სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გ.მ.-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი როს­ტომ კე­რე­სე­ლი­ძე მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მო­სა­მარ­თლემ მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თით­ქმის ყო­ველ­დღე და­ნიშ­ნა, რაც არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა.

„მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო მიჩ­ვე­უ­ლია ყვე­ლა­ნა­ირ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რაც გრძელ­დე­ბა დღე­საც და გაგ­რძელ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ, სულ მცი­რე ამ კვი­რა­ში, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მო­სა­მარ­თლემ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყო­ველ­დღე ჩაგ­ვი­ნიშ­ნა პრო­ცე­სე­ბი, რაც არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვაა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს შო­რის უნდა იყოს გო­ნივ­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბა, რათა არას­რულ­წლოვ­ნებს არ შე­ე­ზღუ­დოთ თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სი. მო­სა­მარ­თლე ვა­რა­უ­დობს, რომ დღეს 9-10 სა­ა­თამ­დე გა­აგ­რძო­ლოს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე გა­აგ­რძე­ლებს მთელ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვას, რაც პირ­და­პირ ზღუ­დავს ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. ამას­თა­ნა­ვე, მთლი­ა­ნად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის სა­მუ­შაო რე­ჟი­მი“, - გა­ნა­ცხა­და როს­ტომ კე­რე­სე­ლი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მსგავ­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ მო­სა­მარ­თლეს სურს პრო­ცე­სი 6 თვის ვა­და­ში და­ას­რუ­ლოს.

„უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი, ჩემი აზ­რით, ის არის, რომ რო­გორ­მე ჩა­ე­ტი­ოს ექ­ვსთვი­ან სა­პა­ტიმ­რო ვა­და­ში სა­სა­მარ­თლო და ამი­ტომ ჩქა­რობს... ასე­თი რე­აქ­ტი­უ­ლი რე­ჟი­მით ამი­ტომ ახორ­ცი­ე­ლებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს. შიში აქვს სა­სა­მარ­თლოს, რომ გა­დას­ცდე­ბა 6-თვი­ან ვა­დას, ვი­ნა­ი­დან გა­მო­საკ­ვლე­ვია უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და უამ­რა­ვი მოწ­მეა გა­მო­სა­კი­თხი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის დრო გა­ხან­გრძლივ­და, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი „გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან“.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარო ბებო
4

რა დედიკოს ხაჭაპური აკლიათ?

!!!
3

რაო, ტელევიზორი ყველა არხს ვერ იჭერს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ადვოკატის განმარტებით, მოსამართლემ მიმდინარე კვირის განმავლობაში სასამართლო პროცესი თითქმის ყოველდღე დანიშნა, რაც არასრულწლოვნების უფლებების დარღვევაა.

„მცხეთის რაიონული სასამართლო მიჩვეულია ყველანაირ დისკრიმინაციას ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ, რაც გრძელდება დღესაც და გაგრძელდება სამომავლოდ, სულ მცირე ამ კვირაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლემ მთელი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ჩაგვინიშნა პროცესები, რაც არასრულწლოვნების უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომებს შორის უნდა იყოს გონივრული შესვენება, რათა არასრულწლოვნებს არ შეეზღუდოთ თავიანთი კანონიერი ინტერესი. მოსამართლე ვარაუდობს, რომ დღეს 9-10 საათამდე გააგრძოლოს არასრულწლოვნების პროცესი, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს მთელ სასამართლო განხილვას, რაც პირდაპირ ზღუდავს ადვოკატებისა და არასრულწლოვნების უფლებებს. ამასთანავე, მთლიანად უგულებელყოფილია სასამართლო პროცესის სამუშაო რეჟიმი“, - განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

მისი განმარტებით, სასამართლო პროცესების მსგავსი დაჩქარებული რეჟიმი, იმით არის განპირობებული, რომ მოსამართლეს სურს პროცესი 6 თვის ვადაში დაასრულოს.

„უპირველესი მიზანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ როგორმე ჩაეტიოს ექვსთვიან საპატიმრო ვადაში სასამართლო და ამიტომ ჩქარობს... ასეთი რეაქტიული რეჟიმით ამიტომ ახორციელებს სასამართლო სხდომებს. შიში აქვს სასამართლოს, რომ გადასცდება 6-თვიან ვადას, ვინაიდან გამოსაკვლევია უამრავი მტკიცებულება და უამრავი მოწმეა გამოსაკითხი“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დღევანდელი პროცესის დასრულების დრო გახანგრძლივდა, არასრულწლოვნები „გაუსაძლის მდგომარეობაში არიან“.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეოდღიურები... ერთგან ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, დედ-მამა რომ არ ეცოდებოდეს" - ადვოკატი

"საინტერესოა, მწყემსებმა, რომ დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე?" - ადვოკატი

"არჩილს არავისთვის შეუგინებია, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია... არც ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია" - ბრალდებული გაგნიძის და