საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა
სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

31 აგ­ვის­ტო "ხალ­ხის პრინ­ცე­სას“, და­ი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა. ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რია, რო­მელ­მაც პრინ­ცე­სა იმ­სხვერ­პლა და რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეძ­რა, 1997 წელს მოხ­და. და­ი­ა­ნა იმ იშ­ვი­ათ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის გუ­ლებ­ში სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც აგ­რძე­ლე­ბენ სი­ცო­ცხლეს.

ძნე­ლად იპო­ვით მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ისე შეძ­ლო თა­ვის შეყ­ვა­რე­ბა, რო­გორც დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცე­სამ. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ის უყ­ვართ არა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­ლებს, არა­მედ მსოფ­ლიო ყვე­ლა კუ­თხე­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს.

და­ი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით Good Morning Britain-მა პრინ­ცე­სა გა­იხ­სე­ნა და მის უკა­ნას­კნელ წუ­თებ­ზე იმ მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­მა ისა­უბ­რა, რო­მელ­მაც ლედი დი ავა­რი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნა.

ფრან­გი მაშ­ვე­ლი ხა­ვი­ერ გორ­მე­ლო­ნი იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ პრინ­ცე­სას გა­დარ­ჩე­ნას.

მისი თქმით, მაშ­ვე­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, თუ ვინ იყო ავ­ტო­მო­ბილ­ში.

"არა­ვინ იცო­და, რომ მან­ქა­ნა­ში პრინ­ცე­სა იყო, ქერა ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე“, - ამ­ბობს ხა­ვი­ე­რი და ლედი დის უკა­ნას­კნელ სი­ტყვებს იხ­სე­ნებს.

"მან შე­მომ­ხე­და და თქვა, "ღმერ­თო ჩემო, რა მოხ­და?“ აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და მე მის დამ­შვი­დე­ბას ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ გო­ნე­ბა და­კარ­გა.

შემ­დეგ ჩვენ ის გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ მან­ქა­ნი­დან და სა­კა­ცე­ზე მო­ვა­თავ­სეთ. 20 წამ­ში გონს მო­ვი­და, თუმ­ცა მალე კო­მა­ში ჩა­ვარ­და“, - იხ­სე­ნებს ხა­ვი­ე­რი.

და­ი­ა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 31 აგ­ვის­ტოს ღა­მის 4:00 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ედიკა
11

მოასვენეთ ის ქალი საფლავში, სწორედ ჟურნალისტების დევნას შეეწირა! დაიანა, დაიანა, სიცოცხლე გაუმწარეს, სიცოცხლეშივე და ეხლაც არ ასვენებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

31 აგვისტო "ხალხის პრინცესას“, დაიანას გარდაცვალების დღეა. ტრაგიკული ავტოავარია, რომელმაც პრინცესა იმსხვერპლა და რომელმაც მსოფლიო შეძრა, 1997 წელს მოხდა. დაიანა იმ იშვიათ ადამიანთა შორისაა, რომლებიც ხალხის გულებში სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს.

ძნელად იპოვით მსოფლიოს ისტორიაში ადამიანს, რომელმაც საზოგადოებისთვის ისე შეძლო თავის შეყვარება, როგორც დიდი ბრიტანეთის პრინცესამ. საინტერესო ისაა, რომ ის უყვართ არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ მსოფლიო ყველა კუთხეში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

დაიანას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით Good Morning Britain-მა პრინცესა გაიხსენა და მის უკანასკნელ წუთებზე იმ მეხანძრე-მაშველმა ისაუბრა, რომელმაც ლედი დი ავარიაში მოხვედრის შემდეგ, ავტომობილიდან გადმოიყვანა.

ფრანგი მაშველი ხავიერ გორმელონი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პრინცესას გადარჩენას.

მისი თქმით, მაშველებმა არ იცოდნენ, თუ ვინ იყო ავტომობილში.

"არავინ იცოდა, რომ მანქანაში პრინცესა იყო, ქერა ადამიანი დავინახე“, - ამბობს ხავიერი და ლედი დის უკანასკნელ სიტყვებს იხსენებს.

"მან შემომხედა და თქვა, "ღმერთო ჩემო, რა მოხდა?“ აღელვებული იყო და მე მის დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ გონება დაკარგა.

შემდეგ ჩვენ ის გამოვიყვანეთ მანქანიდან და საკაცეზე მოვათავსეთ. 20 წამში გონს მოვიდა, თუმცა მალე კომაში ჩავარდა“, - იხსენებს ხავიერი.

დაიანა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 31 აგვისტოს ღამის 4:00 საათზე გარდაიცვალა.

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)