ავტორი:

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

საქართველოში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი "ფეისბუქის" გვერდზე სკოლის პერიოდის ამბავს იხსენებს და წერს, რომ ეს ამბავი მის საპირველსექტემბრო ისტორიებს შორის "ყველაზე ლამაზია".

"სკოლის პერიოდიდან ფოტოები არ მაქვს, მაგრამ მაქვს ფოტოები ჩემს შვილებთან ერთად. ჩემი ყველაზე ლამაზი საპირველსექტემბრო ისტორია კი ასეთია:

რადგანაც შერეული სისხლი მაქვს, დედამ და ქართველმა ბაბუამ ქართულ სკოლაში წამიყვანა. როცა უკვე სკოლაში უნდა მივსულიყავი, მამაჩემი გამოჩნდა, ნათელში იყოს, მხარზე შემისვა და ერთი სკოლიდან მეორე - რუსულ სკოლაში შემიყვანა.

მან სუფთა სისხლის ქართველმა, რომელსაც ამ ერის საუკეთესო თვისებები ჰქონდა, დაბნეულ დედას და ნათესავებს უთხრა: "მე არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი კეკელკა გაიზარდოს, ქართულ კულტურას ის ისედაც შეისრუტავს, რუსული კულტურა კი მას ცნობიერების უფრო ფართო დიაპაზონს მისცემს და მსოფლიოს რუსულენოვანი სამყაროს თვალით დაანახებს.“

ამგვარად, მამამ დამტოვა რუსულ სკოლაში და რომ არა ის პირველი სექტემბერი, ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად განვითარდებოდა“,- წერს თინა.