სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება
მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება

მალე, მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ვებ-პორ­ტა­ლით შე­ეძ­ლე­ბათ სარ­გებ­ლო­ბა. ტუ­რის­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვი, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ერთ სივ­რცე­ში იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი ტუ­რის­ტებს აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებთ. ვე­ბპორ­ტალ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბე­ბი­სა, სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტის ელექ­ტორ­ნუ­ლი ბა­ზე­ბის გად­მო­წე­რა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ონ­ლა­ინ შე­ეძ­ლე­ბა, რაც და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტია ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, გი­დე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის. ახალ ტუ­რის­ტულ გზამ­კვლევ­ზე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მუ­შა­ობს. უწყე­ბა 2015 წლი­დან მთი­ა­ნი­ა­ჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა პრო­ექტს ან­ხორ­ცი­ე­ლებს.

“დღეს, როცა მოგ­ზა­უ­რე­ბი ყვე­ლა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ ამოწ­მე­ბენ იმ ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მთი­ა­ნი­ა­ჭა­რის შე­სა­ხებ ყვე­ლა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. აღ­ნიშ­ნულ ფორ­ტალს ექ­ნე­ბა ორი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია. პირ­ვე­ლი მას­ზე გან­თავ­სდე­ბა ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის რუკა თა­ვი­სი ჩა­მო­სატ­ვირ­თი ფა­ი­ლით, იქვე მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლი, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, კვე­ბის ობი­ექ­ტი და მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რაც ტუ­რის­ტებს მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებთ. ვებგ­ვერ­დის მე­ო­რე, უმ­თავ­რე­სი ფურნ­ქცია არის ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის, ბა­ზე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის­თვის. გი­დებს, ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო სახ­ლებ­სა თუ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს წვდო­მა ექ­ნე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ბა­ზებ­თან. იქვე იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ ჩათი, სა­დაც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ერ კი­თხვა­ზე მი­ი­ღონ პა­სუ­ხი,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ლელა გო­გუ­ა­ძემ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე
ავტორი:

მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება

მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება

მალე, მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ახალი ტურისტული ვებ-პორტალით შეეძლებათ სარგებლობა. ტურისტული გზამკვლევი, სადაც მოგზაურობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ტურისტებს აჭარის მთიანეთში მოგზაურობას გაუმარტივებთ. ვებპორტალზე განთავსებული ტურისტული მარშრუტების, აქტივობების, ღირსშესანიშნაობებებისა, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტის ელექტორნული ბაზების გადმოწერა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეეძლება, რაც დამატებითი კომფორტია ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და მოგზაურებისთვის. ახალ ტურისტულ გზამკვლევზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს. უწყება 2015 წლიდან მთიანიაჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ანხორციელებს.

“დღეს, როცა მოგზაურები ყველა ტიპის ინფორმაციას წინასწარ ამოწმებენ იმ ტურისტული მიმართულების შესახებ, სადაც მიემგზავრებიან უმნიშვნელოვანესია, მთიანიაჭარის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია გვქონდეს ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ფორტალს ექნება ორი ძირითადი ფუნქცია. პირველი მასზე განთავსდება ყველა ტურისტული მარშრუტის რუკა თავისი ჩამოსატვირთი ფაილით, იქვე მიბმული იქნება ყველა საოჯახო-სასტუმრო სახლი, ღირსშესანიშნაობა, კვების ობიექტი და მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაცია, რაც ტურისტებს მთიანაჭარაში მოგზაურობას გაუმარტივებთ. ვებგვერდის მეორე, უმთავრესი ფურნქცია არის ტურისტული ინფორმაციების, ბაზების ხელმისაწვდომობა ტურისტული სექტორისთვის. გიდებს, ტურისტულ სააგენტოებს, საოჯახო სასტუმრო სახლებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა ექნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ბაზებთან. იქვე იქნება ონლაინ ჩათი, სადაც 24 საათის განმავლობაში მოგზაურებსა და დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ მთიანაჭარაში მოგზაურობის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ პასუხი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

NS

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

1-4 სექტემბერს საქართველოში 38 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები ტყის ხანძრების საფრთხეზე გვაფრთხილებენ