ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული რაოდენობა საქართველოში აპრილის შუა რიცხვების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან შეხება არ ჰქონდა - რას აცხადებენ "ნიკორაში"

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

თბილისში, "ნიკორას" მაღაზიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა