ავტორი:

ირმა ინაშვილი - სააკაშვილ-ბოკერიები და კობახიძე-მდინარაძეები ერთი პოლიტიკური ბუნკერია, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გაიტანს

ირმა ინაშვილი - სააკაშვილ-ბოკერიები და კობახიძე-მდინარაძეები ერთი პოლიტიკური ბუნკერია, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გაიტანს

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

„კობახიძისგან გავიგეთ, რომ ჩვენ და „ნაცმოძრაობა“, თურმე, ერთი მედლის ორი ბნელი მხარე ვყოფილვართ. მე მესმის, რომ კობახიძეს არც სინდისი გააჩნია და არც ზნეობა. ის ყველაფრის მკადრებელ მოლაყბედ გადაიქცა, მაგრამ მაინც ვპასუხობ: დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და დიდი სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა პარლამენტის თავმჯდომარე. სააკაშვილ-ბოკერიები და კობახიძე-მდინარაძეები ჩემთვის და საზოგადოებისთვის ერთი პოლიტიკური ბუნკერია, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გაიტანს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

(R)

„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს