პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდნენ ირმა ინაშვილის ბრიფინგზე იმედა კახიანი, თემურ თათარაშვილი და ზურაბ რთველიაშვილი და მიდიან თუ არა პოლიტიკაში?
როგორ მოხვდნენ ირმა ინაშვილის ბრიფინგზე იმედა კახიანი, თემურ თათარაშვილი და ზურაბ რთველიაშვილი და მიდიან თუ არა პოლიტიკაში?

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბის სე­რია არ წყდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ირმა ინაშ­ვი­ლი­სა და გია ლო­მი­ას აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტს აფა­სებ­და, რო­დე­საც პარ­ტი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რებ­მა აჭა­რა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. პარ­ტი­ის ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი ლო­მი­ას­თან ერ­თად მისი ვი­ზი­ტი აფხა­ზეთ­ში კერ­ძო ხა­სი­ათს ატა­რებ­და. თუმ­ცა, რო­გორ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ხატ­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ჩა­აბ­რძა­ნეს, "აფხა­ზურ­მა ეკ­ლე­სი­ამ" უარი თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბის შემ­დეგ ინაშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც ზურგს ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი უმ­შვე­ნებ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ: მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი, პო­ე­ტი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი და მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

რო­გორ მოხ­ვდნენ აღ­ნიშ­ნულ ბრი­ფინგზე? - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ამ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, ასე­ვე ვკი­თხეთ, რას ფიქ­რო­ბენ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ აჭა­რა­ში გაკ­რულ ბა­ნე­რებ­ზე, რო­მელ­ზეც აჭა­რა, აფხა­ზეთ­თან და ოსეთ­თან ერ­თად წით­ლად იყო შე­მო­ხა­ზუ­ლი, რო­გორც ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც ვკარ­გავთ და დაც­ვა სჭირ­დე­ბა და ხომ არ აპი­რე­ბენ, „"პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსთან" ერ­თად, პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას...

იმე­და კა­ხი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- და­მი­რე­კეს მა­გა­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის, "ობი­ექ­ტი­ვის" სა­ხე­ლით და მი­თხრეს, აფხა­ზეთ­ში ირ­მას სტუმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მას ვა­კე­თებთ და გე­პა­ტი­ჟე­ბით, რა აზ­რის ხარ­თო. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ მომ­წონს ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გი, და­ლა­პა­რა­კე­ბა და ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა იქით, რომ შე­რი­გე­ბა მოხ­დეს-მეთ­ქი. შემ­დეგ ვი­დე­ო­ში გა­და­ღე­ბა­ზეც დავ­თან­ხმდი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რებს, მათ ამ ნა­ბიჯს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ბა­ნე­რე­ბი კი, მაგ­რამ, მე ვნა­ხე ტე­ლე­ვი­ზი­ით თურ­ქუ­ლი გა­ზე­თი, რო­მელ­შიც ბა­თუ­მი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ირმა ინაშ­ვილს ვიც­ნობ, ახ­ლოს არა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ მომ­წონს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი". შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ სამ­შობ­ლო უყ­ვართ.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, არ ვა­პი­რებ, 83 წლის ვარ და რაღა დროს ჩემი დე­პუ­ტა­ტო­ბაა. ადრე მქონ­და ხში­რად შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე, რად­გან იქ სხვა პრო­ფე­სი­ით ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ვი­დე­ო­ში თქვენს გა­მო­ჩე­ნას?

- თქვენ რა­საც გე­ლა­პა­რა­კე­ბით, იგი­ვეს ვე­უბ­ნე­ბი მა­თაც. ოჯახ­ში ზოგი ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ვმსჯე­ლობთ, იმათ თა­ვი­სი მოს­წონთ, მე ჩემი... პო­ლი­ტი­კას­თან არ ვარ ახ­ლოს, მაგ­რამ ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა არ მიყ­ვარს. პი­რი­ქით ყვე­ლამ უნდა გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე და ეს არის ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ირმა ინაშ­ვი­ლი, იცით, ჩემი რამ­დე­ნი წლის მე­გო­ბა­რია? - ამით და­ვამ­თავ­როთ სა­უ­ბა­რი. ჩემ არ­ჩე­ვანს მარ­ტო სა­კუ­თარ თავს ვუ­თან­ხმებ, სხვას არა­ვის. არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას. უბ­რა­ლოდ, გი­მე­ო­რებთ ირმა ჩემი მე­გო­ბა­რია და მიყ­ვარს ძა­ლი­ან.

- "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სკან­და­ლურ ბა­ნე­რებ­ზე რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­დით?

- არ ვიცი რა მოხ­და ამ ბა­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ირმა და­კა­ვე­ბუ­ლია ამ მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბის მო­გე­რი­ე­ბით და ხში­რად ვერ ვხვდე­ბი. ამი­ტომ ვერ გე­ტყვით მაგ თე­მა­ზე ვე­რა­ფერს. პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი გაგ­ცე­მენ პა­სუხს.

ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი, პო­ე­ტი:

- არ ვიცი, რა­ტომ იწ­ვევს ეს აჟი­ო­ტაჟს. მე მაქვს ჩემი ბი­ოგ­რა­ფია და ამ ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­და­ხე­დოს ყვე­ლამ.

- თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გე­კი­თხე­ბით, რო­გორ მოხ­ვდით ამ ბრი­ფინგზე?

- ჩემი აზ­როვ­ნე­ბა, მიდ­გო­მე­ბი და ბი­ოგ­რა­ფია თა­ვი­სე­ბუ­რია, არ ვა­კე­თებ ასეთ რა­ღა­ცებ­ზე კო­მენ­ტარს. სა­ჭო­რა­ოდ გა­ხა­დეს ეს თემა და რა­ღა­ცებს ჩხრე­კენ, მე ვხვდე­ბი ამას ვინ აკე­თებს და და­წყნარ­დნენ. მე მინ­და, რომ ეს ქვე­ყა­ნა იყოს ერ­თი­ა­ნი.

- პი­რა­დად იც­ნობთ ირმა ინაშ­ვილს?

- დიახ, ვიც­ნობ, ეს არ ნიშ­ნავს რომ მე აქეთ ვარ ან იქით, მე ვარ პო­ე­ტი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი

- სკან­და­ლურ ბა­ნე­რებ­ზეც გკი­თხავთ...

- არ ვიცი, არ ვე­რე­ვი, უნდა იყოს წე­სი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, სხვა მე­თო­დე­ბი, სხვა ხერ­ხე­ბი. მე არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, ყვე­ლას ჯგუფს, პო­ლი­ტი­კოსს, ვი­საც კარ­გის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ამ ქვეყ­ნის­თვის, მო­ვუ­წო­დებ ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ, მი­ნუს ერთი იმ ძა­ლის­გან, რომ­ლებ­მაც კარ­გად გვა­ნა­ხეს უკვე თა­ვი­სი სახე.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, და მას­თან არ­სე­ბულ ისეთ ტი­პებს, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ, სა­დაც არ იყო ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა და 25 პრო­ცენ­ტი რუს ოკუ­პან­ტებს ჩა­ა­ბა­რეს.

ვფიქ­რობ, რომ ბევ­რი ახა­ლი სახე უნდა იყოს პო­ლი­ტი­კა­ში. ახალ­გაზ­რდებს უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის. ისეთ ერს მინ­და ვხე­დავ­დე, რო­მე­ლიც პროგ­რე­სუ­ლი მსოფ­ლი­ოს გვერ­დით დგას.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ამდენი მტერი იმას ნიშნავს რომ "ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი" და მტკიცედ გადავწყვიტე "პატრიოტთა ალიანსს" მივცე ხმა,გაიგეთ?

ფიური
57

ამ ფაქტიდან გამომდინარე ჭკვიანი ხალხია მეთქი არ ვიტყვი იმიტომ რომ აფხაზებთან ურთიერთოების დალაგების და დიალოგის აუცილებლობაში მიხვედრას დიდი ჭკუა არ უნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ მოხვდნენ ირმა ინაშვილის ბრიფინგზე იმედა კახიანი, თემურ თათარაშვილი და ზურაბ რთველიაშვილი და მიდიან თუ არა პოლიტიკაში?

როგორ მოხვდნენ ირმა ინაშვილის ბრიფინგზე იმედა კახიანი, თემურ თათარაშვილი და ზურაბ რთველიაშვილი და მიდიან თუ არა პოლიტიკაში?

"პატრიოტთა ალიანსის" გარშემო სკანდალების სერია არ წყდება. საზოგადოება ჯერ კიდევ ირმა ინაშვილისა და გია ლომიას აფხაზეთში ვიზიტს აფასებდა, როდესაც პარტიის წინასაარჩევნო ბანერებმა აჭარაში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ გიორგი ლომიასთან ერთად მისი ვიზიტი აფხაზეთში კერძო ხასიათს ატარებდა. თუმცა, როგორ მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხატზე, რომელიც აფხაზეთში ჩააბრძანეს, "აფხაზურმა ეკლესიამ" უარი თქვა. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ ინაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ზურგს ბევრი ცნობილი ადამიანი უმშვენებდა. მათ შორის იყვნენ: მსახიობი იმედა კახიანი, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი და მომღერალი თემურ თათარაშვილი.

როგორ მოხვდნენ აღნიშნულ ბრიფინგზე? - ამ კითხვით მივმართეთ ამ ცნობილ ადამიანებს, ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობენ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წინასაარჩევნოდ აჭარაში გაკრულ ბანერებზე, რომელზეც აჭარა, აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად წითლად იყო შემოხაზული, როგორც ტერიტორია, რომელსაც ვკარგავთ და დაცვა სჭირდება და ხომ არ აპირებენ, „"პატრიოტთა ალიანსთან" ერთად, პოლიტიკაში წასვლას...

იმედა კახიანი, მსახიობი:

- დამირეკეს მაგათი ტელევიზიის, "ობიექტივის" სახელით და მითხრეს, აფხაზეთში ირმას სტუმრობასთან დაკავშირებით გადაცემას ვაკეთებთ და გეპატიჟებით, რა აზრის ხართო. მივედი და ვუთხარი, რომ მომწონს ეს ყველაფერი, რომ აუცილებელია დიალოგი, დალაპარაკება და ნაბიჯის გადადგმა იქით, რომ შერიგება მოხდეს-მეთქი. შემდეგ ვიდეოში გადაღებაზეც დავთანხმდი.

- საზოგადოების მხრიდან ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო ბანერებს, მათ ამ ნაბიჯს როგორ შეაფასებდით?

- ბანერები კი, მაგრამ, მე ვნახე ტელევიზიით თურქული გაზეთი, რომელშიც ბათუმი თურქეთის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. ირმა ინაშვილს ვიცნობ, ახლოს არა, მაგრამ საერთოდ მომწონს "პატრიოტთა ალიანსი". შეიძლება რაღაცები ეშლებათ, მაგრამ სამშობლო უყვართ.

რაც შეეხება პოლიტიკაში წასვლას, არ ვაპირებ, 83 წლის ვარ და რაღა დროს ჩემი დეპუტატობაა. ადრე მქონდა ხშირად შემოთავაზება, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან იქ სხვა პროფესიით ადამიანები უნდა იყვნენ, მაგალითად, ისტორიკოსები.

- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ "პატრიოტთა ალიანსის" ვიდეოში თქვენს გამოჩენას?

- თქვენ რასაც გელაპარაკებით, იგივეს ვეუბნები მათაც. ოჯახში ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ვმსჯელობთ, იმათ თავისი მოსწონთ, მე ჩემი... პოლიტიკასთან არ ვარ ახლოს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქვეყანა არ მიყვარს. პირიქით ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და ეს არის ქვეყნის სიყვარული.

თემურ თათარაშვილი, მომღერალი:

- ირმა ინაშვილი, იცით, ჩემი რამდენი წლის მეგობარია? - ამით დავამთავროთ საუბარი. ჩემ არჩევანს მარტო საკუთარ თავს ვუთანხმებ, სხვას არავის. არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. უბრალოდ, გიმეორებთ ირმა ჩემი მეგობარია და მიყვარს ძალიან.

- "პატრიოტთა ალიანსის" სკანდალურ ბანერებზე რა კომენტარს გააკეთებდით?

- არ ვიცი რა მოხდა ამ ბანერებთან დაკავშირებით. ირმა დაკავებულია ამ მაჯლაჯუნების მოგერიებით და ხშირად ვერ ვხვდები. ამიტომ ვერ გეტყვით მაგ თემაზე ვერაფერს. პარტიის ლიდერები გაგცემენ პასუხს.

ზურაბ რთველიაშვილი, პოეტი:

- არ ვიცი, რატომ იწვევს ეს აჟიოტაჟს. მე მაქვს ჩემი ბიოგრაფია და ამ ბიოგრაფიას გადახედოს ყველამ.

- თქვენი ბიოგრაფიიდან გამომდინარე გეკითხებით, როგორ მოხვდით ამ ბრიფინგზე?

- ჩემი აზროვნება, მიდგომები და ბიოგრაფია თავისებურია, არ ვაკეთებ ასეთ რაღაცებზე კომენტარს. საჭორაოდ გახადეს ეს თემა და რაღაცებს ჩხრეკენ, მე ვხვდები ამას ვინ აკეთებს და დაწყნარდნენ. მე მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ერთიანი.

- პირადად იცნობთ ირმა ინაშვილს?

- დიახ, ვიცნობ, ეს არ ნიშნავს რომ მე აქეთ ვარ ან იქით, მე ვარ პოეტი ზურაბ რთველიაშვილი

- სკანდალურ ბანერებზეც გკითხავთ...

- არ ვიცი, არ ვერევი, უნდა იყოს წესიერი პოლიტიკური გარემო, სხვა მეთოდები, სხვა ხერხები. მე არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ყველას ჯგუფს, პოლიტიკოსს, ვისაც კარგის გაკეთება შეუძლიათ ამ ქვეყნისთვის, მოვუწოდებ ერთიანობისკენ, მინუს ერთი იმ ძალისგან, რომლებმაც კარგად გვანახეს უკვე თავისი სახე.

- "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ?

- დიახ, და მასთან არსებულ ისეთ ტიპებს, რომლებიც იქ იყვნენ, სადაც არ იყო ქართული რეალობა და 25 პროცენტი რუს ოკუპანტებს ჩააბარეს.

ვფიქრობ, რომ ბევრი ახალი სახე უნდა იყოს პოლიტიკაში. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება პოლიტიკაში ჩართვის. ისეთ ერს მინდა ვხედავდე, რომელიც პროგრესული მსოფლიოს გვერდით დგას.