ავტორი:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობდა, რომ მას ვიღაცამ შუბლის არეში მიაყენა დაზიანება" -  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობდა, რომ მას ვიღაცამ შუბლის არეში მიაყენა დაზიანება" -  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო, მას ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც განზრახვა ჰქონია რაიმე დანაშაული ჩაედინა", ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ნ.ქ.-ს ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებსაც წარმოადგენს, რომლებთანაც მათი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული კითხვები ექნებათ.

"გუშინდელი სასამართლო სხდომა გადაიდო მოწმე ე.ხ.-ს დაკითხვით, მან დაადასტურა ის ფაქტი, რაც დაცვის ინტერესში შედის და რასაც წინასწარი გამოძიების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ქ. ამბობდა, რომ მას მოულოდნელად შუბლის არეში ვიღაცამ მიაყენა დაზიანება. ეს მოწმე ე.ხ.-მ დაადასტურა და თქვა, რომ მან დაინახა ეს დაზიანებები, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა. დღეს, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, დასმული იქნება კითხვები ე.ხ.-სთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო, მას ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც განზრახვა ჰქონია რაიმე დანაშაული ჩაედინა. ჩვენი ვარაუდით, ბრალდების მხარე წარმოადგენს პოლიციის თანამშრომლებს, რომლებისთვისაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება დასმული კითხვები“, - აღნიშნა დალი იმნაიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა

"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი

იმ სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც შაქარაშვილს ჰქონდა, ტკივილი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა - ექსპერტი