ავტორი:

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მან შეასრულა ის სამუშაო რაც დავალებული ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვადასხვა კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. სტრატეგია შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე პანდემიის პირობებში მისი განხორციელება ვერ ხერხდება“, -აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეასრულებს თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერის მოვალეობას, მერიაში აღნიშნავენ, რომ კულტურის სამსახურს აქვს შეთავსებული კომუნიკაცია კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე 2018 წელს დაინიშნა.

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან ლევან კობერიძე და ანა დოლიძე