პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?
"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ივი­კო ფრუ­ი­ძემ, გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც მოყ­ვა კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ერთ-ერთ ბარ­ში შე­ემ­თხვა:

"სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მოხ­და: პა­რას­კევს სა­ღა­მოს ტრა­დი­ცი­უ­ლად მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი შე­სა­ნიშ­ნავ დროს, როცა ჩემს მე­გო­ბარს, მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან მჯდო­მი გო­გო­ნა მო­ე­წო­ნა, გა­იც­ნო და იქით­კენ გა­დაჯ­და. შემ­დეგ მათ­გან გაჩ­ნდა იდეა, რომ ად­გი­ლი შეგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა და სხვა ბარ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ჩემი მე­გო­ბა­რი სულ 4 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო (კა­რან­ტი­ნი გავ­ლი­ლი ჰქონ­და). რო­გორც სტუ­მა­რი მარ­ტო არ დავ­ტო­ვეთ და წავ­ყე­ვით სხვა ჩვენ­თვის უც­ნობ ბარ­ში, სა­დაც სი­ტუ­ა­ცი­ით დი­დად არ ავ­ღფრთო­ვან­დით: თით­ქმის არა­ვინ იყო ჩვენს გარ­და, არც მუ­სი­კამ მოგ­ვხიბ­ლა, არც - გა­რე­მომ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ და­ვა­პი­რეთ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა და მო­ვი­თხო­ვეთ ან­გა­რი­ში.

თუმ­ცა მოგ­ვი­ტა­ნეს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი ან­გა­რი­ში, ჩვენს მიერ შეკ­ვე­თი­ლი ხუთი კოქ­ტე­ი­ლის ნაც­ვლად ან­გა­რიშ­ში ოც­და­ხუ­თი ეწე­რა. თან მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ცენ­ტის გარ­და, კალ­კუ­ლა­ცი­ა­ში კი­დევ იყო და­მა­ტე­ბუ­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხა, რომ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბაც ვერ და­ვად­გი­ნეთ. თა­ვი­დან მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ვუ­თხა­რი, ალ­ბათ რა­ღაც შეც­დო­მაა ეს ჩვე­ნი ან­გა­რი­ში არ არის-მეთ­ქი. არაო, თქვე­ნი­აო, თქვენს მე­გო­ბარ­თან რომ გო­გოა, იმან შე­უკ­ვე­თაო. ვკი­თხე ყვე­ლას და გა­ურ­კვე­ვე­ლი შეკ­ვე­თე­ბი არ­ცერთ ჩემს მე­გო­ბარ­თან არ ყო­ფი­ლა შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

მივ­ხვდი, რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით მუ­შა­ობ­და ბარი, რა­ზეც გა­მოვ­ხა­ტე ჩემი ღია პრო­ტეს­ტი თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­თან, ღიად და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე ისი­ნი თაღ­ლი­თო­ბა­სა და უღირს ქცე­ვა­ში, პრინ­ცი­პუ­ლი უარი გან­ვა­ცხა­დე თან­ხის გა­დახ­და­ზე და მო­ვი­თხო­ვე კა­მე­რე­ბის ამო­ღე­ბა. რის შემ­დე­გაც მო­ვი­და დაც­ვა, გა­მიყ­ვა­ნა გა­რეთ და გა­მომ­კი­თხა თუ რა­ტომ ვი­ყა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო და რა­ტომ ვამ­ბობ­დი უარს ან­გა­რი­შის გა­დახ­და­ზე? სრუ­ლი­ად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ავუხ­სე­ნი დაც­ვას ჩემი აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში ჩემ­მა ძმა­კაც­მა მა­ინც გა­და­წყვი­ტა, რომ ან­გა­რი­ში გა­და­ე­ხა­და, შებ­რუნ­და ბარ­ში და გა­და­ი­ხა­და თაღ­ლი­თუ­რად შედ­გე­ნი­ლი ან­გა­რი­ში იმ მო­ტი­ვით, რომ უხერ­ხუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლი­ყო. ტერ­მი­ნა­ლით რათ­ქმა­უნ­და არ გა­და­ახ­დე­ვი­ნეს, ჩე­კიც მო­ი­თხო­ვა და არ მის­ცეს (ასე იცი­ან თაღ­ლი­თებ­მა) მე კი დავ­რჩი გა­რეთ დაც­ვას­თან სრუ­ლი­ად წყნარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ეხლა ხდე­ბა სა­ოც­რე­ბა: დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­თომ ჩემი ბარ­ში შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ძმა­კა­ცი მე­ძა­ხის. რის შემ­დე­გაც შევ­დი­ვარ ბარ­ში და მხვდე­ბა 5 დაც­ვის წევ­რის და ერთი მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის ჩა­საფ­რე­ბა. სულ ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის. მო­ვე­ქე­ცი მათ ალ­ყა­ში და და­მი­წყეს ცემა. რათ­ქმა­უნ­და გა­ვუ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ რამ­დენს გა­ვუძ­ლებ­დი?! ჩემ­ზე ორ­ჯერ დი­დე­ბი იყ­ვნენ...

წა­მაქ­ცი­ეს, მირ­ტყამ­დნენ უმო­წყა­ლოდ, არ მაძ­ლევ­დნენ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყო­ველ წამს მხვდე­ბო­და უამ­რა­ვი მუშ­ტი თუ წიხ­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბა­რის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გოგო, რო­მე­ლიც დაც­ვის წევ­რე­ბის მიერ დაგ­დე­ბულს მირ­ტყამ­და სკამს. ამ გო­გოს­თან და­ვა­ფიქ­სი­რე პირ­ვე­ლი ლო­გი­კუ­რი პრო­ტეს­ტი არა­რე­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე. ამ ყვე­ლა­ფერს შე­ეს­წრო ჩემი ძმა­კა­ცი, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რა ჩა­საფ­რე­ბი­დან გა­მოღ­წე­ვა­ში. თუმ­ცა ის­ტო­რია გრძელ­დე­ბა:ამო­ვე­დი ბა­რი­დან ნა­ცე­მი, აღ­შფო­თე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და რათ­ქმა­უნ­და დავ­რე­კე პატ­რულ­ში. ეკი­პა­ჟის მოს­ვლამ­დე მოხ­და ჩემ­სა და დაც­ვას შო­რის მო­რი­გი შე­ლა­პა­რა­კე­ბა. და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე ისი­ნი ნა­ძი­რა­ლა სის­ტე­მის სამ­სა­ხურ­ში და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში. ამ დროს ერ­თერ­თი დაც­ვის წევ­რი გვერ­დი­დან მირ­ტყამს სა­ხე­ში, სა­ნამ იმას შე­ვუტ­რი­ალ­დი მე­ო­რე მირ­ტყამს მე­ო­რე გვერ­დი­დან და ა.შ. მოკ­ლედ კვლავ და­მაგ­დეს და მირ­ტყამ­დნენ უმო­წყა­ლოდ სა­ხე­სა და თავ­ში ყვე­ლა მხრი­დან. მირ­ტყამ­დნენ ისე­თი გა­მე­ტე­ბით, რომ სა­ხე­ზე აფა­რე­ბუ­ლი ხელი მომ­ტყდა. გა­და­მე­ფა­რა ჩემი ძმა­კა­ცი, შვე­ლას ცდი­ლობ­და სტუ­მა­რი მე­გო­ბა­რიც, რო­მელ­თაც რა­მო­დე­ნი­მე დარ­ტყმის­გან მიხ­სნეს. ისი­ნი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ ან გა­დავ­რჩე­ბო­დი ან - არა. რა­ღაც მო­მენ­ტში ვი­ფიქ­რე, რომ გარ­დარ­ჩე­ნის შან­სი თით­ქმის აღარ მქონ­და, რად­გან მირ­ტყამ­დნენ კუნ­თის უზარ­მა­ზა­რი მა­სე­ბი, იყ­ვნენ ბევ­რნი და სრუ­ლი­ად და­უნ­დობ­ლე­ბი. რო­გორ­ღაც მიხ­სნეს მე­გობ­რებ­მა მათ­გან და ამა­სო­ბა­ში პატ­რუ­ლიც მო­ვი­და.დაც­ვის 5 წევ­რი­დან და ერთი ბა­რის პერ­სო­ნა­ლი­დან 2 დაც­ვის წევ­რი დარ­ჩა ად­გილ­ზე (და­ნარ­ჩე­ნი 4 მო­ძა­ლა­დე გა­და­ი­მა­ლა) დარ­ჩე­ნი­ლებს რათ­ქმა­უნ­და ხელი და­ვა­დე, რო­გორც ამ ბო­რო­ტე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რებს და იმე­დი მაქვს, რომ წარ­სდგე­ბი­ან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე.

სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი დავ­რჩი ჯერ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი, შემ­დეგ ხელ და ცხვირ­გა­ტე­ხი­ლი, უამ­რა­ვი ტრამ­ვით. ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­მი­ტარ­და, წინ მაქვს მე­ო­რე. მაქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა. ვარ და­ჟე­ჟი­ლო­ბით სხე­უ­ლის ყვე­ლა წერ­ტილ­ში. არ ვით­ვლი მცი­რე ჭრი­ლო­ბებ­სა და ნა­კაწ­რებს. რა­მო­დე­ნი­მე თვით გა­მო­ვე­თი­შე ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვერ გა­დავყლა­პე შე­უ­რა­ცხყო­ფა და ღიად ვამ­ხი­ლე თაღ­ლი­თე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ჩემ­თვის დაც­ვის და­ნარ­ჩე­ნი 3 წევ­რის ბედი, ისე­ვე რო­გორც ბა­რის პერ­სო­ნა­ლის, რო­მე­ლიც დაგ­დე­ბულს მირ­ტყამ­და სკამს. ამო­ღე­ბუ­ლია კა­მე­რე­ბი, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რომ ისი­ნი იყ­ვნენ ექ­ვსნი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა სა­მარ­თლი­სა და კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან. გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ სხვა ჩემ­ნა­ირ­მა ადა­მი­ან­მა (ქარ­თველ­მა თუ უცხო­ელ­მა) არ გა­ი­ზი­ა­როს იგი­ვე ბედი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ ფაქტს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტე­რე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა და სა­მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლი. აქვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ად­ვო­კატს, რო­მან ნა­დი­რა­ძეს, რო­მელ­მაც ღირ­სე­უ­ლი შრო­მა გას­წია და ვფიქ­რობ, რომ მო­მა­ვალ­შიც გას­წევს.

ბარი არის პე­კი­ნის 3 - ში, Skygirls Bar ჰქვია (როცა გა­მო­ვე­დი სა­ხელს მერე და­ვაკ­ვირ­დი, მაგ­რამ შიგ­ნით თით­ქოს უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი ხდე­ბო­და). რო­გორც გა­ვარ­კვიე, ავ­ლა­ბარ­ში არ­სე­ბუ­ლი Sky Bar - იც ზუს­ტად იგი­ვე სქე­მით მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ერ­თო მე­ნე­ჯმენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია ორი­ვე. ამო­ი­ღონ კა­მე­რე­ბი, თუ რა ხდე­ბო­და ბარ­ში და მის გა­რეთ. მე არა­ფე­რი და­სა­მა­ლი არ მაქვს და არც რა­მის მე­ში­ნია. აუ­ცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. იმე­დი მაქვს, რომ სა­მარ­თლი დად­გე­ბა და ცოტა უფრო და­ცუ­ლად ვიგ­რძნობთ თავს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში...

რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩუ­მად და გა­და­მე­ხა­და აბ­სურ­დუ­ლი ან­გა­რი­ში - ამ­ცდე­ბო­და ამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი (ოპე­რა­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა) მაგ­რამ ვერ და არ შევ­ძე­ლი ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა. თუ ამ ფაქტს მოჰ­ყვე­ბა ისე­თი რე­ა­გი­რე­ბა, რომ სხვა ჩემ­ნა­ირს ჰქონ­დეს მეტი სიმ­შვი­დე - გა­ღე­ბულ მსხვერ­პლს გა­მარ­თლე­ბუ­ლად ჩავ­თვლი...

მე ჩემს ღირ­სე­ბას და­ვი­ცავ კა­ნო­ნის­მი­ე­რად, მაგ­რამ რა მო­უ­ვათ სხვებს? ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს 10 - 15 ბარი, სა­დაც იდენ­ტუ­რი სქე­მით ხდე­ბა ხალ­ხის გამ­წა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად. მე თვი­თონ მი­ვაწ­ვდი ასე­თი ბა­რე­ბის სიას და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს. ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ჩე­ნი­ლა მსგავს უსა­მარ­თლო­ბა­ში. ზოგი უცხო­ე­ლია და არ იც­ნობს ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ზოგს ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის რე­სურ­სი არ აქვს, ზოგი კომ­პრო­მატ­დე­ბა, ზოგი მში­შა­რაა, ზოგი უბ­რა­ლოდ მარ­ტი­ვად ჰყლა­პავს შე­უ­რა­ცხყო­ფას და ა.შ. მთავ­რო­ბა კი რას ფიქ­რობს, არ ვიცი. უამ­რა­ვი პირი, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­ლე­ბი, არი­ან ასე­თი ტი­პის თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლნი და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე გუ­ლაც­რუ­ე­ბულ­ნი, რაც ძა­ლი­ან გვარ­ცხვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ მთავ­რო­ბის მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­იდ­გას პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნი იყოს უფრო და­ცუ­ლი. სის­ტე­მა უნდა იცავ­დეს მო­ქა­ლა­ქეს და არა ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­რი­ფა­თი. ამის­თვის მხო­ლოდ ნე­ბაა სა­ჭი­რო. განა ვინ მფარ­ვე­ლობს ესეთ ბა­რებს, რომ ესეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აგ­დე­ბენ ხალ­ხს და გას­დით?! უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა გა­ვი­გე, რომ ჩემი ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლან მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. უამ­რა­ვი სტა­ტი­აც წა­ვი­კი­თხე ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ სა­კი­თხის გა­დაჭ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს და ეს და­უც­ველს ჰხდის თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს. გა­ვა­კე­თებ მაქ­სი­მუმს, რომ ჩემი შემ­თხვე­ვა იყოს უკა­ნას­კნე­ლი... ცალ­კე საქ­მეა: ჰქონ­და თუ არა ბარს სა­ერ­თოდ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა კო­ვიდ - 19 - ის პი­რო­ბებ­ში, იმი­ტომ, რომ შიგ­ნით არ იყო ფან­ჯა­რა და შე­სა­ფე­რი­სი გა­ნი­ა­ვე­ბის სის­ტე­მა. დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლას გთხოვთ, გა­ვავ­რცე­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია და მი­ვი­ტა­ნოთ ხმა იქ სა­დაც სა­ჭი­როა, რათა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გახ­დეს უფრო მშვი­დი!.. პე­რი­ო­დუ­ლად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ქმნით უკე­თეს მო­მა­ვალს..."

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუხია
0

რატომ არ ხურავენ ამნაირ ბარებს? ადრე უცხოელებს ატყუებდნენ, ტურისტები რომ ვეღარ ჩამოდიან, ახლა ქართველებზე გადასულან

ირა
1

ვაიმე რა დღეშია ის გოგოც უნდა დაისაჯოშ სკამს ვინც ურტყამდა,

რა გამოდის გატყუილენთ და ხმას რატომ იღებო? ბარის ყველა მონაწილე სასტიკად უნდა დაისაჯოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?

"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ივიკო ფრუიძემ, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მოყვა კრიმინალურ ისტორიას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ბარში შეემთხვა:

"საოცარი ისტორია მოხდა: პარასკევს საღამოს ტრადიციულად მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს, მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქითკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა ჩვენთვის უცნობ ბარში, სადაც სიტუაციით დიდად არ ავღფრთოვანდით: თითქმის არავინ იყო ჩვენს გარდა, არც მუსიკამ მოგვხიბლა, არც - გარემომ. გარკვეული დროის შემდეგ დავაპირეთ სახლში დაბრუნება და მოვითხოვეთ ანგარიში.

თუმცა მოგვიტანეს სრულიად აბსურდული ანგარიში, ჩვენს მიერ შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად ანგარიშში ოცდახუთი ეწერა. თან მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ. თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის-მეთქი. არაო, თქვენიაო, თქვენს მეგობართან რომ გოგოა, იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება. რის შემდეგაც მოვიდა დაცვა, გამიყვანა გარეთ და გამომკითხა თუ რატომ ვიყავი უკმაყოფილო და რატომ ვამბობდი უარს ანგარიშის გადახდაზე? სრულიად რაციონალურად ავუხსენი დაცვას ჩემი აღშფოთების მიზეზი, თუმცა ამასობაში ჩემმა ძმაკაცმა მაინც გადაწყვიტა, რომ ანგარიში გადაეხადა, შებრუნდა ბარში და გადაიხადა თაღლითურად შედგენილი ანგარიში იმ მოტივით, რომ უხერხული ინციდენტი ამოწურულიყო. ტერმინალით რათქმაუნდა არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა) მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში და ეხლა ხდება საოცრება: დაცვის ერთ-ერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის. მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ...

წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში. თუმცა ისტორია გრძელდება:ამოვედი ბარიდან ნაცემი, აღშფოთებული, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში და რათქმაუნდა დავრეკე პატრულში. ეკიპაჟის მოსვლამდე მოხდა ჩემსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება. დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან. მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან - არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა.დაცვის 5 წევრიდან და ერთი ბარის პერსონალიდან 2 დაცვის წევრი დარჩა ადგილზე (დანარჩენი 4 მოძალადე გადაიმალა) დარჩენილებს რათქმაუნდა ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

სრულიად უდანაშაულო ადამიანი დავრჩი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი, შემდეგ ხელ და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრამვით. ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა. ვარ დაჟეჟილობით სხეულის ყველა წერტილში. არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს. რამოდენიმე თვით გამოვეთიშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადავყლაპე შეურაცხყოფა და ღიად ვამხილე თაღლითები. ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის დაცვის დანარჩენი 3 წევრის ბედი, ისევე როგორც ბარის პერსონალის, რომელიც დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამოღებულია კამერები, იდენტიფიცირებულია, რომ ისინი იყვნენ ექვსნი. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება სამართლისა და კანონის წინაშე.

ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ტელევიზიებთან. გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვა ჩემნაირმა ადამიანმა (ქართველმა თუ უცხოელმა) არ გაიზიაროს იგივე ბედი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს საგამოძიებო სტრუქტერებიდან მოჰყვება ადეკვატურად მკაცრი რეაგირება და სამართალი იქნება დაფასებული. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატს, რომან ნადირაძეს, რომელმაც ღირსეული შრომა გასწია და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გასწევს.

ბარი არის პეკინის 3 - ში, Skygirls Bar ჰქვია (როცა გამოვედი სახელს მერე დავაკვირდი, მაგრამ შიგნით თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა). როგორც გავარკვიე, ავლაბარში არსებული Sky Bar - იც ზუსტად იგივე სქემით მუშაობს და სავარაუდოდ საერთო მენეჯმენტის დაქვემდებარებაშია ორივე. ამოიღონ კამერები, თუ რა ხდებოდა ბარში და მის გარეთ. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და არც რამის მეშინია. აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას მომავალში განვითარებული მოვლენების შესახებ. იმედი მაქვს, რომ სამართლი დადგება და ცოტა უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში...

რომ ვყოფილიყავი ჩუმად და გადამეხადა აბსურდული ანგარიში - ამცდებოდა ამხელა შეურაცხყოფა თუ მატერიალური ზარალი (ოპერაციები საკმაოდ ძვირი ჯდება) მაგრამ ვერ და არ შევძელი ამხელა უსამართლობასთან შეგუება. თუ ამ ფაქტს მოჰყვება ისეთი რეაგირება, რომ სხვა ჩემნაირს ჰქონდეს მეტი სიმშვიდე - გაღებულ მსხვერპლს გამართლებულად ჩავთვლი...

მე ჩემს ღირსებას დავიცავ კანონისმიერად, მაგრამ რა მოუვათ სხვებს? ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს 10 - 15 ბარი, სადაც იდენტური სქემით ხდება ხალხის გამწარება ყოველდღიურად. მე თვითონ მივაწვდი ასეთი ბარების სიას დაინტერესებულ პირებს. ათიათასობით ადამიანი აღმოჩენილა მსგავს უსამართლობაში. ზოგი უცხოელია და არ იცნობს ჩვენს კანონმდებლობას, ზოგს ადვოკატის აყვანის რესურსი არ აქვს, ზოგი კომპრომატდება, ზოგი მშიშარაა, ზოგი უბრალოდ მარტივად ჰყლაპავს შეურაცხყოფას და ა.შ. მთავრობა კი რას ფიქრობს, არ ვიცი. უამრავი პირი, განსაკუთრებით უცხოელები, არიან ასეთი ტიპის თაღლითობის მსხვერპლნი და ჩვენს ქვეყანაზე გულაცრუებულნი, რაც ძალიან გვარცხვენს საერთაშორისო ასპარეზზე. მიმაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა საქართველოში ადამიანი იყოს უფრო დაცული. სისტემა უნდა იცავდეს მოქალაქეს და არა ცალკეული ადამიანების მარიფათი. ამისთვის მხოლოდ ნებაა საჭირო. განა ვინ მფარველობს ესეთ ბარებს, რომ ესეთ სიტუაციაში აგდებენ ხალხს და გასდით?! უამრავი შემთხვევა გავიგე, რომ ჩემი ნაცნობი ადამიანები აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში. უამრავი სტატიაც წავიკითხე ამ თემაზე, მაგრამ საკითხის გადაჭრის პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ არსებობს და ეს დაუცველს ჰხდის თითოეულ ადამიანს. გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩემი შემთხვევა იყოს უკანასკნელი... ცალკე საქმეა: ჰქონდა თუ არა ბარს საერთოდ მუშაობის უფლება კოვიდ - 19 - ის პირობებში, იმიტომ, რომ შიგნით არ იყო ფანჯარა და შესაფერისი განიავების სისტემა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველას გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია და მივიტანოთ ხმა იქ სადაც საჭიროა, რათა ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო მშვიდი!.. პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ერთად აუცილებლად შევქმნით უკეთეს მომავალს..."

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ არსებობს" - როგორ პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებას?

"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა