საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?
"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?

"ახლა ვი­თა­რე­ბა ოდ­ნავ ჩა­წყნა­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა, ხალ­ხი ითხოვს სა­მარ­თალს და ეს მხო­ლოდ მა­შინ აღ­სრულ­დე­ბა, რო­დე­საც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი გა­დად­გე­ბი­ან... მხო­ლოდ ჯა­ბი­ე­ვის წა­მე­ბის ამ­ბა­ვი არ არის - უამ­რა­ვი რამ დაგ­როვ­და. ის უბ­რა­ლოდ ბოლო წერ­ტი­ლი იყო აფეთ­ქე­ბის­თვის. არა­ვინ იცის რამ­დე­ნი ჯა­ბი­ე­ვი ჰყავს შე­წი­რუ­ლი ამ მთავ­რო­ბას. ბი­ბი­ლო­ვი პუ­ტი­ნი­ვით მოქ­მე­დე­ბებს - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს აქ­რობს..." - ასე გად­მოს­ცემს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ახალ­გო­რე­ლი ოსი, ცხინ­ვალ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

მი­სი­ვე თქმით, ცხინ­ვა­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის­გან იცის, რომ აქ­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მა­ვენ, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში, არც ბი­ბი­ლო­ვი გა­ჩერ­დე­ბა და შე­ეც­დე­ბა, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ახლა ჯა­ბი­ე­ვე­ბის ოჯახს მხარ­ში და­უდ­გა, სა­თი­თა­ოდ გა­უს­წორ­დეს და მო­ი­შო­როს.

სამი შვი­ლის მამა, 28 წლის ინალ ჯა­ბი­ე­ვი, ცხინ­ვალ­ში ე.წ. სპეც­სამ­სა­ხურ­მა 26 აგ­ვის­ტოს, ე.წ. შსს მი­ნის­ტრის მან­ქა­ნა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხინ­ვა­ლის მი­ლი­ცი­ის იზო­ლა­ტორ­ში ჯა­ბი­ევს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მებ­დნენ, რის შემ­დე­გაც გარ­და­იც­ვა­ლა... გავ­რცელ­და მისი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ჯა­ბი­ევს სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ, შენ მკვლე­ლი ხარ!.. სა­დის­ტო, ამ საქ­მეს გა­და­გა­ყო­ლებთ, რომ ხვალ და ზეგ სხვებ­საც ასე არ მო­ექ­ცე!..." - წერ­დნენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღაც აგორ­და, რომ­ლის ფონ­ზეც, ბი­ბი­ლოვ­მა ჯერ ე.წ. შს მი­ნის­ტრი იგორ ნა­ნი­ე­ვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, შემ­დეგ კი, ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ერიკ ფუ­ხა­ე­ვი გა­დად­გა. ამის შემ­დეგ, ბი­ბი­ლოვ­მა დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბა და­ი­თხო­ვა. თუმ­ცა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი­სა" და თა­ვად ბი­ბი­ლო­ვის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინალ ჯა­ბი­ე­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი, იმ ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათი ახ­ლობ­ლის წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, თა­ვად აპი­რე­ბენ შუ­რის­ძი­ე­ბას.

"არ ვიცი, ეს პრო­ტეს­ტი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს თუ არა. ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ბი­ლო­ვის ხალ­ხი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბა. ერთი-ორმა ოსმა თქვა, ქარ­თვე­ლე­ბი რომ შე­მო­აკ­ვდათ წა­მე­ბა­ში და ხმა არა­ვის ამოგ­ვი­ღია, ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ ასე­თი შე­დე­გიო... ამ კო­რო­ნას ფონ­ზე ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რა­საც ემა­ტე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, კრი­მი­ნა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი... ხალ­ხი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ თუ ახლა გა­ჩერ­და და ბი­ბი­ლოვს გა­უ­ვი­და, შემ­დეგ უა­რე­სი მოგ­ვი­ვა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად შეგ­ვე­ხე­ბა, რად­გან რაც დრო გა­დის, სულ ურო გვი­ჭე­რენ მარ­წუ­ხებს - ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სურ­სა­თი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სულ უფრო ძვირ­დე­ბა, ქარ­თულ მხა­რეს გზის გახ­სნის პერ­სპექ­ტი­ვა კი, შო­რე­უ­ლი ხდე­ბა..." - ამ­ბობს ახალ­გო­რე­ლი ნინა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბი­ბი­ლო­ვი ხალ­ხს შეჰ­პირ­და, რომ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ურუზ­მაგ ჯა­გა­ევს გა­და­ა­ყე­ნებ­და, თუმ­ცა, მათ უმე­ტე­სო­ბას ამის არ სჯე­რა და მი­აჩ­ნია, რომ ბი­ბი­ლოვს უბ­რა­ლოდ სი­ტუ­ა­ცი­ის ჩა­ცხრო­ბა სურს.

"ბი­ბი­ლო­ვი ცდი­ლობს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვენ­დე­ტას აა­რი­დოს და თან "ქა­ლა­ქე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის" მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ჩა­ა­ცხროს. ასე­თებს ცხინ­ვალ­ში უწო­დე­ბენ მათ, ვინც კონ­ფლიქ­ტის დროს აქა­უ­რო­ბა არ და­ტო­ვა. შე­საძ­ლოა, მათ შო­რის ჯა­ბი­ე­ვიც ყო­ფი­ლი­ყო. ისი­ნი ქა­ლა­ქის ტრა­დი­ცი­ას იცავ­დნენ და კო­ლო­რი­ტე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ...

ახლა ამ პრო­ტეს­ტის გა­ფან­ტვას კო­კო­ი­თი თა­ვი­სი მოს­კოვ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ცდი­ლობს... ის აშ­კა­რად ამე­ტებს, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს. "ჯა­ბი­ევს ახ­ლობ­ლე­ბი არა­ვი­თარ ვენ­დე­ტას არ აპი­რე­ბენ, ეს ხალ­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს, რათა და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი არ იყოს" - წერს ekhokavkaza.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, მუ­რატ გუ­კე­მუ­ხო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, ედუ­არდ კო­კო­ი­თი ამ შე­თხვე­ვით ცხინ­ვალ­ში პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს.

ჯა­ბი­ე­ვის ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ და ისი­ნი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი­სა და ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის - ურუზ­მაგ ჯა­გა­ე­ვის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მას­თან ერ­თად, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბა­სა და ინალ ჯა­ბი­ე­ვის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი დაბა ახალ­გორ­ში 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს და იქი­დან ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ის თა­ვად ახალ­გო­რე­ლი დევ­ნი­ლი იყო და იქ ხან­და­ხან ჩა­დი­ო­და, სა­დაც მცი­რე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა ბად­რაგს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, ია­რა­ღი წა­არ­თვა და მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, კი­ბე­ზე და­გორ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ვერ­სია რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზა­მაც და­ა­დას­ტურა. მას შემ­დეგ, რაც ოსურ­მა მხა­რემ მისი ცხე­და­რი ოჯახს გა­დას­ცა, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ გარ­დაც­ვლილს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი ამოც­ლი­ლი ჰქონ­და... მა­შინ რამ­დე­ნი­მე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა და­წე­რა, რომ ბორ­კი­ლე­ბი­ან ტა­ტუ­ნაშ­ვილს და­უნ­დობ­ლად სცე­მეს... კი­დევ ერთი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და 2014 წელ­საც, - 18 წლის და­ვით ბა­შა­რუ­ლი ივ­ნის­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ჯერ წა­მე­ბით მოკ­ლეს, შემ­დეგ კი, ისე წარ­მო­ა­ჩი­ნეს, თით­ქოს მან ტყე­ში ხეზე თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერ­და, - რამ­დე­ნი­მე თვის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ცხე­და­რი ჩა­მო­კი­დეს ხე­ზეო...

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
28

მაშ კაცოოოო,აბა რა გეგონა.

ა.გ
21

აბა რა გეგონათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?

"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?

"ახლა ვითარება ოდნავ ჩაწყნარებულია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ხალხი ითხოვს სამართალს და ეს მხოლოდ მაშინ აღსრულდება, როდესაც გენერალური პროკურორი და ანატოლი ბიბილოვი გადადგებიან... მხოლოდ ჯაბიევის წამების ამბავი არ არის - უამრავი რამ დაგროვდა. ის უბრალოდ ბოლო წერტილი იყო აფეთქებისთვის. არავინ იცის რამდენი ჯაბიევი ჰყავს შეწირული ამ მთავრობას. ბიბილოვი პუტინივით მოქმედებებს - განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აქრობს..." - ასე გადმოსცემს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ახალგორელი ოსი, ცხინვალში მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, ცხინვალელი ნათესავებისგან იცის, რომ აქციების გაგრძელებას გეგმავენ, რადგან სხვა შემთხვევაში, არც ბიბილოვი გაჩერდება და შეეცდება, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ჯაბიევების ოჯახს მხარში დაუდგა, სათითაოდ გაუსწორდეს და მოიშოროს.

სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ცხინვალში ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრის მანქანაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რის შემდეგაც გარდაიცვალა... გავრცელდა მისი ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ჯაბიევს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"ანატოლი ბიბილოვ, შენ მკვლელი ხარ!.. სადისტო, ამ საქმეს გადაგაყოლებთ, რომ ხვალ და ზეგ სხვებსაც ასე არ მოექცე!..." - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები და საპროტესტო ტალღაც აგორდა, რომლის ფონზეც, ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა, შემდეგ კი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა. ამის შემდეგ, ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. თუმცა, აქციის მონაწილეები "გენერალური პროკურორისა" და თავად ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინალ ჯაბიევის ნათესავები, იმ ე.წ. სამართალდამცავებზე, რომლებიც მათი ახლობლის წამებაში მონაწილეობენ, თავად აპირებენ შურისძიებას.

"არ ვიცი, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს თუ არა. ამბობენ, რომ ბიბილოვის ხალხი აქციის მონაწილეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. ერთი-ორმა ოსმა თქვა, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგიო... ამ კორონას ფონზე ძალიან გაიზარდა უკმაყოფილება, რასაც ემატება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, კრიმინალური, სოციალური... ხალხი აცნობიერებს, რომ თუ ახლა გაჩერდა და ბიბილოვს გაუვიდა, შემდეგ უარესი მოგვივა და ეს აუცილებლად შეგვეხება, რადგან რაც დრო გადის, სულ ურო გვიჭერენ მარწუხებს - ყველაფერი, მათ შორის პირველადი მოხმარების სურსათი და მედიკამენტები, სულ უფრო ძვირდება, ქართულ მხარეს გზის გახსნის პერსპექტივა კი, შორეული ხდება..." - ამბობს ახალგორელი ნინა.

ადგილობრივების თქმით, ბიბილოვი ხალხს შეჰპირდა, რომ გენერალურ პროკურორს ურუზმაგ ჯაგაევს გადააყენებდა, თუმცა, მათ უმეტესობას ამის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ბიბილოვს უბრალოდ სიტუაციის ჩაცხრობა სურს.

"ბიბილოვი ცდილობს სამართალდამცავები ვენდეტას აარიდოს და თან "ქალაქელი ახალგაზრდების" მიერ წამოწყებული საპროტესტო ტალღა ჩააცხროს. ასეთებს ცხინვალში უწოდებენ მათ, ვინც კონფლიქტის დროს აქაურობა არ დატოვა. შესაძლოა, მათ შორის ჯაბიევიც ყოფილიყო. ისინი ქალაქის ტრადიციას იცავდნენ და კოლორიტებად ითვლებოდნენ...

ახლა ამ პროტესტის გაფანტვას კოკოითი თავისი მოსკოვში მიღებული გამოცდილებით ცდილობს... ის აშკარად ამეტებს, როდესაც სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხეზე საუბრობს. "ჯაბიევს ახლობლები არავითარ ვენდეტას არ აპირებენ, ეს ხალხი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს" - წერს ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი, მურატ გუკემუხოვი, რომლის თქმითაც, ედუარდ კოკოითი ამ შეთხვევით ცხინვალში პოზიციების გამყარებას ცდილობს.

ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ისინი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის - ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომასთან ერთად, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

  • შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი დაბა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს და იქიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ის თავად ახალგორელი დევნილი იყო და იქ ხანდახან ჩადიოდა, სადაც მცირე ბიზნესი ჰქონდა. დაკავებიდან მეორე დღეს ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას, კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით კი, ცხინვალის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს ვერსია რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ მისი ცხედარი ოჯახს გადასცა, თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა... მაშინ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა დაწერა, რომ ბორკილებიან ტატუნაშვილს დაუნდობლად სცემეს... კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა 2014 წელსაც, - 18 წლის დავით ბაშარული ივნისში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ის ჯერ წამებით მოკლეს, შემდეგ კი, ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან ტყეში ხეზე თავი ჩამოიხრჩო. მაშინ ადგილობრივი მედია წერდა, - რამდენიმე თვის დასაფლავებული ცხედარი ჩამოკიდეს ხეზეო...

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი