პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი რჩებიან საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად" - დავით საყვარელიძე
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი რჩებიან საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად" - დავით საყვარელიძე

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე მე­დი­ის­თვის რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და აცხა­დებს, რომ მისი ნათ­ქვა­მი არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გავ­რცელ­და.

რო­გორც და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, ის სა­ქარ­თვე­ლოს სიბ­ნე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის მთა­ვარ გა­რან­ტად და ფაქ­ტო­რად „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერს მი­იჩ­ნევს. მე­ო­რე მხრივ, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვა­შა­ძე­ზეც სა­უბ­რობს და დარ­წმუ­ნე­ბით აცხა­დებს, რომ მისი ნა­თე­ლი გო­ნე­ბა და ენერ­გია სა­ქარ­თვე­ლოს სიბ­ნე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნას და აღმშე­ნებ­ლო­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

"სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, გან­ვმარ­ტო ის, რაც ჩემ­თვის 2+2-ია. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უბ­რა­ლოდ პარ­ტია არ იყო და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. ენმ-ში ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი გა­ვა­ტა­რე და მერ­გო პა­ტი­ვი, ძა­ლი­ან რთულ წლებ­ში, ბევრ ღირ­სე­ულ ადა­მი­ან­თან ერ­თად მხარ­დამ­ხარ მებ­რძო­ლა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ახლა და არც აქე­დან შე­მი­წყვე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბრძო­ლა. ენმ-მა და მის­მა ლი­დერ­მა შეძ­ლო შე­ექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პორ­ვე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი ჩა­ნა­სა­ხი და ახ­ლაც, ამ­დენ ქარ­ცე­ცხლგა­მოვ­ლი­ლი, რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სიბ­ნე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის მთა­ვარ გა­რან­ტად და ფაქ­ტო­რად.

კო­მენ­ტარ­ში ვთქვი და კი­დევ ერთხელ აქაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ში, პარ­ლა­მენ­ტში ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მომ­პო­ვე­ბელ ნე­ბის­მი­ერ პარ­ტი­ას უფ­ლე­ბა აქვს და­ა­ყე­ნოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სწო­რედ ენმ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვე­ლო­დოთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას, არც ისე შო­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ვა­შა­ძეს, ის ჩემი დიდი ხნის მე­გო­ბა­რია. ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და ვუფ­თხილ­დე­ბი. ძა­ლი­ან მინ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ, მისი ნა­თე­ლი გო­ნე­ბა და ენერ­გია სა­ქარ­თვე­ლოს სიბ­ნე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნას და აღმშე­ნებ­ლო­ბას მოხ­მარ­დე­ბა. აქვე გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მა­საც წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ თა­ვის გუნდთან ერ­თად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწორ მხა­რეს დად­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე გა­თენ­დე­ბა", - წერს და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
64

სიბნელე და სინათლე გერევა ბიძია შენ ერთმანეთში

taso
67

ეტყობა ამ საყვარელიძეს კორონამ ტვინზე იმოქმედა,ნამეტანი გაეხსნა ხა ხახ ა

ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი რჩებიან საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად" - დავით საყვარელიძე

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი რჩებიან საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად" - დავით საყვარელიძე

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მედიისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

როგორც დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ის საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიიჩნევს. მეორე მხრივ, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და დარწმუნებით აცხადებს, რომ მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება.

"საჭიროდ ჩავთვალე, განვმარტო ის, რაც ჩემთვის 2+2-ია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უბრალოდ პარტია არ იყო და არც მომავალში იქნება. ენმ-ში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან რთულ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმ-მა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პორველი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს პირველი ჩანასახი და ახლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.

კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენოს პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმ იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას, არც ისე შორია.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება. საქართველოში მალე გათენდება", - წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.

"ვინც ბრუნდება აჭარიდან, მოვუწოდებ, მიმართონ თვითიზოლაციას" - ტიკარაძე სასტუმრო "ოაზისსა" და ბათუმის კლუბებში არსებულ ვითარებაზე

LIVE - თოქ-შოუ "360 გრადუსის" სტუმრები არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ალეკო ელისაშვილი

"საქართველოს მთავრობას ბელარუსისას არასდროს შევადარებ, თუმცა..." - რას ამბობს ამერიკელი გენერალი ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და კრემლის ინტერესებზე