისი ახდენის. ასევე, შეხვდებით სიუჟეტს ნამდვილ მეგობრობაზე და მეგობრულ ურთიერთობებზე.

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ამ პერონაჟებს ბავშვები „Ponto“-ს საკანცელარიო პროდუქციიდან უკვე იცნობენ. ისინი შეიქმნა 2019 წელს სალომე ხოტივარის მიერ.

რას ისახავს მიზნად პროექტი „შარლოტა და მისი მეგობრები“?

მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებისთვის საყვარელი ბევრი ზღაპრული პერსონაჟი არსებობს, ჩვენც ვიფიქრეთ, რატომაც არ უნდა გვყოლოდა ქართველი ზღაპრული პერსონაჟები, რომლებიც ბავშვების დიდ სიყვარულს დაიმსახურებდნენ, მათთან დამეგობრდებოდნენ და მიხვდებოდნენ, თუ როგორი სახალისოა ერთგული მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. იმედი მაქვს, ნამდვილად შეძლებენ ჩვენი პატარები შარლოტასთან, რუდოლფთან, სპირიდონთან და დინოსთან დამეგობრებას.

ვფიქრობთ, რომ ქართველი მკითხველი საკუთარ თავს მეტად გააიგივებს ქართველ პერსონაჟებთან და მეტად საყვარელი გახდება მისთვის.

ვინ არიან ზღაპრებისა და ანიმაციების ავტორები?

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ გამომცემლობა ,,პალიტრა L-სა“ და საბავშვო ავტორ ვასო გულეურთან ერთად. სწორედ მან შექმნა „შარლოტა და მისი მეგობრების“ ზღაპრების კრებული. გვჯეროდა, რომ ვასოს ყველაზე მეტად შეეძლო პერსონაჟები გაეცოცხლებინა პატარა მკითხველებისთვის და მათ შეჰყვარებოდათ კიდევაც. ულამაზესი ილუსტრაციების ავტორი კი სალომე ხოტივარია.

რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა გათვლილი წიგნი?

,,შარლოტა და მისი მეგობრები’’ გათვლილია 3 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის. თუმცა პროექტზე მომუშავე თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც ზღაპრები წავიკითხეთ, ვაღიარეთ რომ ის ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. მკითხველს ყოველი სიუჟეტის მერე აუცილებლად გაუჩნდება ინტერესი, თუ როგორ გაგრძელდება ან დასრულდება ეს ისტორია.

რა გამოარჩევს წიგნს სხვა საბავშვო გამოცემებისგან?

,,შარლოტა და მისი მეგობრები’’ გამორჩეულია სხვა ზღაპრებისგან იმით, რომ წიგნი გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, საინტერესო ამბებითა და თავგადასავლებით. წიგნის პერსონაჟები შეგხვდებათ თქვენთვის საყვარელ საკანცელარიო ნივთებზეც. ასევე, წიგნში ზღაპრებთან ერთად არის ლექსები, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

ბავშვებში რა თვისებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს ეს წიგნი?

წიგნი პატარებს დაეხმარება, რომ კარგად გაითავისონ მეგობრობის მნიშვნელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი არის ის, რომ არ შეწყვიტონ ოცნება, არ დანებდნენ არასდროს და ყოველთვის მაქსიმალური გააკეთონ მიზნის მისაღწევად.

ჩვენი მიზანი იყო, რომ პერსონაჟები გამხდარიყვნენ ჩვენი პატარების ერთგული მეგობრები, რადგან მათაც ისეთივე ოცნებები და ინტერესები აქვთ, როგორც ყველა პატარას. ჩვენი მკითხველი აუცილებლად აღმოაჩენს ამ ზღაპრებში საკუთარ თავს, რადგან ჩვენი გმირები არიან მათსავით მეოცნებე, ონავარი, გულუბრყვილო, კეთილი და მეგობრულები. პერსონაჟების თავგადასავლები დაეხმარება ჩვენს პატარებს დააკავშირონ თავიანთ ფერად ცხოვრებასთან და ასევე, დაეხმარება სხვადასხვა სიტუაციებში სწორი გზის პოვნაში.

როგორია თხრობის სპეციფიკა, როგორ დააინტერესებს ის ბავშვებს?

წიგნი არის ბავშვებისთვის მარტივად გასაგები, ინფორმაციული, იუმორისტულიცა და სევდიანიც ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ არის ზღაპარი და შეხვდებით ბევრ გამოგონილ ფაქტს, მაინც საკმაოდ რეალურ სიუჟეტებს ნახავთ, რომელიც ყველა პატარას ცხოვრებაში ხდება.

როგორ აპირებთ პროექტის გაგრძელებას? ხომ არ იგეგმება სხვა წიგნებიც ან სხვა სახის პროდუქტის გამოშვება?

ვფიქრობთ, რომ ზღაპრის დასასრული ისეთია ჩვენს მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება ინტერესი, თუ რა მოხდება შემდეგ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად ვაპირებთ ამ პერსონაჟების ახალი თავგადასავლების შეთავაზებას ჩვენი მკითხველისთვის. ასევე, ქართული საკანცელარიო ბრენდი Ponto Kids-ის პროდუქციაზეც ყოველთვის იხილავთ შარლოტას, რუდოლფს, დინოსა და სპირიდონს. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ გაჩნდეს ახალი პერსონაჟები და ჩვენი გმირების მინი ანიმაცია. ამ ეტაპზე ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით - ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

2 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები