ავტორი:

"რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ...  საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

"რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ...  საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

სომხური მასმედია ყურადღებას უთმობს 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას: როგორც ოფიციალურ განცხადებებს, ასევე ადვოკატების, ექსპერტების და ნათესავების განცხადებებს, სხვადასხვა ეჭვებს. სომხური პრესის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართულ მედიაში გაჟღერებულმა თამარ ბაჩალიაშვილის დედის ვარაუდებმა მთიან ყარაბაღში იარაღის გაგზავნის თაობაზე, მისმა მოწოდებამ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი...

"დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა 4 დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე - ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და დასახელდეს მკვლელი, თუ - მკვლელები. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ მათ. პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, აქამდე ვერ გაშიფრეს ეს რაღაც ციფრი - 15. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

სომხური გამოცემ"ლრაგირი" («Լրագիր»), აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთის სპეცსამსახურების პირველი მსხვერპლი საქართველოში: რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

"თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურები დროდადრო ისეთ პროვოკაციებს ახორციელებენ, რაც საქართველოს და მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნის", - წერს ავტორი.

"ნიშანდობლივია, რომ თამარის დედა ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხებში მოუწოდებს დაინტერესდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი და არა სომხეთი. ნუთუ მას უთხრეს, რომ იარაღის მიწოდება სომხეთის მხარისთვის ხდებოდა და აზერბაიჯანი არაფერ შუაშია? ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს აქცია საქართველოში თურქული სპეცსამსახურების მორიგი ოპერაციაა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ღერძის შექმნის წინააღმდეგაა მიმართული.

აზერბაიჯანული და თურქული სპეცსამსახურები საქართველოში საქმიანობენ და ქვეყნის ხელისუფლებას მათ მიმართ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გავიხსენოთ, როგორ გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი... გავიხსენოთ, დავით გარეჯის მონასტრის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ივლისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა თბილისში სომხეთის საელჩოს წინ ანტისომხური საპროტესტო აქცია ჩაატარეს... შესაძლოა თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების აგრესიულობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველომ გადაწყვიტა ბოლომდე გამოიძიოს ბათუმში დაკავებული 9 შეიარაღებული თურქი მოქალაქის საქმე? დაღუპული გოგონას მშობლები კი, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ რაიმე პოლიტიკურ თამაშებში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. გააგრძელეთ

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

შალვა ნათელაშვილი გამარჯვების შემთხვევაში ვაზის სამინისტროს შექმნის