საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ" - რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე  "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან, რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში
"ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ" - რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე  "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან, რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში

სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა გა­მო­ცე­მა "დო­სი­ეს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ის­ვა შე­კი­თხვა:

  • შე­მო­დის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში კრემ­ლის ფული "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და იღებ­და თუ არა პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ხი­ფა­თო რჩე­ვებს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან?!

იმე­დია, ამ სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვლე­ვენ, მით უფრო, რომ "დო­სი­ეს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა უკვე შე­ი­ტა­ნა "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ".

  • ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "დო­სიე" - ეს არის ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის, მი­ხა­ილ ხო­დორ­კოვ­სკის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის "კრემ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რე­ბი­სა და მათი გა­რე­მოც­ვის" საქ­მი­ა­ნო­ბას.

რა წე­რია "დო­სი­ეს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში?

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის­თვის" კონ­სულ­ტან­ტად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი სერ­გეი მი­ხე­ე­ვი და მოს­კოვ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნია POLITSECRETS-ი;

ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვი

სერ­გეი მი­ხე­ევს კუ­რი­რე­ბენ გე­ნე­რალ ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (ФСБ) თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი ვა­ლე­რი მაქ­სი­მო­ვი და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს (ГРУ) ოფი­ცე­რი ვა­ლე­რი ჩერ­ნი­შო­ვი;

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის (СВР) გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვი თა­ვის მხრივ ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან არ­სე­ბულ სამ­მარ­თვე­ლოს და და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია მის გა­რე­მოც­ვას­თან.

ГРУ -ს ოფი­ცე­რი ვა­ლე­რი ჩერ­ნი­შო­ვი აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­სას

ამ­გვა­რი კავ­ში­რე­ბის აღ­წე­რი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ფონ­ზე "დო­სიე" წერს, რომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" მოს­კო­ველ კონ­სულ­ტან­ტებ­თან სა­უ­ბა­რი ჰქონ­და ორ და­სა­ფი­ნან­სე­ბელ პრო­ექ­ტზე: 2020 წლის და­სა­წყის­ში 700 ათას დო­ლა­რი­ან­ზე, ხოლო ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით - 8 მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ან­ზე. პირ­ვე­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, ხოლო მე­ო­რე - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის 4-თვი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტია, რო­მე­ლიც, წყა­როს თა­ნახ­მად, თა­ვად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" გა­და­აგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში. ეს თან­ხე­ბი უკვე მი­ი­ღო თუ არა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" ამა­ზე "დო­სიე" ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს წერს, თუმ­ცა 31 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნდა "დო­სი­ეს" კვლე­ვის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­სა­ლე­ბი უფრო კონ­კრე­ტუ­ლი რჩე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" რუსი ე.წ. კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან იღებს.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"დო­სი­ეს" პუბ­ლი­კა­ცია დრო­ში და­ემ­თხვა ირმა ინაშ­ვი­ლის გა­მო­უ­ცხა­დე­ბელ ვი­ზიტს არა­ა­ღი­ა­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თმა ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ინაშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატ­ში და მო­ი­თხო­ვა მისი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა.

ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ოპო­ნენ­ტთა შე­ტე­ვე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად მზა­დე­ბა­ში ირ­მას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ “ძველ მო­ე­დან­ზე” (ად­გი­ლი მოს­კოვ­ში, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია): გე­ნე­რალ ჩერ­ნო­ვის ქა­ღალ­დებ­ში არის თე­ზი­სე­ბი პრე­სა­ში გა­მოს­ვლე­ბის­თვის და წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი. ამას გარ­და "ძველ მო­ე­დან­ზე” და­ა­მუ­შა­ვეს არ­ჩევ­ნებ­ზე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის სა­ერ­თო გეგ­მა: "სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გია", აგი­ტა­ტო­რის "სა­მახ­სოვ­რო ფურ­ცე­ლი", "მუ­შა­ო­ბის გეგ­მა" და ა.შ.

"სტრა­ტე­გი­ა­ში" წარ­მოდ­გე­ნი­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სი:

  1. აგ­ვის­ტოს ბოლო-სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი: აჭა­რის მცხოვ­რებ­თა მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უვა­დო პი­კე­ტი­რე­ბა. მო­პი­კე­ტე­ებს შო­რის უნდა იყ­ვნენ რი­გი­თი მუ­შე­ბი, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს მუ­შა­კე­ბი, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად შე­უძ­ლე­ბა იყოს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ძმე­ბი მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის ბრძო­ლა­ში” ან სხვა ძალა, მათ შო­რის, ახ­ლად შექ­მნი­ლი აჭა­რის დაც­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი და ა.შ.
  2. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­თა აქ­ცია - "წა­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში!" - "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უწე­ვენ ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­დან ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში წაყ­ვა­ნის­თვის სახ­სრე­ბის შეგ­რო­ვე­ბას. შეგ­რო­ვი­ლი თან­ხე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა სას­კო­ლო ნაკ­რე­ბე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის: სკო­ლის ჩან­თე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, სა­ხა­ზა­ვე­ბი, პე­ნა­ლე­ბი, სა­წე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ა.შ. მო­ი­ზი­დე­ბა სპონ­სო­რუ­ლი სახ­სრე­ბი, რო­გორც საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (ფონ­დი “ობი­ექ­ტი­ვი”) ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის, თუ კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია - კან­დი­და­ტის პი­რა­დი სახ­სრე­ბი (ფრი­დონ ინ­ჯია).
  3. 8 სექ­ტემ­ბერს - ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბის დღეს - კონ­ფე­რენ­ცია პრე­სა­ში “სი­მარ­თლი­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის!”მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი სტუ­მა­რი - “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რი და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი - დის­კუ­სი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­დე­რა­ტო­რი სი­ტყვას ყვე­ლას რიგ­რი­გო­ბით აძ­ლევს. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სი­ტყვა ეძ­ლე­ვა დ. თარ­ხან-მო­უ­რავს, ის ჰყვე­ბა სამ­ხედ­რო მი­უმხრომ­ლო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე. და­სას­რულ, დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დერს თითო კი­თხვას უს­ვა­მენ.
  4. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა. ყვე­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, მათ შო­რის რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველს უნდა მი­ე­ცეს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” გა­მო­დის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­იხ­სნას სა­ზღვარ­გა­რეთ, მათ შო­რის რუ­სეთ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი.
  5. 28 აგ­ვის­ტო ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე ანუ მა­რი­ა­მო­ბა. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რე­ბი მი­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი დიდ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბის ჩუქ­ნის თა­ვის ხატს მო­ნას­ტერს. გა­და­ე­ცეს სა­ჩუ­ქა­რი - თასი ზი­ა­რე­ბის­თვის და სხვ.- მოს­კოვ­ში მო­ნას­ტერს ან ეკ­ლე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლის ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით - გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა არ­ჩი­ლის ხე­ლით (არ­ჩილ ჭყო­ი­ძე, პარ­ტია “ნე­იტ­რა­ლუ­რი ევ­რა­ზი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” _ “დო­სიე”). სა­პა­სუ­ხოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მოს­კოვ­ში ანა­ლო­გი­ურ სა­ჩუ­ქარს გა­დას­ცე­მენ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას, რო­გორც სამ­შობ­ლო მი­წის სიმ­ბო­ლოს. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის თემა: “მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა _ ეროვ­ნუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი”. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ლო­ცა­ვენ და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავს, მალ­ხაზ ამა­შუ­კელს, ირმა ინაშ­ვილს (...) არ­ჩევ­ნებ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­მუ­შაო გეგ­მი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვი­გოთ, რო­გორ აპი­რე­ბენ ისი­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში:

  • 5 სექ­ტემ­ბრამ­დე: მო­ი­ნა­ხოს ახალ­გაზ­რდა ბლო­გე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნახ­მა არი­ან ოფ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა­ზე, ჩა­ტარ­დეს ერ­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა პარ­ტაქ­ტივ­თან. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბლო­გე­რებ­მა თა­ვი­ანთ გვერ­დებ­ზე უნდა გა­ნა­თავ­სონ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ ჩა­ი­ა­რა შეხ­ვედ­რამ, სა­უ­კე­თე­სო ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი წა­ხა­ლის­დეს, გა­კეთ­დეს მათი რე­პოს­ტი პარ­ტი­ის გვერ­დზე.
  • 27 სექ­ტემ­ბრამ­დე: პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი. ონ­ლა­ინ-ფლეშ­მო­ბი “ვიმ­ღე­როთ ერ­თად”
  • 1-ლ ოქ­ტომ­ბრამ­დე: გა­ეშ­ვას ფლეშ­მო­ბი “მხარ­დამ­ჭე­რის პა­რა­დი”-ს ქსე­ლებ­ში. მე­დი­უ­რი სა­ხე­ე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი, ექი­მე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და ა.შ. გა­მო­ხა­ტა­ვენ “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” მხარ­და­ჭე­რას (გა­და­ი­ღონ კლი­პე­ბი).

თუმ­ცა კრემლთან სრუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მიღ­წე­ვას ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხე­ბენ. რო­გორც დო­კუ­მენ­ტე­ბი და მი­მო­წე­რა აჩ­ვე­ნებს, რუ­სე­თის კუ­რა­ტო­რობს ხში­რად უწევთ კა­მა­თი და ხან­და­ხან თა­ვი­სი ქარ­თვე­ლი შე­გირ­დე­ბის ლან­ძღვაც კი არა­საკ­მა­რი­სი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის გამო. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "პო­ლიტ­სეკ­რეტს"-ის (POLITSECRETS ) ხელ­მძღვა­ნე­ლის ვერა ბლა­შენ­კო­ვას, (რო­მე­ლიც “ძველ მო­ე­დან­ზე” აბა­რებს ან­გა­რი­შებს) წე­რი­ლი­დან ჩანს, რომ რუ­სეთ­ში ალ­ბათ უფრო ნერ­ვი­უ­ლო­ბენ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არჩვე­ნო შე­დე­გებ­ზე, ვიდ­რე თა­ვად პარ­ტი­ა­ში. ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი რე­ა­გი­რე­ბენ მოს­კო­ვე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბის თავ­დას­ხმებ­ზე, თუმ­ცა ძი­რი­თად­ში ას­რუ­ლე­ბენ მათ გან­კარ­გუ­ლე­ბებს, რის შე­სა­ხე­ბაც ან­გა­რიშს აბა­რე­ბენ:

“ჩვენ გვყავს 5, 10, 30 და 50 კაცი, ვინც თა­ვის მხარ­და­ჭე­რას პარ­ტი­ი­სად­მი გა­მოთ­ქვამს არა მხო­ლოდ გა­ზეთ­ში, არა­მედ ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც. მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ჩა­წე­რა და კვი­რის ბო­ლომ­დე მი­ნი­მუმ 50 კაცს ჩა­ვი­წერთ. თქვენ მი­ი­ღებთ მათ ფო­ტო­სუ­რა­თებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ­ზე (პრო­ფე­სია, სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ა.შ.).

არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად: პო­ე­ტი საღ­ლი­ა­ნი, პო­ე­ტი ოთა­რაშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი სე­ფი­აშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი მჟა­ვია, მომ­ღე­რა­ლი თა­თა­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი გე­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი მა­მა­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი ჭი­ჭი­ნა­ძე, მხატ­ვა­რი ხერ­კი­ლა­ძე, მხატ­ვა­რი სირ­ბი­ლა­ძე, ბა­ლე­რი­ნა ნი­ო­რა­ძე, ფეხ­ბურ­თე­ლი ინა­ლიშ­ვი­ლი, რაგ­ბის­ტი პარ­ცი­კა­ნაშ­ვი­ლი, კა­რა­ტის­ტი კა­კა­ბა­ძე და თა­ვად გი­ორ­გი ლო­მია რე­კორდსმე­ნია კა­რა­ტე­ში. სხვა­თა შო­რის სა­ლუქ­ვა­ძე, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი, ან, მა­გა­ლი­თად კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოქი­ტაშ­ვი­ლი, მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე გო­ნაშ­ვი­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ია, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი დევ­და­რი­ა­ნი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კაცი, ვინც ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რია და ღიად უჭე­რენ მხარს პარ­ტი­ას და მათი ვი­დეო მი­მარ­თვე­ბი ობი­ექ­ტივ­ში იქ­ნე­ბა მთე­ლი სექ­ტემ­ბრი­სა და ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯერ კი ად­რეა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზე­თებს, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი და კი­დევ სხვე­ბიც, ყო­ველ ნო­მერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოთ­ქვამს თა­ვის აზრს. ესე­ნი არა უბ­რა­ლოდ ცნო­ბი­ლი, არა­მედ უეჭ­ვე­ლად ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მოგ­როვ­დე­ბა კი­დევ 50 კაც­ზე მეტი, თუ მეტი არა, რომ­ლე­ბიც არ არი­ან პარ­ტი­ის წევ­რე­ბი და შე­საძ­ლოა პირ­და­პირ არ მო­უ­წო­დე­ბენ მხა­რი დუ­ჭი­რეთ "პატ­რი­ო­ტებ­სო", მაგ­რამ უეჭ­ვე­ლად იტყვი­ან, რომ მხარს უჭე­რენ და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­სა და ირმა ინაშ­ვილს და მათ გვერ­დით ყო­ველ­თვის იდ­გნენ. მოკ­ლედ, იტყვი­ან ისეთ ტექსტს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად და ამას­თან ერ­თად ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ჩვენ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ვი­დე­ო­რი­გი მზად იქ­ნე­ბა სექ­ტემ­ბრის­თვის და აჩ­ქა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

მოკ­ლედ, ჩვე­ნი პა­სუ­ხი ამ პუნ­ქტის მი­ხედ­ვით ასე­თია - ჩვენ გავ­ჩერ­დე­ბით 80 ადა­მი­ან­ზე და აგ­ვის­ტოს ბოლო კვი­რი­დან ეს კლი­პე­ბი იტ­რი­ა­ლებს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

სხვა­თა შო­რის, არის მრა­ვა­ლი ვი­დე­ო­კად­რი, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის ზურგს უკან ჯერ კი­დევ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პე­რი­ო­დი­დან. გვაც­ნო­ბეთ, თქვე­ნი აზ­რით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს თი­თო­ე­ულ სა­გა­ზე­თო ნო­მერ­ში და ჩვენ გა­მო­გიგ­ზავ­ნით მათ სა­ხე­ლებს, გვა­რებს, ფო­ტო­სუ­რა­თებს და წარ­მო­სათ­ქმელ ტექ­სტებს. შე­გიძ­ლი­ათ სუ­ლაც გა­მოგ­ზავ­ნოთ სა­ვა­რა­უ­დო ტექ­სტი, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია გა­ვი­დეს გა­ზე­თებ­ში და ამას იტყვი­ან სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი".

ამას გარ­და, წე­რი­ლი­დან ჩანს, რომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­თან­ხმდა გა­დას­ცეს კუ­რა­ტო­რებს რუ­სე­თი­დან ქარ­თველ ამომ­რჩე­ველ­თა "პას­პორ­ტი­ზა­ცია", რო­მელ­შიც შე­დის რო­გორც მი­ნი­მუმ მათი მი­სა­მარ­თე­ბი, ყო­ველ სახ­ლში სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­სა და სარ­თუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თქვენ მი­ი­ღებთ პას­პორ­ტი­ზა­ცი­ას. აქ კო­ო­რი­ნა­ტო­რე­ბიც არა­ფერ შუ­ა­შია. თუ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხებთ გა­ზე­თის ყვე­ლა კარ­თან მი­ტა­ნის სამ­სა­ხუ­რის აწყო­ბას, ესე იგი ჩვენ გვექ­ნე­ბა პას­პორ­ტი­ზა­ცი­აც. თუმ­ცა ჩვენ­თვის ნა­თე­ლი არ არის რაში გჭირ­დე­ბათ თქვენ სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­სა და სარ­თუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცოდ­ნა, საკ­მა­რი­სია ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. სამ­სა­ხუ­რის­თვის “კა­რი­დან კა­რამ­დე” სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ეს მო­ნა­ცე­მი და ვფიქ­რობთ, კვი­რის ბო­ლომ­დე ყვე­ლა ეს მო­ნა­ცე­მი იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, გო­ჩამ (სა­ვა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფაქ­ტობ­რივ ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ქა­ლა­ქის დე­პუ­ტატ­ზე გოჩა თევ­დო­რა­ძე­ზე - "დო­სიე”) იცო­და ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ თავ­მჯო­მა­რის­თვის არ მო­უხ­სე­ნე­ბია, შე­საძ­ლოა და­ა­ვი­წყდა კი­დეც. ხან­და­ხან ასე ხდე­ბა. მაგ­რამ ახლა და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ცე­მუ­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი შეს­რულ­დე­ბა".

თუმ­ცა, იმ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც კი, რაც გა­მო­ყო­ფი­ლია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე, პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ვერ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას სრუ­ლად მის­დი­ონ რუსი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბის ყვე­ლა რჩე­ვას: თურ­მე ისი­ნი ურ­ჩევ­დნენ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმის დღეს, რა­ზეც თბი­ლი­სი­დან უპა­სუ­ხეს:

"ამ დღეს მი­ტინ­გის მო­წყო­ბა ნიშ­ნავს სა­ერ­თოდ ვერ ერ­კვე­ო­დე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც ხდე­ბა თბი­ლის­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი სი­მარ­თლედ ამას იღე­ბენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას­ზე სა­უბ­რო­ბენ ინაშ­ვი­ლი და თარ­ხან-მო­უ­რა­ვი. მაგ­რამ თქვენ უნდა გა­ი­გოთ, რომ თუ ჩვენ ამ თე­მა­ზე გა­ვა­კე­თებთ მი­ტინგს - ამას ჩვენც კი არ გვა­პა­ტი­ე­ბენ. აგ­ვის­ტოს თე­მას კვი­რა­ში ერთხელ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­ში ინაშ­ვი­ლი, თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ლო­მია, ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი თით­ქმის არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღამ­დე წა­მო­წე­ვენ-ხოლ­მე”.

ამას გარ­და, “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ანთ კუ­რა­ტო­რებს კრემ­ლი­დან რა­ღა­ცებს უს­წო­რე­ბენ ხოლ­მე ქარ­თუ­ლი ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მი­მო­წე­რა­ში “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი წყე­ნით უმ­ტკი­ცებ­დნენ კრემ­ლის კუ­რა­ტო­რებს, რომ პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ მათ გა­ის­ტუმ­რეს, ხოლო მათ პარ­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თა მე­ო­თხე­დი უჭერს მხარს. თუმ­ცა, გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" რე­ი­ტინ­გი და­ახ­ლო­ე­ბით 3%-ია. რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბი­ან "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" კრემ­ლის პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა.

ცენ­ტრი “დო­სიე” კი გა­აგ­რძე­ლებს დაკ­ვირ­ვე­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში რო­გორ ერე­ვა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე". წყა­რო

ავ­ტო­რი: რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუვი
0

კი მაგრამ ეს ყველაფერი რაც დაწერილია არ გაკეტებულა 

ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
64

და მაკარტიზმს გადავუჯოკრეთ, ეს 37 წლის ანალოგიურია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ" - რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე  "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან, რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში

"ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ" - რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე  "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან, რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამოცემა "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც საფუძვლიანად დაისვა შეკითხვა:

  • შემოდის თუ არა საქართველოში კრემლის ფული "პატრიოტთა ალიანსის" დასაფინანსებლად და იღებდა თუ არა პარტია საქართველოსთვის სახიფათო რჩევებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კონსულტანტებისგან?!

იმედია, ამ საკითხს საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურები გამოიკვლევენ, მით უფრო, რომ "დოსიეს“ მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა "ევროპულმა საქართველომ".

  • ინტერნეტგამოცემა "დოსიე" - ეს არის ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტი, რომელიც შეისწავლის "კრემლის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურებისა და მათი გარემოცვის" საქმიანობას.

რა წერია "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული მასალების პირველ ნაწილში?

"პატრიოტთა ალიანსისთვის" კონსულტანტად დაქირავებული იყო პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში მოქმედი კომპანია POLITSECRETS-ი;

ვლადიმირ ჩერნოვი

სერგეი მიხეევს კურირებენ გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის დაქვემდებარებული ადამიანები: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი;

რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის სამსახურის (СВР) გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი თავის მხრივ ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციასთან არსებულ სამმართველოს და დაახლოებულია მის გარემოცვასთან.

ГРУ -ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი აფხაზეთში სამხედრო სამსახურისას

ამგვარი კავშირების აღწერისა და დასაბუთებისთვის გამოქვეყნებული მასალების ფონზე "დოსიე" წერს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოველ კონსულტანტებთან საუბარი ჰქონდა ორ დასაფინანსებელ პროექტზე: 2020 წლის დასაწყისში 700 ათას დოლარიანზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - 8 მილიონ დოლარიანზე. პირველი საკონსულტაციო მომსახურებას შეეხება, ხოლო მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის 4-თვიანი ბიუჯეტია, რომელიც, წყაროს თანახმად, თავად "პატრიოტთა ალიანსმა" გადააგზავნა მოსკოვში. ეს თანხები უკვე მიიღო თუ არა "პატრიოტთა ალიანსმა" ამაზე "დოსიე" ჯერჯერობით არაფერს წერს, თუმცა 31 აგვისტოს გამოქვეყნდა "დოსიეს" კვლევის მეორე ნაწილი, რომელშიც გამოქვეყნდა მასალები უფრო კონკრეტული რჩევების თაობაზე, რასაც "პატრიოტთა ალიანსი" რუსი ე.წ. კონსულტანტებისგან იღებს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"დოსიეს" პუბლიკაცია დროში დაემთხვა ირმა ინაშვილის გამოუცხადებელ ვიზიტს არააღიარებულ აფხაზეთში, რამაც საქართველოში ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ინაშვილი დაადანაშაულა ქვეყნის ინტერესების ღალატში და მოითხოვა მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ოპონენტთა შეტევების მოსაგერიებლად მზადებაში ირმას ეხმარებოდნენ “ძველ მოედანზე” (ადგილი მოსკოვში, სადაც განლაგებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია): გენერალ ჩერნოვის ქაღალდებში არის თეზისები პრესაში გამოსვლებისთვის და წინასწარ მომზადებული პასუხები. ამას გარდა "ძველ მოედანზე” დაამუშავეს არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" პოზიციონირების საერთო გეგმა: "საარჩევნო კამპანიის სტრატეგია", აგიტატორის "სამახსოვრო ფურცელი", "მუშაობის გეგმა" და ა.შ.

"სტრატეგიაში" წარმოდგენილია წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელი კომპლექსი:

  1. აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისი: აჭარის მცხოვრებთა მიერ საქართველოს პარლამენტის უვადო პიკეტირება. მოპიკეტეებს შორის უნდა იყვნენ რიგითი მუშები, ტურიზმის ინდუსტრიისა და მომსახურების სფეროს მუშაკები, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიტინგის ორგანიზატორად შეუძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია “ძმები მუსლიმები და ქრისტიანები საქართველოს ერთიანობის ბრძოლაში” ან სხვა ძალა, მათ შორის, ახლად შექმნილი აჭარის დაცვის არაფორმალური კომიტეტი და ა.შ.
  2. “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატთა აქცია - "წაიყვანეთ ბავშვები სკოლაში!" - "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები თავიანთ რეგიონებში ორგანიზაციას უწევენ ღარიბი ოჯახებიდან ბავშვების სკოლაში წაყვანისთვის სახსრების შეგროვებას. შეგროვილი თანხებით ყალიბდება სასკოლო ნაკრებები ბავშვებისთვის: სკოლის ჩანთები, რვეულები, სახაზავები, პენალები, საწერი საშუალებები და ა.შ. მოიზიდება სპონსორული სახსრები, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების (ფონდი “ობიექტივი”) ისე ადგილობრივი ბიზნესმენების, თუ კანონით დაშვებულია - კანდიდატის პირადი სახსრები (ფრიდონ ინჯია).
  3. 8 სექტემბერს - ჟურნალისტთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს - კონფერენცია პრესაში “სიმართლისა და ობიექტურობისთვის!”მოპატიჟებული სტუმარი - “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი - დისკუსიის მიმდინარეობისას მოდერატორი სიტყვას ყველას რიგრიგობით აძლევს. შემაჯამებელი სიტყვა ეძლევა დ. თარხან-მოურავს, ის ჰყვება სამხედრო მიუმხრომლობის უპირატესობებზე. დასასრულ, დისკუსიის მონაწილეები “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს თითო კითხვას უსვამენ.
  4. “პატრიოტთა ალიანსის” საკანონმდებლო ინიციატივა. ყველა საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ქართველს უნდა მიეცეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. “პატრიოტთა ალიანსი” გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით გაიხსნას საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში საარჩევნო უბნები.
  5. 28 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინების დღე ანუ მარიამობა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიდიან საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონასტერში, სადაც დავით თარხან-მოურავი დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირების ჩუქნის თავის ხატს მონასტერს. გადაეცეს საჩუქარი - თასი ზიარებისთვის და სხვ.- მოსკოვში მონასტერს ან ეკლესიას საქართველის ეკლესიის სახელით - გადაცემა შეიძლება არჩილის ხელით (არჩილ ჭყოიძე, პარტია “ნეიტრალური ევრაზიული საქართველო” _ “დოსიე”). საპასუხოდ სასულიერო პირები მოსკოვში ანალოგიურ საჩუქარს გადასცემენ ქართულ ეკლესიას, როგორც სამშობლო მიწის სიმბოლოს. პრესკონფერენციის თემა: “მართლმადიდებლობა _ ეროვნული მენტალიტეტისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი”. დასრულების შემდეგ სასულიერო პირები ლოცავენ დავით თარხან-მოურავს, მალხაზ ამაშუკელს, ირმა ინაშვილს (...) არჩევნებში გასამარჯვებლად.

"პატრიოტთა ალიანსის" სამუშაო გეგმიდან შესაძლებელია გავიგოთ, როგორ აპირებენ ისინი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას სოციალურ ქსელებში:

  • 5 სექტემბრამდე: მოინახოს ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც თანახმა არიან ოფლაინ შეხვედრაზე, ჩატარდეს ერთიანი შეხვედრა პარტაქტივთან. შეხვედრის შემდეგ ბლოგერებმა თავიანთ გვერდებზე უნდა განათავსონ ინფორმაცია, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ, საუკეთესო ტექსტების ავტორი წახალისდეს, გაკეთდეს მათი რეპოსტი პარტიის გვერდზე.
  • 27 სექტემბრამდე: პატრიოტული სიმღერის კონკურსი. ონლაინ-ფლეშმობი “ვიმღეროთ ერთად”
  • 1-ლ ოქტომბრამდე: გაეშვას ფლეშმობი “მხარდამჭერის პარადი”-ს ქსელებში. მედიური სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. გამოხატავენ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერას (გადაიღონ კლიპები).

თუმცა კრემლთან სრული ურთიერთგაგების მიღწევას ქართველი ოპოზიციონერები ყოველთვის ვერ ახერხებენ. როგორც დოკუმენტები და მიმოწერა აჩვენებს, რუსეთის კურატორობს ხშირად უწევთ კამათი და ხანდახან თავისი ქართველი შეგირდების ლანძღვაც კი არასაკმარისი მოხერხებულობის გამო. რუსული კომპანია "პოლიტსეკრეტს"-ის (POLITSECRETS ) ხელმძღვანელის ვერა ბლაშენკოვას, (რომელიც “ძველ მოედანზე” აბარებს ანგარიშებს) წერილიდან ჩანს, რომ რუსეთში ალბათ უფრო ნერვიულობენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩვენო შედეგებზე, ვიდრე თავად პარტიაში. ქართველი ოპოზიციონერები გაღიზიანებულები რეაგირებენ მოსკოველი კურატორების თავდასხმებზე, თუმცა ძირითადში ასრულებენ მათ განკარგულებებს, რის შესახებაც ანგარიშს აბარებენ:

“ჩვენ გვყავს 5, 10, 30 და 50 კაცი, ვინც თავის მხარდაჭერას პარტიისადმი გამოთქვამს არა მხოლოდ გაზეთში, არამედ ტელევიზიაშიც. მიმდინარეობს მათი ჩაწერა და კვირის ბოლომდე მინიმუმ 50 კაცს ჩავიწერთ. თქვენ მიიღებთ მათ ფოტოსურათებს ინფორმაციას მათზე (პროფესია, სამუშაო ადგილი და ა.შ.).

არიან ცნობილი ადამიანები, მაგალითად: პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერალი თათარაშვილი, მომღერალი გელაშვილი, მომღერალი მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვარი ხერკილაძე, მხატვარი სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, რაგბისტი პარციკანაშვილი, კარატისტი კაკაბაძე და თავად გიორგი ლომია რეკორდსმენია კარატეში. სხვათა შორის სალუქვაძე, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონი, ან, მაგალითად კულტურის პალატის თავმჯდომარე ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გონაშვილი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ნიკოლაიშვილი, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და კიდევ რამდენიმე ათეული კაცი, ვინც ჩვენი პარტიის წევრია და ღიად უჭერენ მხარს პარტიას და მათი ვიდეო მიმართვები ობიექტივში იქნება მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში, ჯერ კი ადრეა.

რაც შეეხება გაზეთებს, ყოველი მათგანი და კიდევ სხვებიც, ყოველ ნომერში აუცილებლად გამოთქვამს თავის აზრს. ესენი არა უბრალოდ ცნობილი, არამედ უეჭველად ძალიან ცნობილი ადამიანები არიან საქართველოში.

მოგროვდება კიდევ 50 კაცზე მეტი, თუ მეტი არა, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები და შესაძლოა პირდაპირ არ მოუწოდებენ მხარი დუჭირეთ "პატრიოტებსო", მაგრამ უეჭველად იტყვიან, რომ მხარს უჭერენ დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს და მათ გვერდით ყოველთვის იდგნენ. მოკლედ, იტყვიან ისეთ ტექსტს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება პოლიტიკურად და ამასთან ერთად ეცოდინებათ, რომ ჩვენ ამას პოლიტიკური მიზნებით გამოვიყენებთ. ვიდეორიგი მზად იქნება სექტემბრისთვის და აჩქარება საჭირო არ არის.

მოკლედ, ჩვენი პასუხი ამ პუნქტის მიხედვით ასეთია - ჩვენ გავჩერდებით 80 ადამიანზე და აგვისტოს ბოლო კვირიდან ეს კლიპები იტრიალებს არჩევნებამდე.

სხვათა შორის, არის მრავალი ვიდეოკადრი, სადაც ეს ადამიანები დგანან დავით თარხან-მოურავის ზურგს უკან ჯერ კიდევ წინააღმდეგობის პერიოდიდან. გვაცნობეთ, თქვენი აზრით რამდენი ადამიანი უნდა იყოს თითოეულ საგაზეთო ნომერში და ჩვენ გამოგიგზავნით მათ სახელებს, გვარებს, ფოტოსურათებს და წარმოსათქმელ ტექსტებს. შეგიძლიათ სულაც გამოგზავნოთ სავარაუდო ტექსტი, რომელიც სასურველია გავიდეს გაზეთებში და ამას იტყვიან საუკეთესოთა შორის საუკეთესოები".

ამას გარდა, წერილიდან ჩანს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელობა დათანხმდა გადასცეს კურატორებს რუსეთიდან ქართველ ამომრჩეველთა "პასპორტიზაცია", რომელშიც შედის როგორც მინიმუმ მათი მისამართები, ყოველ სახლში სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა.

"რასაკვირველია, თქვენ მიიღებთ პასპორტიზაციას. აქ კოორინატორებიც არაფერ შუაშია. თუ ჩვენ მოვახერხებთ გაზეთის ყველა კართან მიტანის სამსახურის აწყობას, ესე იგი ჩვენ გვექნება პასპორტიზაციაც. თუმცა ჩვენთვის ნათელი არ არის რაში გჭირდებათ თქვენ სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობის ცოდნა, საკმარისია ვიცოდეთ, რამდენი ოჯახი ცხოვრობს. სამსახურისთვის “კარიდან კარამდე” საჭირო იქნება ყველა ეს მონაცემი და ვფიქრობთ, კვირის ბოლომდე ყველა ეს მონაცემი იქნება. შესაძლოა, გოჩამ (სავაუდოდ, საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიის ფაქტობრივ ხელმძღვანელზე, ქალაქის დეპუტატზე გოჩა თევდორაძეზე - "დოსიე”) იცოდა ამის შესახებ, მაგრამ თავმჯომარისთვის არ მოუხსენებია, შესაძლოა დაავიწყდა კიდეც. ხანდახან ასე ხდება. მაგრამ ახლა დავალებები მიცემულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი შესრულდება".

თუმცა, იმ რამდენიმე მილიონი დოლარის გათვალისწინებითაც კი, რაც გამოყოფილია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო კამპანიაზე, პარტიის წევრები ვერ აძლევენ თავს უფლებას სრულად მისდიონ რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევას: თურმე ისინი ურჩევდნენ ჩაეტარებინათ ოპოზიციური მიტინგი საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დღეს, რაზეც თბილისიდან უპასუხეს:

"ამ დღეს მიტინგის მოწყობა ნიშნავს საერთოდ ვერ ერკვეოდე სიტუაციაში, რაც ხდება თბილისში. ადამიანები სიმართლედ ამას იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე საუბრობენ ინაშვილი და თარხან-მოურავი. მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თუ ჩვენ ამ თემაზე გავაკეთებთ მიტინგს - ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ. აგვისტოს თემას კვირაში ერთხელ სხვადასხვა გადაცემებში ინაშვილი, თარხან-მოურავი, ლომია, ნიკოლაიშვილი თითქმის არჩევნების თარიღამდე წამოწევენ-ხოლმე”.

ამას გარდა, “პატრიოტთა ალიანსის” თანამშრომლები თავიანთ კურატორებს კრემლიდან რაღაცებს უსწორებენ ხოლმე ქართული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე. მიმოწერაში “პატრიოტთა ალიანსის" ოპოზიციონერები წყენით უმტკიცებდნენ კრემლის კურატორებს, რომ პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილი სწორედ მათ გაისტუმრეს, ხოლო მათ პარტიას საქართველოს ამომრჩეველთა მეოთხედი უჭერს მხარს. თუმცა, გამოკითხვების მიხედვით "პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი დაახლოებით 3%-ია. რამდენად დაეხმარებიან "პატრიოტთა ალიანსს" კრემლის პოლიტტექნოლოგები, ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება.

ცენტრი “დოსიე” კი გააგრძელებს დაკვირვებას სხვა ქვეყნების არჩევნებში როგორ ერევა რუსეთის ხელისუფლება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე". წყარო

ავტორი: რამაზ გურგენიძე