სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
"იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

რო­გორც ჩანს, იმ­დე­ნად ბრიყ­ვია ეს შეშ­ლი­ლი მა­ნი­ა­კი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბი­ლი, რომ მას ჰგო­ნია, ქარ­თველ ხალ­ხს კვლა­ვაც მო­ა­ტყუ­ებს. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში! დღეს, სხვა რე­ა­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­დეო მი­მარ­თვას, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბო­დიშ­სა და მის გულ­წრფე­ლო­ბას ხალ­ხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს.

"ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და ამ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მკი­თხეთ, გე­ტყვით ჩემს მო­საზ­რე­ბას. რა თქმა უნდა, მის გულ­წრფე­ლო­ბას არა­მარ­ტო მე, არა­მედ, ალ­ბათ, მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა კი­თხვის ნიშ­ნიშ ქვეშ ვა­ყე­ნებთ - ვი­თომ ამ ბო­დი­შის მოხ­დას. სა­ერ­თოდ მისი ყვე­ლა სი­ტყვა არის სიც­რუ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა თავი დაგ­ვა­მახ­სოვ­რა, რო­გორც ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო მთა­ვარ­სარ­დალ­მა. მე ამას ვი­ტყვი ამ ჯა­რის პო­ზი­ცი­ი­დან. ის აგ­ვის­ტოს ომის დროს ჩვენ ვი­ხი­ლეთ მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი. ყვე­ლა­ზე მში­შა­რა, მხდა­ლი მთა­ვარ­სარ­დლის მა­გა­ლი­თი და­უ­ტო­ვა თა­ვის გუნ­დის წევ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ბო­დიშს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ის აქამ­დე ჯი­უ­ტად აცხა­დებ­და, რომ მას და მის კრი­მი­ნა­ლურ, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გუნდს არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ აღი­ა­რე­ბა ამ 8 წლის თავ­ზე, თით­ქოს ეს იყო შეც­დო­მე­ბი. ეს არ იყო შეც­დო­მე­ბი, ეს იყო უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე, შე­იძ­ლე­ბა ასე გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად ით­ქვას. და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის არა­თუ ბო­დიშს, არა­მედ სას­ჯელს იხ­დი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში.

სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წევს სას­ჯე­ლის მოხ­და, ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა იგი. და­ნარ­ჩე­ნი არის ტყუ­ი­ლი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­ნევ­რე­ბი. მე ვიცი და და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მისი როლი პრაქ­ტი­კუ­ლად, არის ნუ­ლის ტოლ­ფა­სი. მას დღე-დღე­ზე გა­მო­აგ­დე­ბენ იქი­დან, ისე­ვე რო­გორც გა­აგ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით, 1 თუ 2 წლის წინ. ჩვენ მა­შინ მო­რიგ ჯერ­ზე ვი­ხი­ლეთ სირ­ცხვი­ლი - ჯერ ერთი, სა­კუ­თა­რი ნე­ბით დათ­მო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა კაც­მა, რო­მე­ლიც 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო პრე­ზი­დენ­ტი.

ვიცი, რომ მას და მისი გუნ­დის წევ­რებს პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­უ­ნულ­დათ პო­ზი­ცი­ე­ბი. კი­დევ ერთი მო­რი­გი უშე­დე­გო მცდე­ლო­ბაა, რომ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის. რა­ტომ?! რო­გორც ჩანს, იმ­დე­ნად ბრიყ­ვია ეს შეშ­ლი­ლი მა­ნი­ა­კი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბი­ლი, რომ მას ჰგო­ნია, ქარ­თველ ხალ­ხს კვლა­ვაც მო­ა­ტყუ­ებს. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში! დღეს, სხვა რე­ა­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ამომ­რჩევ­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად აფა­სე­ბენ, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ისე მის და­ნა­ტო­ვარს და ზო­გა­დად, მის ცრუ და­პი­რე­ბეს. მას და მის გუნდს ასე­ვე მო­უ­წევთთ­ვა­ლი გა­უს­წო­რონ ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბას.სულ ტყუ­ი­ლად ცდი­ლო­ბენ ამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ თავი იმარ­თლონ, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

ამ დროს კარ­გად გვეს­მის, რომ სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც 300 000 ქარ­თვე­ლი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ა­სა­მარ­თლა, ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ბიზ­ნე­სი წა­არ­თვა, და­უნ­გრია ოჯა­ხე­ბი, და­ხო­ცა ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩა­ში. რო­გორც ყვე­ლა­ზე დიდი კრი­მი­ნა­ლი ისე იქ­ცე­ო­და მისი მმარ­თვე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო მმარ­თვე­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­თუ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, არა­მედ პი­ლი­ტი­კა­შიც ვერ გა­ჩერ­დე­ბი­ან. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის, ამომ­რჩევ­ლე­ბის, ჩვე­ნი სა­ერ­თო ამო­ცა­ნა უნდა გახ­დეს ამ დესტრუქ­ცი­უ­ლი, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ძა­ლის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მისი ბე­ლა­დის, სა­ა­კაშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნა მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან. ამას ჩვენ გა­ვა­კე­თებთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დორმიდონტ
48

დიდო ამირსპასალარო! სრულებით გეთანხმებით უკრაინის "აღმაშენებლის", ყოფილის შეფასებებში!!! მაგრამ თქვენმა ქოცნებამ, რა გააკეთეთ იმისათვის,რომ ნაცების და მათი, ფარული თუ აშკარა სატელიტების ხსენება მოგესპოთ საქართველოში???? არაფერიიიი!!! თქვენ ხალხი ბრიყვები გგონიათ და სინამდვილეში კი პირიქითაა, პირიქით!!!

აპრუ წუწუ
9

დაოკდით , დაოკდიით. მომსვლელი მოვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

როგორც ჩანს, იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში! დღეს, სხვა რეალობაა საქართველოში,- ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას, რომ ის საქართველოში ბრუნდება.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის ბოდიშსა და მის გულწრფელობას ხალხი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"ნამდვილად არ მინდოდა ამ ადამიანზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, გეტყვით ჩემს მოსაზრებას. რა თქმა უნდა, მის გულწრფელობას არამარტო მე, არამედ, ალბათ, მთელი მოსახლეობა კითხვის ნიშნიშ ქვეშ ვაყენებთ - ვითომ ამ ბოდიშის მოხდას. საერთოდ მისი ყველა სიტყვა არის სიცრუის დემონსტრირება. სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა. მე ამას ვიტყვი ამ ჯარის პოზიციიდან. ის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ყველაზე მშიშარა, მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავის გუნდის წევრებს.

რაც შეეხება მის ბოდიშს, პრაქტიკულად, ის აქამდე ჯიუტად აცხადებდა, რომ მას და მის კრიმინალურ, დანაშაულებრივ გუნდს არაფერი ჩაუდენია. ჩვენ მოვისმინეთ აღიარება ამ 8 წლის თავზე, თითქოს ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო უმძიმესი დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების, კაცობრიობის წინაშე, შეიძლება ასე განზოგადებულად ითქვას. დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოებში.

სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება იგი. დანარჩენი არის ტყუილი, წინასაარჩევნო მანევრები. მე ვიცი და დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ უკრაინაში მისი როლი პრაქტიკულად, არის ნულის ტოლფასი. მას დღე-დღეზე გამოაგდებენ იქიდან, ისევე როგორც გააგდეს დაახლოებით, 1 თუ 2 წლის წინ. ჩვენ მაშინ მორიგ ჯერზე ვიხილეთ სირცხვილი - ჯერ ერთი, საკუთარი ნებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა კაცმა, რომელიც 8 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი.

ვიცი, რომ მას და მისი გუნდის წევრებს პრაქტიკულად, გაუნულდათ პოზიციები. კიდევ ერთი მორიგი უშედეგო მცდელობაა, რომ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოქალაქეების. რატომ?! როგორც ჩანს, იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში! დღეს, სხვა რეალობაა საქართველოში და ჩვენი მოქალაქეები, ამომრჩევლები ძალიან კარგად აფასებენ, როგორც სააკაშვილის მემკვიდრეობას, ისე მის დანატოვარს და ზოგადად, მის ცრუ დაპირებეს. მას და მის გუნდს ასევე მოუწევთთვალი გაუსწორონ ამ მწარე რეალობას.სულ ტყუილად ცდილობენ ამ 8 წლის განმავლობაში, რომ თავი იმართლონ, თითქოს არაფერი მომხდარა.

ამ დროს კარგად გვესმის, რომ სწორედ სააკაშვილი იყო, რომელმაც 300 000 ქართველი, ჩვენი მოქალაქეები გაასამართლა, ათასობით ადამიანს ბიზნესი წაართვა, დაუნგრია ოჯახები, დახოცა ახალგაზრდები ქუჩაში. როგორც ყველაზე დიდი კრიმინალი ისე იქცეოდა მისი მმართველობის განმავლობაში. ასეთი სამარცხვინო მმართველები ჩვენს ქვეყანაში არათუ დაბრუნდებიან, არამედ პილიტიკაშიც ვერ გაჩერდებიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ამომრჩევლების, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა გახდეს ამ დესტრუქციული, მოღალატეობრივი ძალის, "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ბელადის, სააკაშვილის გაყვანა მთლიანად პოლიტიკური ველიდან. ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნების შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის გაპრემიერებას და რა მოვლენებს პროგნოზირებენ: "ოცნებაში" დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან"