სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა
"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

ლი­სის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულ პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს, ირაკ­ლი ცო­მა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, რა­საც დაც­ვის მხა­რე და­ე­თან­ხმა. სი­ტყვით არ უსარ­გებ­ლია თა­ვად ბრალ­დე­ბულს, მან მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ ად­ვო­კატს ეთან­ხმე­ბო­და.

დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი ფა­რავს ყვე­ლა­ფერს, რომ მათ რა­ი­მე სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბა მო­ი­თხო­ვონ. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ვერ­ცერ­თი სას­ჯე­ლი ვერ ეთა­ნა­დე­ბა იმას, რაც ამ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მოჰ­ყვა. ყავ­ლაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ირაკ­ლი ცო­მა­ია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს სრუ­ლად ცნობს დამ­ნა­შა­ვედ და დაც­ვის მხა­რეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ აქვს.

ირაკ­ლი ცო­მა­ი­ას საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი დაშ­ვე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ვებ­და, და­მუხ­რუ­ჭე­ბის გზით მას მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­ეძ­ლო.

რო­გორც გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე გან­მარ­ტავს, ირაკ­ლი ცო­მა­ი­ამ მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ვერ მო­ახ­დი­ნა.

„მო­ცე­მულ საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ღე­ბუ­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რაც გა­მო­ი­ხა­ტა იმა­ში, რომ თუკი, მძღო­ლი შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ი­ღებ­და და­მუხ­რუ­ჭე­ბის გზით, მას ქვე­ით­ზე შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­ეძ­ლო.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, სა­დაც მოძ­რა­ო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია 60 კმ/სთ სიჩ­ქა­რით. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბრალ­დე­ბუ­ლი დაშ­ვე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ვებ­და და საფრ­თხის წარ­მოქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რებ­ლად ზო­მებს მი­ი­ღებ­და და­მუხ­რუ­ჭე­ბის გზით, მას შე­ეძ­ლო მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა", -გა­ნა­ცხა­და ლობ­ჟა­ნი­ძემ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ირაკ­ლი ცო­მა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 22 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა 30 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე მოხ­და, რა დრო­საც, ლი­სის გზა­ზე მოძ­რა­ვი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე 12 წლის ბავ­შვს შე­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ირაკ­ლი ცო­მა­ი­ას ბრა­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ათინა
0

ეჰჰ,როგორ მეცოდება ორივე მხარე.რა საშინელი ტრაგედიაა. ფრთხილად უნდა იყოთ,ფრთხილად!

დათო
25
ეს ლოგიკური დასასრულია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მუდმივად დარღვევებით სიარულის ავტომობილის მართვის დროს. ბავშვის სიცოცხე უნდა შეეწიროს რომ დაფიქრდეს ჩინოვნიკები ასე არ შეიძლება.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს, ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ადვოკატის თქმითვე, ვერცერთი სასჯელი ვერ ეთანადება იმას, რაც ამ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. ყავლაშვილის თქმითვე, ირაკლი ცომაია წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარეს ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვს.

ირაკლი ცომაიას საქმის პროკურორის, გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი დაშვებული სიჩქარით იმოძრავებდა, დამუხრუჭების გზით მას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

როგორც გიორგი ლობჟანიძე განმარტავს, ირაკლი ცომაიამ მოძრაობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა ვერ მოახდინა.

„მოცემულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რაც გამოიხატა იმაში, რომ თუკი, მძღოლი შესაბამის ზომებს მიიღებდა დამუხრუჭების გზით, მას ქვეითზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, სადაც მოძრაობა ნებადართულია 60 კმ/სთ სიჩქარით. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაშვებული სიჩქარით იმოძრავებდა და საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ავტომანქანის გასაჩერებლად ზომებს მიიღებდა დამუხრუჭების გზით, მას შეეძლო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება", -განაცხადა ლობჟანიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.

"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?

ინციდენტი ციხეში - გიორგი რურუას ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

სროლა ბათუმში - მოქალაქეების თქმით, ორმა პირმა ვულკანიზაციის მიმართულებით ისროლა