სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერლობა, როგორც ამ სამყაროსგან განრიდების საუკეთესო საშუალება - ქარდა ქარდუხის საკმაოდ რთული და საინტერესო სამწერლობო გზა
მწერლობა, როგორც ამ სამყაროსგან განრიდების საუკეთესო საშუალება - ქარდა ქარდუხის საკმაოდ რთული და საინტერესო სამწერლობო გზა

“მო­დით და ერ­თად ვე­ძე­ბოთ ნამ­დვი­ლი, უკე­თე­სი სამ­ყა­რო“, - მო­უ­წო­დებს მკი­თხველს მწე­რა­ლი ქარ­და ქარ­დუ­ხი, რომ­ლის ახა­ლი რო­მა­ნიც "ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი" წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე სულ მალე გა­მოჩ­ნდე­ბა.

სწო­რედ უკე­თე­სი სამ­ყა­როს ძებ­ნის სურ­ვი­ლი, მა­რა­დი­უ­ლის ძი­ე­ბის მო­უ­შო­რე­ბე­ლი გან­ცდა, შეგ­რძნე­ბა იმი­სა, რომ არც ჩვენ და არც ეს თვალ­შე­უდ­გა­მი სამ­ყა­რო არაა მხო­ლოდ ის, რაც ჩანს, და სი­ნამ­დვი­ლე­ში, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი და დი­დე­ბუ­ლია, - ყო­ვე­ლი­ვე ეს გახ­და ინ­სპი­რა­ცია ავ­ტო­რის­თვის, რომ წერა და­ე­წყო. წლე­ბის წინ, სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით აქ­ვეყ­ნებ­და ნა­წე­რებ­სა და თარ­გმა­ნებს, ამ­ჯე­რად კი ფსევ­დო­ნი­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ფრი­დონ ქარ­და­ვა იგი­ვე ქარ­და ქარ­დუ­ხი არა­ერ­თი მო­თხრო­ბი­სა და თარ­გამ­ნის ავ­ტო­რი და ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. ამ­ჯე­რად, ის კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად, თა­ვად მწე­რა­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

„რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე, მო­თხრო­ბებ­სა და რო­მა­ნებს ვწერთ. ხუმ­რო­ბით კი ვამ­ბობ, თუმ­ცა მარ­თლაც ასეა. თით­ქოს­და, გა­სათ­ქმე­ლად არ გვე­მე­ტე­ბა ხოლ­მე სა­ინ­ტე­რე­სო რამე თუ გვაქვს, სა­დღაც გო­ნე­ბი­სა თუ სუ­ლის ღრან­ტე­ებ­ში. უბა­ლოდ რომ გი­თხრათ, ვარ აფხა­ზე­თი­დან, გუ­მის­თის ხე­ო­ბაა ჩემი ოდა­ბა­დე და და­კარ­გუ­ლი სა­მო­თხე, რომ­ლის ძი­ე­ბა­ში ვიქ­ნე­ბი(თ) ალ­ბათ ბო­ლომ­დე, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­სა თუ მწერ­ლო­ბა­ში. ამას წი­ნათ, სა­ინ­ტერ­სოდ მეჩ­ვე­ნა ის ფაქ­ტი, რო­დე­საც ჩემი სოფ­ლის, სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შრო­მას მო­ნიშ­ვნა მინ­დო­და "ფე­ის­ბუქ­ში", არაფ­რით არ მომ­ცა ინ­ტერ­ნეტ­მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. უკვე გა­და­ურ­ქმე­ვი­ათ მის­თვის სა­ხე­ლი და „გუმა“-თია აღ­ნიშ­ნუ­ლი. თით­ქოს მის­ტი­კუ­რი­აო, ჩემს რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა­ში სწო­რედ ამ სა­ხე­ლით მაქვს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ეს არე­ა­ლი. მათ ეს ქარ­თუ­ლი კვა­ლის წა­საშ­ლე­ლად გა­ა­კე­თეს ალ­ბათ და არ აკ­ვირ­დე­ბი­ან, სწო­რედ უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტო­პო­ნი­მი რო­მაა გუ­მა­ცა და გუ­მის­თაც. გა­ვი­ზარ­დე და სკო­ლა და­ვამ­თავ­რე იქვე. სო­ხუმ­ში და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სი, მერე იყო მა­შინ ვე­რაფ­რით ვერ­გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ომი და ჯა­რის­კა­ცო­ბის პე­რი­ო­დი, შემ­დეგ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი, უკვე რომ გგო­ნია, ვე­ღა­რა­სო­დეს ვერ წა­მოდ­გე­ბი, ისე­თი და­მარ­ცხე­ბა... მე­ო­რე კურ­სი ბა­თუმ­ში, და­ნარ­ჩე­ნი უკვე თბი­ლის­ში აღ­დგე­ნილ თსუ-ის სო­ხუ­მის ფი­ლი­ალ­ში. და ამ ბო­რი­ა­ლი­დან, ერ­თა­დერ­თი სა­სი­კე­თო შე­დე­გი - უამ­რა­ვი კარ­გი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა და შე­ძე­ნა, მათ შო­რის მე­გობ­რე­ბის.“

წერა საკ­მა­ოდ ადრე და­ი­წყეთ. რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ იმ პე­რი­ოდს, რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბო­დით პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დროს?

მარ­თა­ლი გი­თხრათ, ადრე და­წყე­ბა არ გა­მო­დის. გა­აზ­რე­ბუ­ლად წერა და­ვი­წყე პირ­ველ კურ­სზე რომ ვი­ყა­ვი. სწო­რედ მა­შინ, 1991 წლის დე­კემ­ბერ­ში, რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რო­დე­საც თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თარ თავს ხვრეტ­და, სწო­რედ მა­შინ მო­მაწ­ვა გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი წა­დი­ლი, რომ ამ რე­ა­ლო­ბას რო­გორ­მე გავ­ცლო­დი. ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა კი, სხვა სამ­ყა­რო­ში გა­და­სახ­ლე­ბის სუ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, იყო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა თუ თა­ვის შე­ფა­რე­ბა. და და­ვი­წყე წერა რა­ღაც არა­ამ­ქვეყ­ნი­ურ ამ­ბავ­ზე, ფან­ტას­ტი­კის ჟანრ­ში, თუ რო­გორ მი­დი­ან დე­და­მი­წი­დან ბავ­შვე­ბი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ზე­ცა­ში, პა­რა­ლე­ლურ ცთო­მილ­ზე. უშ­ვე­ლე­ბე­ლი რო­მა­ნი გა­მო­მი­ვი­და. „ვარ­სკვლავ­მორ­ბე­დი“ ერ­ქვა. ალ­ბათ, ოდეს­მე მი­ვუბ­რუნ­დე­ბი და შე­იძ­ლე­ბა სიყ­მაწ­ვი­ლის შთა­გო­ნე­ბას უკვე თით­ქოს საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა რომ და­ვა­მა­ტო, იქ­ნე­ბა და არ გა­მო­ვი­დეს ური­გო რამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, ჩემი პირ­ვე­ლი ნა­წე­რი, რო­მე­ლიც და­ი­ბეჭ­და, იყო პა­ტა­რა ნო­ვე­ლა-ჩა­ნა­ხა­ტი, „აღელ­დი პონ­ტო“, ბა­თუმ­ში, გა­ზეთ „აჭა­რა­ში“, პო­ე­ტის, ქალ­ბა­ტონ ჟუ­ჟუ­ნა ხა­ჯიშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით - აფხა­ზეთ­და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ემო­ცი­უ­რი აღ­სა­რე­ბა. პირ­ველ რო­მანს „ძაფ­ზე მო­ფარ­ფა­ტე სული“, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ოც­რად ძნე­ლი ბედი ერგო. წლო­ბით დავ­დი­ო­დი და და­ვათ­რევ­დი ხელ­ნა­წერს. მერე იყო­და „მნა­თობს“ ავუ­ტა­ლა­ხე კარი და ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ცხო­ნე­ბულ­მა თა­მაზ ჭი­ლა­ძემ მო­ი­წო­ნა და და­ბეჭ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან შეკ­ვე­ცი­ლად, მო­თხრო­ბის სა­ხით... მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ჭა­ბუ­კუ­რი სურ­ვი­ლი, რომ მა­ინც გა­მი­ხარ­და, რე­ა­ლუ­რად, სრუ­ლი სა­ხით კი მხო­ლოდ ათი წლის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა. დი­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, მწე­რალ­მა და რე­დაქ­ტორ­მა როს­ტომ ჩხე­ი­ძემ და­ბეჭ­და გაგ­რძე­ლე­ბე­ბით ჟურ­ნალ­ში „ჩვე­ნი მწერ­ლო­ბა“, შემ­დეგ მი­სი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ი­თა და რე­დაქ­ტო­რო­ბით „სა­უნ­ჯემ“ გა­მოს­ცა წიგ­ნად 2013 წელს. ზო­გა­დად, სა­ოც­რად ძნე­ლად მი­დი­ო­და ჩემ­თვის წიგ­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პრო­ცე­სი, თუმ­ცა ამა­ში გა­მო­ნაკ­ლისს ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ვად­გენ და შე­მოქ­მედ­თა 99 % -ს, ასე­ვე, ძნე­ლად მის­დის წიგ­ნის გა­მო­ცე­მის საქ­მე, უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან­ვე.

მოკ­ლედ, რო­მა­ნი­ვით ძნე­ლი ბედი ერგო ჩემს თარ­გმან­საც „სფუნ რი­ვე­რის ან­თო­ლო­გია“. ისიც როს­ტომ ჩხე­ი­ძის თავ­გა­მო­დე­ბით იბეჭ­დე­ბო­და მა­შინ ჯე­რაც ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ზეთ „ჩვენს მწერ­ლო­ბა­ში“, შემ­დეგ 2005 წელს ვახ­ტანგ ღლონ­ტის თავ­გა­მო­დე­ბი­თა და ბად­რი თევ­ზა­ძის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ი­ცა ბა­თუმ­ში, ოღონდ სა­სა­ჩუქ­რე ეგ­ზემპლა­რე­ბად და ძი­რი­თა­დად, მე­გობ­რებ­ში და­ვა­ბან­დე. ბიბ­ლი­ო­თე­კებ­საც და­უ­რიგ­დათ, მაგ­რამ მა­ინც ხინ­ჯად დამ­რჩა, რომ ფარ­თო მკი­თხვე­ლამ­დე ვერ მი­აღ­წია-მეთ­ქი თით­ქოს ედ­გარ ლი მას­ტერ­სის ამ გე­ნი­ა­ლურ­მა პო­ე­მამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფსევ­დო­ნი­მით გიც­ნობთ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ასე და რა დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია თქვე­ნი ფსევ­დო­ნი­მი?

მარ­თა­ლი გი­თხრათ, ად­ვი­ლად არ გა­და­მი­წყვე­ტია, უკვე და­ბეჭ­დი­ლი მქონ­და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით მო­თხრო­ბე­ბი­ცა და თარ­გმა­ნე­ბიც. აბა რა გი­თხრათ, რა­ტომ­ღაც ვი­ფიქ­რე რომ ახალ სამ­ყა­რო­ში, რა­საც მწერ­ლო­ბა ჰქვია, ახა­ლი სა­ხე­ლით ჯობ­და შეს­ვლა. ბა­თუმ­ში პო­ეტ­მა ჟუ­ჟუ­ნა ხა­ჯიშ­ვილ­მა შე­მარ­ქვა ჩემი სი­ჭა­ბუ­კის რო­მა­ნის „ვარ­სკვლავ­მორ­ბე­დის“ მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლი და მე­გობ­რე­ბის­თვის ისე­დაც ქარ­და ვი­ყა­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა „ქარ­დუხს“, ჩემ­მა­ვე გვარ­მა, ქარ­და­ვამ და რა­ღაც ში­ნა­გან­მა ხმამ მი­მაგ­დო ეტყო­ბა ქარ­დუხ­თა ტომ­თან. რაც უნდა თა­ნა­მედ­რო­ვედ და მო­დერ­ნის­ტუ­ლად მოგვქონ­დეს თავი, მა­ინც ყვე­ლა ჩვენ­გან­შია ეტყო­ბა „ქალ­დე­ას მო­ნატ­რე­ბა“.

ახ­ლა­ხან გა­ი­მარ­ჯვეთ კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ და რამ­დე­ნად ელო­დით გა­მარ­ჯვე­ბას?

რუს­თველ­თა­ნაა, ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი კაცი ამოს­ძა­ხებს შვე­ლის აღმთქმელს „არ გე­ლო­დე, სად გა­გექ­ცე, სად წა­ვი­დე?“-ო, სხვა რა უნდა მექ­ნა?! მოკ­ლედ, თით­ქმის ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან მქონ­და მი­წერ-მო­წე­რა, უფრო სწო­რად, ძი­რი­თა­დად - მი­წე­რა; უმე­ტე­სო­ბის­გან არ არის ხოლ­მე პა­სუ­ხი, ან გწე­რენ, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეო და მერე იძი­რე­ბი­ან მდუ­მა­რე­ბა­ში. სე­რი­ო­ზულ გა­მომ­ცემ­ლო­ბას კი, ჩემი აზ­რით, სწო­რედ უა­რის თქმა უნდა შე­ეძ­ლოს ღირ­სე­უ­ლად. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი რე­დაქ­ტო­რი და გა­მომ­ცე­მე­ლი გა­მო­მეხ­მა­უ­რა და მი­თხრა, რომ არ შე­უძ­ლი­ათ, მხო­ლოდ თვით­და­ფი­ნან­სე­ბით თუ ახერ­ხე­ბენ გა­მო­ცე­მას. "პა­ლიტ­რა L-დან" მომ­წე­რეს რომ, კონ­კურ­სის ახალ სე­ზონს იწყებ­დნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი ამ რო­მა­ნის გა­მო­ცე­მის­თვის ბრძო­ლით, ლა­მის გუ­ლიც კი მქონ­და უკვე აც­რუ­ე­ბუ­ლი და ვთქვი, რას ვკარ­გავ-მეთ­ქი?!

ვე­ლო­დი თუ არა გა­მარ­ჯვე­ბას? იმე­დი, რა თქმა უნდა, მქონ­და, ცოტა, სხვა­ნა­ი­რად, მარ­თლაც არ ექ­ნე­ბო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აზრი. თან, ერ­თი­ცაა, უკვე აღარ ვარ ბავ­შვი და საკ­მა­ოდ და­მიგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა. მარ­თლაც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბო­ლომ­დე ბრძო­ლა, მწე­რა­ლი გან­წი­რუ­ლია ბო­ლომ­დე საბ­რძოლ­ვე­ლად, კიპ­ლინგს აქვს თა­ვის გე­ნი­ა­ლურ ლექსში „თუ“:

...თუ შეგ­წევს ძალა გუ­ლის ფეთ­ქვა, კუნ­თი და ძარ­ღვი

ვერ იგ­რძნო, მაგ­რამ მო­იხ­მა­რო რო­გორ­ღაც მარ­ჯვედ...

მოკ­ლედ, გუ­ლის ფეთ­ქვა რომ შე­ჩერ­დე­ბა, არც მა­შინ უნდა და­ნებ­დე ეტყო­ბა.

ხალ­ხი­სა და ჟი­უ­რის ერ­თობ­ლი­ვი რჩე­უ­ლი გახ­დით. რას ნიშ­ნავს ეს ფაქ­ტი თქვენ­თვის?

წიგ­ნის გა­მო­ცე­მის­კენ გა­დად­გმულ საკ­მა­ოდ დიდ ნა­ბიჯს... და ვე­ბერ­თე­ლა ტვირთს, რომ­ლის და­დე­ბი­თი მხა­რე ისაა, რომ გეხ­მა­რე­ბა, არ ამ­ჩატ­დე, რო­გორც ჩქა­რი მდი­ნა­რის გა­დას­ვლი­სას ატა­ცე­ბუ­ლი მძი­მე ლოდი.

რა­ზეა თქვე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი და რას უნდა ელო­დოს მის­გან მკი­თხვე­ლი?

რა თქა უნდა, სიყ­ვა­რულ­ზე, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ მა­რა­დი­ულ თე­მა­ზე, რა­საც სუ­ლი­სა და ხორ­ცის ჭი­დი­ლი ან თით­ქმის მი­უღ­წე­ვე­ლი ჰარ­მო­ნია ქვია... სი­უ­ჟე­ტი სა­თავ­გა­და­სავ­ლოა: აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე ჩა­დის ხმელ­თა­შუა ზღვის აქამ­დე ვერ­მიკ­ვლე­ულ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ „გუ­ლან­შა­რო­ში“ და იქ მისი და მისი ახალ­შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზა, ამ გზის ერთი მო­ნაკ­ვე­თია აღ­წე­რი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფის ალუ­ზი­ი­თა და ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის გმი­რე­ბის ქვეც­ნო­ბი­ე­რი თან­დევ­ნით. მკი­თხვე­ლი, ისე­ვე რო­გორც ავ­ტო­რი, მის­გან უნდა ელო­დოს სიყ­ვა­რულ­სა და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის რა­ო­ბა­ზე უწყვეტ ფიქ­რს, სა­დღაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ძი­ე­ბი­სას.

წე­რის დროს კონ­კრე­ტულ ის­ტო­რი­ებ­სა და ამ­ბებს იყე­ნებთ?

დიახ, ყო­ველ ნა­წარ­მო­ებს კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბა­ვი თუ ის­ტო­რია წა­მო­მა­წყე­ბი­ნებს ხოლ­მე. თუმ­ცა ეს ამ­ბე­ბი და ის­ტო­რი­ე­ბი ფორ­მის­თვი­საა, ალ­ბათ, უფრო, რო­გორც სხე­უ­ლი სუ­ლის­თვის. ზე­მოთ ვახ­სე­ნე, ძი­რი­თა­დად, სა­კუ­თა­რი სუ­ლის ღრან­ტე­ებ­ში ვე­ძებ სა­წერს. წე­რის პრო­ცე­სი ეჭვშე­უ­ტან­ლად საკ­რა­ლუ­რი რა­მაა ჩემ­თვის, არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც გრძნობ, რომ სამ­ყა­რო მთე­ლი თა­ვი­სი დი­დე­ბუ­ლე­ბით არ­სე­ბობს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სუ­ლის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­დე­საც ეჭვი არ შე­გაქვს ღვთის არ­სე­ბო­ბა­ში.

რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გეგ­მე­ბი?

ვფიქ­რობ, რომ აქამ­დე რაც და­მი­წე­რია და მი­თარ­გმნია და წა­მი­კი­თხავს - ყვე­ლა­ფე­რი იყო და არის მზა­დე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბის იმ მთა­ვა­რი რო­მა­ნის და­სა­წე­რად, რომ­ლის და­წყე­ბი­სა და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ,- თუ მარ­გუ­ნა ბედ­მა,- სა­ერ­თოდ არ შე­მაშ­ფო­თებს არც მის გა­მო­ცე­მა­ზე ფიქ­რი და არც ის, თუ რო­გორ მი­ი­ღე­ბენ მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

მწერლობა, როგორც ამ სამყაროსგან განრიდების საუკეთესო საშუალება - ქარდა ქარდუხის საკმაოდ რთული და საინტერესო სამწერლობო გზა

მწერლობა, როგორც ამ სამყაროსგან განრიდების საუკეთესო საშუალება - ქარდა ქარდუხის საკმაოდ რთული და საინტერესო სამწერლობო გზა

“მოდით და ერთად ვეძებოთ ნამდვილი, უკეთესი სამყარო“, - მოუწოდებს მკითხველს მწერალი ქარდა ქარდუხი, რომლის ახალი რომანიც "ჰერმესის დახლიდარები" წიგნის თაროებზე სულ მალე გამოჩნდება.

სწორედ უკეთესი სამყაროს ძებნის სურვილი, მარადიულის ძიების მოუშორებელი განცდა, შეგრძნება იმისა, რომ არც ჩვენ და არც ეს თვალშეუდგამი სამყარო არაა მხოლოდ ის, რაც ჩანს, და სინამდვილეში, გაცილებით უკეთესი და დიდებულია, - ყოველივე ეს გახდა ინსპირაცია ავტორისთვის, რომ წერა დაეწყო. წლების წინ, საკუთარი სახელით აქვეყნებდა ნაწერებსა და თარგმანებს, ამჯერად კი ფსევდონიმის გამოყენება გადაწყვიტა.

ფრიდონ ქარდავა იგივე ქარდა ქარდუხი არაერთი მოთხრობისა და თარგამნის ავტორი და ჯილდოს მფლობელია. ამჯერად, ის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ გამარჯვებული გახდა. საკუთარ თავზე უფრო დეტალურად, თავად მწერალი გვესაუბრება:

„როგორც წესი, საკუთარი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე, მოთხრობებსა და რომანებს ვწერთ. ხუმრობით კი ვამბობ, თუმცა მართლაც ასეა. თითქოსდა, გასათქმელად არ გვემეტება ხოლმე საინტერესო რამე თუ გვაქვს, სადღაც გონებისა თუ სულის ღრანტეებში. უბალოდ რომ გითხრათ, ვარ აფხაზეთიდან, გუმისთის ხეობაა ჩემი ოდაბადე და დაკარგული სამოთხე, რომლის ძიებაში ვიქნები(თ) ალბათ ბოლომდე, რეალურ ცხოვრებასა თუ მწერლობაში. ამას წინათ, საინტერსოდ მეჩვენა ის ფაქტი, როდესაც ჩემი სოფლის, სოხუმის რაიონის სოფელ შრომას მონიშვნა მინდოდა "ფეისბუქში", არაფრით არ მომცა ინტერნეტმა ამის საშუალება. უკვე გადაურქმევიათ მისთვის სახელი და „გუმა“-თია აღნიშნული. თითქოს მისტიკურიაო, ჩემს რამდენიმე მოთხრობაში სწორედ ამ სახელით მაქვს მოხსენიებული დაახლოებით ეს არეალი. მათ ეს ქართული კვალის წასაშლელად გააკეთეს ალბათ და არ აკვირდებიან, სწორედ უძველესი ქართული ტოპონიმი რომაა გუმაცა და გუმისთაც. გავიზარდე და სკოლა დავამთავრე იქვე. სოხუმში დავამთავრე უნივერსიტეტის პირველი კურსი, მერე იყო მაშინ ვერაფრით ვერგაცნობიერებული ომი და ჯარისკაცობის პერიოდი, შემდეგ წარმოუდგენლად რთული, უკვე რომ გგონია, ვეღარასოდეს ვერ წამოდგები, ისეთი დამარცხება... მეორე კურსი ბათუმში, დანარჩენი უკვე თბილისში აღდგენილ თსუ-ის სოხუმის ფილიალში. და ამ ბორიალიდან, ერთადერთი სასიკეთო შედეგი - უამრავი კარგი ადამიანის გაცნობა და შეძენა, მათ შორის მეგობრების.“

წერა საკმაოდ ადრე დაიწყეთ. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, რა სირთულეებს აწყდებოდით პირველი ნაწარმოებების გამოქვეყნების დროს?

მართალი გითხრათ, ადრე დაწყება არ გამოდის. გააზრებულად წერა დავიწყე პირველ კურსზე რომ ვიყავი. სწორედ მაშინ, 1991 წლის დეკემბერში, როდესაც ფიზიკურად ვერაფერს ვაკეთებდი, როდესაც თბილისში საქართველო საკუთარ თავს ხვრეტდა, სწორედ მაშინ მომაწვა გაუცნობიერებელი წადილი, რომ ამ რეალობას როგორმე გავცლოდი. ამის საუკეთესო საშუალება კი, სხვა სამყაროში გადასახლების სუკეთესო საშუალება, იყო ლიტერატურაში გაუჩინარება თუ თავის შეფარება. და დავიწყე წერა რაღაც არაამქვეყნიურ ამბავზე, ფანტასტიკის ჟანრში, თუ როგორ მიდიან დედამიწიდან ბავშვები უცხოპლანეტელების დახმარებით ზეცაში, პარალელურ ცთომილზე. უშველებელი რომანი გამომივიდა. „ვარსკვლავმორბედი“ ერქვა. ალბათ, ოდესმე მივუბრუნდები და შეიძლება სიყმაწვილის შთაგონებას უკვე თითქოს საკმაო გამოცდილება რომ დავამატო, იქნება და არ გამოვიდეს ურიგო რამ.

რაც შეეხება გამოქვეყნებას, ჩემი პირველი ნაწერი, რომელიც დაიბეჭდა, იყო პატარა ნოველა-ჩანახატი, „აღელდი პონტო“, ბათუმში, გაზეთ „აჭარაში“, პოეტის, ქალბატონ ჟუჟუნა ხაჯიშვილის წარდგინებით - აფხაზეთდაკარგული ბიჭის ემოციური აღსარება. პირველ რომანს „ძაფზე მოფარფატე სული“, უნდა აღვნიშნო, რომ საოცრად ძნელი ბედი ერგო. წლობით დავდიოდი და დავათრევდი ხელნაწერს. მერე იყოდა „მნათობს“ ავუტალახე კარი და ჩემდა გასაოცრად, ცხონებულმა თამაზ ჭილაძემ მოიწონა და დაბეჭდა, თუმცა ძალიან შეკვეცილად, მოთხრობის სახით... მაგრამ იმდენად დიდი იყო გამოქვეყნების ჭაბუკური სურვილი, რომ მაინც გამიხარდა, რეალურად, სრული სახით კი მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოქვეყნდა. დიდებულმა ადამიანმა, მწერალმა და რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ დაბეჭდა გაგრძელებებით ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“, შემდეგ მისივე რეკომენდაციითა და რედაქტორობით „საუნჯემ“ გამოსცა წიგნად 2013 წელს. ზოგადად, საოცრად ძნელად მიდიოდა ჩემთვის წიგნების გამოქვეყნების პროცესი, თუმცა ამაში გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოვადგენ და შემოქმედთა 99 % -ს, ასევე, ძნელად მისდის წიგნის გამოცემის საქმე, უხსოვარი დროიდანვე.

მოკლედ, რომანივით ძნელი ბედი ერგო ჩემს თარგმანსაც „სფუნ რივერის ანთოლოგია“. ისიც როსტომ ჩხეიძის თავგამოდებით იბეჭდებოდა მაშინ ჯერაც ლიტერატურულ გაზეთ „ჩვენს მწერლობაში“, შემდეგ 2005 წელს ვახტანგ ღლონტის თავგამოდებითა და ბადრი თევზაძის რედაქტორობით გამოიცა ბათუმში, ოღონდ სასაჩუქრე ეგზემპლარებად და ძირითადად, მეგობრებში დავაბანდე. ბიბლიოთეკებსაც დაურიგდათ, მაგრამ მაინც ხინჯად დამრჩა, რომ ფართო მკითხველამდე ვერ მიაღწია-მეთქი თითქოს ედგარ ლი მასტერსის ამ გენიალურმა პოემამ.

საზოგადოება ფსევდონიმით გიცნობთ. რატომ გადაწყვიტეთ ასე და რა დატვირთვის მატარებელია თქვენი ფსევდონიმი?

მართალი გითხრათ, ადვილად არ გადამიწყვეტია, უკვე დაბეჭდილი მქონდა საკუთარი სახელით მოთხრობებიცა და თარგმანებიც. აბა რა გითხრათ, რატომღაც ვიფიქრე რომ ახალ სამყაროში, რასაც მწერლობა ჰქვია, ახალი სახელით ჯობდა შესვლა. ბათუმში პოეტმა ჟუჟუნა ხაჯიშვილმა შემარქვა ჩემი სიჭაბუკის რომანის „ვარსკვლავმორბედის“ მთავარი გმირის სახელი და მეგობრებისთვის ისედაც ქარდა ვიყავი. რაც შეეხება „ქარდუხს“, ჩემმავე გვარმა, ქარდავამ და რაღაც შინაგანმა ხმამ მიმაგდო ეტყობა ქარდუხთა ტომთან. რაც უნდა თანამედროვედ და მოდერნისტულად მოგვქონდეს თავი, მაინც ყველა ჩვენგანშია ეტყობა „ქალდეას მონატრება“.

ახლახან გაიმარჯვეთ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“. მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ და რამდენად ელოდით გამარჯვებას?

რუსთველთანაა, ჭაში ჩავარდნილი კაცი ამოსძახებს შველის აღმთქმელს „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“-ო, სხვა რა უნდა მექნა?! მოკლედ, თითქმის ყველა გამომცემლობასთან მქონდა მიწერ-მოწერა, უფრო სწორად, ძირითადად - მიწერა; უმეტესობისგან არ არის ხოლმე პასუხი, ან გწერენ, გამოგვიგზავნეო და მერე იძირებიან მდუმარებაში. სერიოზულ გამომცემლობას კი, ჩემი აზრით, სწორედ უარის თქმა უნდა შეეძლოს ღირსეულად. მხოლოდ რამდენიმე კეთილსინდისიერი რედაქტორი და გამომცემელი გამომეხმაურა და მითხრა, რომ არ შეუძლიათ, მხოლოდ თვითდაფინანსებით თუ ახერხებენ გამოცემას. "პალიტრა L-დან" მომწერეს რომ, კონკურსის ახალ სეზონს იწყებდნენ და მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. ძალიან გადაღლილი ვიყავი ამ რომანის გამოცემისთვის ბრძოლით, ლამის გულიც კი მქონდა უკვე აცრუებული და ვთქვი, რას ვკარგავ-მეთქი?!

ველოდი თუ არა გამარჯვებას? იმედი, რა თქმა უნდა, მქონდა, ცოტა, სხვანაირად, მართლაც არ ექნებოდა მონაწილეობას აზრი. თან, ერთიცაა, უკვე აღარ ვარ ბავშვი და საკმაოდ დამიგროვდა გამოცდილება. მართლაც, აუცილებელია ბოლომდე ბრძოლა, მწერალი განწირულია ბოლომდე საბრძოლველად, კიპლინგს აქვს თავის გენიალურ ლექსში „თუ“:

...თუ შეგწევს ძალა გულის ფეთქვა, კუნთი და ძარღვი

ვერ იგრძნო, მაგრამ მოიხმარო როგორღაც მარჯვედ...

მოკლედ, გულის ფეთქვა რომ შეჩერდება, არც მაშინ უნდა დანებდე ეტყობა.

ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეული გახდით. რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის?

წიგნის გამოცემისკენ გადადგმულ საკმაოდ დიდ ნაბიჯს... და ვებერთელა ტვირთს, რომლის დადებითი მხარე ისაა, რომ გეხმარება, არ ამჩატდე, როგორც ჩქარი მდინარის გადასვლისას ატაცებული მძიმე ლოდი.

რაზეა თქვენი ნაწარმოები და რას უნდა ელოდოს მისგან მკითხველი?

რა თქა უნდა, სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ქვია... სიუჟეტი სათავგადასავლოა: აფხაზეთის ომის მონაწილე ჩადის ხმელთაშუა ზღვის აქამდე ვერმიკვლეულ ნახევარკუნძულ „გულანშაროში“ და იქ მისი და მისი ახალშეძენილი მეგობრების ცხოვრებისეული გზა, ამ გზის ერთი მონაკვეთია აღწერილი, საქართველოს ყოფის ალუზიითა და ვეფხისტყაოსნის გმირების ქვეცნობიერი თანდევნით. მკითხველი, ისევე როგორც ავტორი, მისგან უნდა ელოდოს სიყვარულსა და ადამიანის სულის რაობაზე უწყვეტ ფიქრს, სადღაც გაუჩინარებული სამყაროს ძიებისას.

წერის დროს კონკრეტულ ისტორიებსა და ამბებს იყენებთ?

დიახ, ყოველ ნაწარმოებს კონკრეტული ამბავი თუ ისტორია წამომაწყებინებს ხოლმე. თუმცა ეს ამბები და ისტორიები ფორმისთვისაა, ალბათ, უფრო, როგორც სხეული სულისთვის. ზემოთ ვახსენე, ძირითადად, საკუთარი სულის ღრანტეებში ვეძებ საწერს. წერის პროცესი ეჭვშეუტანლად საკრალური რამაა ჩემთვის, არაამქვეყნიური მდგომარეობა, როდესაც გრძნობ, რომ სამყარო მთელი თავისი დიდებულებით არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, სულის ისეთი მდგომარეობა როდესაც ეჭვი არ შეგაქვს ღვთის არსებობაში.

როგორია თქვენი სამომავლო ლიტერატურული გეგმები?

ვფიქრობ, რომ აქამდე რაც დამიწერია და მითარგმნია და წამიკითხავს - ყველაფერი იყო და არის მზადება, ჩემი ცხოვრების იმ მთავარი რომანის დასაწერად, რომლის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ,- თუ მარგუნა ბედმა,- საერთოდ არ შემაშფოთებს არც მის გამოცემაზე ფიქრი და არც ის, თუ როგორ მიიღებენ მას.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

31 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ბიბლიის განმარტებების მე-13 ტომია ხელმისაწვდომი

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი 21-ე)