ავტორი:

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს

ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორის, ირაკლი ცომაიას მოთხოვნით, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი სასამართლოში მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას არ დააყენებს.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა განაცხადა, ისინი გადაწყვეტილებას მთლიანად სასამართლოს ანდობენ.

"მისი პოზიცია ასეთი გახლავთ, ის საერთოდ არ აპირებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობასთან დაკავშირებით ოპონირება გაუწიოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენოს, ეს მისი ნებაა, რასაც ნაკლებად ველოდებით", - განაცხადა ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა