სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე
"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე

"სა­ა­კაშ­ვი­ლი დაგვპირ­და და ვარ­შა­ლო­მი­ძე ჩა­მო­ვი­და - რა შე­ვუკ­ვე­თეთ და რა ჩა­მო­ვი­და", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ - ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

მდი­ნა­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ვარ­შა­ლო­მი­ძე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ისე­თი­ვე თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, რო­გო­რიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ლი­დე­რი.

"თურ­ქე­თი­დან რომ შე­მო­დი­ო­და, ვარ­შა­ლო­მი­ძემ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ ის ნა­ხოს, ვფიქ­რობ, კო­მენ­ტა­რიც აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ის არის „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ გუნ­დის ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ისე­თი­ვე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, იმ რუ­სუ­ლი საქ­მი­სა, რო­გო­რიც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ლი­დე­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან“. ის ახ­სე­ნებ­და „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბაო“ და ეს მე­სი­ჯ­ბოქ­სი აქვთ და­ლა­გე­ბუ­ლი უკვე 10 წელ­ზე მე­ტია. ყვე­ლა მათ წარ­მო­მად­გე­ნელს მო­ვუ­წო­დებ, თა­ვის თავ­თან მა­ინც დას­ვან შე­კი­თხვა, რო­დე­საც რუ­სულ საქ­მე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რა­ტომ და­უ­ჭი­რა მათ­მა პარ­ტი­ამ მხა­რი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ ვი­თომ ომის და­წყე­ბას, რა­ტომ და­უშ­ვეს ეს? ამა­ზე დიდი ღა­ლა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა! 10 წელი მა­ლეს ეს ამ­ბა­ვი და ბო­ლოს მა­ინც გა­მოჩ­ნდა. დღეს, რო­დე­საც რუ­სულ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, სტრა­ტე­გი­ულ გა­ყი­დულ ობი­ექ­ტებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რებთ რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, რა­ტომ და­უ­ჭი­რეს იმ ტყუ­ილ მო­ცე­მუ­ლო­ბას მხა­რი, სა­დაც ეწე­რა, რომ თით­ქოს ქარ­თველ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ი­წყეს ომი?"- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
101

მიშა დაელამდა კიდეც?

კაკი
131

კიევის ინსტიტუტში საბჭოთა უშიშროების სკოლაგავლილები.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.

მდინარაძის შეფასებით, ვარშალომიძე ჩადენილი დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეა, როგორიც "ნაციონალური მოძრაობის" ყველა დანარჩენი ლიდერი.

"თურქეთიდან რომ შემოდიოდა, ვარშალომიძემ მიმართვა გაავრცელა და მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ის ნახოს, ვფიქრობ, კომენტარიც აღარ იქნება საჭირო. ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია. ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა. დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებთ რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, რატომ დაუჭირეს იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი?"- განაცხადა მდინარაძემ.

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE: ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"