საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს
როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

„ცხოვ­რე­ბა­ში, რამ­დენ­ჯე­რაც პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს გვერ­დი ვერც ერთხელ ავუ­ა­რე. მივ­ხვდი, რომ ეს არის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი, სა­სი­ცო­ცხლო ძალა, რო­მელ­თან ყოფ­ნაც ბედ­ნი­ე­რე­ბაა და რთუ­ლიც“ - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია ბე­რი­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნე­ბა უზო­მოდ უყ­ვარს. ამას­თან, ამ სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო­ნას ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მისი ფო­ტოპ­რო­ექ­ტი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია. ნა­თია ბე­რი­ძე იმ ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს ამა თუ იმ ქარ­თუ­ლი ფილ­მის ესა თუ ის ეპი­ზო­დია გა­და­ღე­ბუ­ლი. პოვ­ნის შემ­დეგ კი ძველ­სა და ახალ კად­რებს შე­სა­და­რებ­ლად აჯ­გუ­ფებს, რომ ფილმში ასა­ხუ­ლი ად­გი­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაჩ­ვე­ნოს. ეს საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, მაგ­რამ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ინ­ტე­რე­სით და მონ­დო­მე­ბით აკე­თებს.

„ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­სა, თუ სხვა სა­ი­ნა­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა-შეგ­რო­ვე­ბა ბე­ბი­ას­გან მომ­ყვე­ბა - ის აგ­რო­ვებ­და იმ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ცე­მულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს, ღია ბა­რა­თებს და ყვე­ლა­ფერს, რაც ქარ­თულ ფილ­მსა და მსა­ხი­ო­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი კინო და თე­ატ­რი ჩვე­ნი ოჯა­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლია. წლე­ბის შემ­დეგ მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ბე­ბოს არ­ქი­ვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­სამ­დიდ­რებ­ლად, ეს საქ­მე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა... 15 წელ­ზე მე­ტია, ვაგ­რო­ვებ ნე­ბის­მი­ერ მა­სა­ლას, იქ­ნე­ბა ეს პრე­სა, კი­ნო­ა­ფი­შე­ბი, თუ ფო­ტო­ე­ბი. ხში­რად დავ­დი­ვარ ძველ თბი­ლის­ში და ვი­ღებ უძ­ვე­ლეს­სა და უნი­კა­ლურ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს, ქუ­ჩებ­სა და ეზო­ებს, ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფერს, რაც ძველ თბი­ლის­სა და მის ეს­თე­ტი­კურ ფე­ნო­მენს უკავ­შირ­დე­ბა. ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ესა თუ ის ად­გი­ლიც ასე ვი­პო­ვე, ზოგი და­გეგ­მი­ლად, უმე­ტე­სო­ბა კი - სპონ­ტა­ნუ­რად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­დი­ხარ თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რივ თბი­ლი­სურ ეზო­ში, მაგ­რამ სახ­ლის კი­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხვდე­ბი, რომ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში თენ­გიზ აბუ­ლა­ძე ფილ­მს: „სხვი­სი შვი­ლე­ბი“ იღებ­და. ზო­გა­დად, ქარ­თულ კი­ნო­ში თბი­ლი­სი, მისი ეთ­ნო­სო­ცი­ა­ლუ­რი და მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცით, მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სო­ნა­ჟად მი­მაჩ­ნია. ის არა­ერთ კი­ნო­რე­ჟი­სორს შე­მოქ­მე­დე­ბით იმ­პულსს აძ­ლევ­და.

- არ არის ად­ვი­ლი, ასე გულ­და­გულ იარო და ეძე­ბო ეს ად­გი­ლე­ბი, მით უფრო, რომ თი­თო­ე­უ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან დღემ­დე რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია გა­სუ­ლი...

- ნამ­დვი­ლად რთუ­ლია, დიდ დრო­სა და ენერ­გი­ა­საც მო­ი­თხოვს. ნა­პოვ­ნი ად­გი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღეს საგ­რძნობ­ლად შეც­ვლი­ლია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­და­უ­დე­ბელ რეს­ტავ­რა­ცი­ა­საც სა­ჭი­რო­ებს, რად­გან რამ­დე­ნი­მე წელ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია აღარც იარ­სე­ბოს... მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის „ქორ­წი­ლი“ ყვე­ლა ად­გი­ლი ვი­პო­ვე და გა­და­ვი­ღე. დარ­ჩე­ნი­ლი მქონ­და მხო­ლოდ სა­დარ­ბა­ზოს ეპი­ზო­დე­ბი, დიდ­ხანს ვე­ძე­ბე. შემ­დეგ ამ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი და­მი­კავ­შირ­და და მი­მას­პინ­ძლა. უძ­ვე­ლე­სი სახ­ლის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბიც მი­ამ­ბო. გან­სა­კუთ­რე­ბით ის მა­ხა­რებს ხოლ­მე, როცა ეზოს გა­და­სა­ღე­ბად შევ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან - „იცით, ჩვენს ეზო­შია გა­და­ღე­ბი­ლი „ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი“, ან „დღე უკა­ნას­კნე­ლი დღე პირ­ვე­ლი“, „ფე­ო­ლა“, „ჩვე­ნი ეზო“ და ა.შ.

- გა­და­ღე­ბას რო­გორ გეგ­მავ, ფილმში ირ­ჩევ ად­გი­ლებს და მერე მი­დი­ხარ მათ მო­სა­ძებ­ნად?

- ხან რო­გორ, ხან - რო­გორ... მა­გა­ლი­თად: თე­მურ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­თან როცა ვსწავ­ლობ­დი (მო­გეხ­სე­ნე­ბათ „მზე შე­მოდ­გო­მი­სა“ ბა­ტო­ნი თე­მუ­რის ფილ­მია), ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ მი­თხრა იმ სახ­ლის მი­სა­მარ­თი, ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად რომ გა­და­დი­ან. ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ვე­ძებ­დი თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მის „მო­ნა­ნი­ე­ბა“ - ფი­ნა­ლურ კადრს, სა­დაც დიდი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის გმი­რი მი­დის, მერე დახ­მა­რე­ბა მე­რაბ ნი­ნი­ძეს ვთხო­ვე და ვნა­ხეთ კი­დეც, სა­დაც ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ. ქალ­ბა­ტო­ნი მაგ­და მჭედ­ლი­ძის დახ­მა­რე­ბით მოვ­ძებ­ნე სახ­ლის ეზო, სა­დაც ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი რე­ჟი­სო­რი ნანა მჭედ­ლი­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფილ­მს - „ვი­ღა­ცას ავ­ტო­ბუს­ზე აგ­ვი­ან­დე­ბა“ იღებ­და. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სახ­ლს და ზო­გა­დად უბანს ვე­ძებ­დი, სა­დაც „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბია“ გა­და­ღე­ბუ­ლი და მთაწ­მინ­და­ზე სახ­ლთან ერ­თად, კე­დელ­ზე ფილ­მის პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ლე­ბით წარ­წე­რა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მარ­თა­ლია ცუ­დად იკი­თხე­ბა (გა­და­ღე­ბი­დან 50 წე­ლია გა­სუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია), მაგ­რამ ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს... მოკ­ლედ, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს იმ დგი­ლე­ბის პოვ­ნა, სა­დაც ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი რე­ჟი­სო­რე­ბი და­უ­ვი­წყარ ფილ­მებს იღებ­დნენ. დღეს­დღე­ო­ბით ათო­ბით ფილ­მის ად­გი­ლი მაქვს ნა­პოვ­ნი და არა­მარ­ტო თბი­ლის­ში.

- გარ­და იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს, სხვა რა­ი­მე მი­ზანს ხომ არ ემ­სა­ხუ­რე­ბა? ან იქ­ნე­ბა სხვა უფრო მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბი?

- ამ ყვე­ლაფ­რის მო­ძი­ე­ბა-გა­და­ღე­ბა დღეს მხო­ლოდ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სია, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ეს მა­სა­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­ნო­დო­კუ­მენ­ტად იქ­ცეს. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ამ ად­გი­ლებს მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბიც გან­თავ­სდეს და ჩვე­უ­ლებ­რივ გამ­ვლელ­სა, თუ ტუ­რისტს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეტი გა­ი­გოს თბი­ლი­სის, რო­გორც კი­ნო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ძველ უნი­კა­ლურ ფო­ტო­ებს, მას რო­გორ მო­ი­პო­ვებ?

- ფო­ტო­ებს ხან ძვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან ვი­ძენ, სხვა­დას­ხვა უცხო­ურ სა­ი­ტებ­ზეც ხში­რად ვპო­უ­ლობ, ან სა­ჩუქ­რად მი­ძღვნი­ან ნაც­ნო­ბი, თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი. მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ხში­რად მა­ნე­ბივ­რე­ბენ ძვირ­ფა­სი ფო­ტო­ე­ბით და მეც ანა­ლო­გი­უ­რად, რაც მაქვს არ­ქივ­ში, ან რა­საც ვპო­უ­ლობ, აუ­ცი­ლებ­ლად ვუგ­ზავ­ნი და ასე ვა­ხა­რებთ ერ­თმა­ნეთს. სა­კუ­თა­რი კი­ნო­არ­ქი­ვის ბა­ზა­ზე, 6 წლის წინ და­ვა­ფუძ­ნე კი­ნოგ­ვერ­დი - „მათ შექ­მნეს ეპო­ქა“, რო­მელ­საც დღეს ათო­ბით ათა­სი მომ­წო­ნე­ბე­ლი ჰყავს. მი­ხა­რია, ქარ­თუ­ლი კი­ნოს ამ­დე­ნი ქო­მა­გის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

- ნა­თია, პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ და კი­დევ რა გი­ტა­ცებს?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე და კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბის დიპ­ლო­მით და­ვამ­თავ­რე. სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი ვარ სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პან­დე­მი­ამ­დე აქ­ტუ­რად ვმუ­შა­ობ­დი, ძი­რი­თა­დად თვი­და­საქ­მე­ბით... რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­რე­ჟი­სო­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვცა­დე ბედი და კინო-ტე­ლე­რე­ჟი­სუ­რა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სპე­ცი­ა­ლო­ბას მას­წავ­ლიდ­ნენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი - თე­მურ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და მიხო ბო­რაშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კა, ხში­რად ვკი­თხუ­ლობ დო­კუ­მენ­ტურ პრო­ზას. წლე­ბის წინ დო­კუ­მენ­ტუ­რი ვი­დე­ო­ჩა­ნა­ხა­ტი - „თუ­შე­თო­ბა“ გა­და­ვი­ღე. ამას­თან, მი­ტა­ცებს ფო­ტოგ­რა­ფია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ქუ­ჩის ფო­ტოგ­რა­ფია. ხში­რად დავ­დი­ვარ ძველ თბი­ლის­ში, სა­კუთ­რივ ჩემი თბი­ლი­სის აღ­მო­სა­ჩე­ნად. ვე­ძებ გა­რე­მოს, სა­დაც სიძ­ვე­ლის ეს­თე­ტი­კის ფაქ­ტო­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. თუმ­ცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად იყო სიმ­ღე­რა - ბავ­შვო­ბის ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი ამის გამო ყვე­ლა­ზე ნა­თელ პე­რი­ო­დად მახ­სენ­დე­ბა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი - იყო კონ­ცერ­ტე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი და სხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არც დი­დო­ბა­ში მი­მი­ტო­ვე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად ხან ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრას ვას­წავ­ლი­დი მო­მა­ვალ თა­ო­ბას, ხან - სიმ­ღე­რას. ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მია: „თუ გინ­და იდგე, უნდა ირ­ბი­ნო,“ - ჰოდა, მეც ეს სი­ტყვე­ბი ავირ­ჩიე ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მო­ტი­ვად.

- რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- არა­ერ­თი სა­ი­ნი­ცი­ტა­ვიო წი­ნა­და­დე­ბა და პრო­ექ­ტი მაქვს, რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­თან, ისე კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს ტე­ლე­სივ­რცეს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­და­ცე­მე­ბი, რომ ამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი ამ­ბის ფონ­ზე, ცო­ტა­თი მა­ინც გვქონ­დეს მო­დუ­ნე­ბი­სა და კარ­გი გან­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის რე­ა­ლი­ზე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ჩემს კე­თილ ნე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თუ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მა­ყუ­რე­ბელს უზო­მოდ გა­ა­ხა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკკკ
0

რა საინტერესოა მოინახულო ის ადგილები სადაც ერთ დროს ლეგენდარული ფილმები გადაღებულა ,ყოჩაღ ამ გოგონას თითეული კადრი რამოდენიმეჯერ ვნახე იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის

Ilia
0

გაიხარეთ! ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ!

ავტორი:

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

„ცხოვრებაში, რამდენჯერაც პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე, ხელოვნების სფეროს გვერდი ვერც ერთხელ ავუარე. მივხვდი, რომ ეს არის მთავარი მამოძრავებელი, სასიცოცხლო ძალა, რომელთან ყოფნაც ბედნიერებაა და რთულიც“ - გვეუბნება ნათია ბერიძე, ადამიანი, რომელსაც ხელოვნება უზომოდ უყვარს. ამასთან, ამ საინტერესო გოგონას ზოგადოებისთვის წარდგენა რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მაგრამ მისი ფოტოპროექტი მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანი მგონია. ნათია ბერიძე იმ ადგილების მოძიებითაა დაინტერესებული, სადაც სხვადასხვა დროს ამა თუ იმ ქართული ფილმის ესა თუ ის ეპიზოდია გადაღებული. პოვნის შემდეგ კი ძველსა და ახალ კადრებს შესადარებლად აჯგუფებს, რომ ფილმში ასახული ადგილების დღევანდელი მდგომარეობა გვაჩვენოს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ამ ყველაფერს დიდი ინტერესით და მონდომებით აკეთებს.

„ქართულ კინოფილმებთან დაკავშირებული ფოტოებისა, თუ სხვა საინატერესო მასალების მოძიება-შეგროვება ბებიასგან მომყვება - ის აგროვებდა იმ პერიოდში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებს, ღია ბარათებს და ყველაფერს, რაც ქართულ ფილმსა და მსახიობებს უკავშირდებოდა. ამიტომ, ქართული კინო და თეატრი ჩვენი ოჯახის დიდი სიყვარულია. წლების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, ბებოს არქივის მნიშვნელოვნად გასამდიდრებლად, ეს საქმე გამეგრძელებინა... 15 წელზე მეტია, ვაგროვებ ნებისმიერ მასალას, იქნება ეს პრესა, კინოაფიშები, თუ ფოტოები. ხშირად დავდივარ ძველ თბილისში და ვიღებ უძველესსა და უნიკალურ შენობა-ნაგებობებს, ქუჩებსა და ეზოებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ძველ თბილისსა და მის ესთეტიკურ ფენომენს უკავშირდება. ქართულ კინოფილმებში გადაღებული ესა თუ ის ადგილიც ასე ვიპოვე, ზოგი დაგეგმილად, უმეტესობა კი - სპონტანურად. წარმოიდგინეთ, შედიხარ თითქოს ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში, მაგრამ სახლის კიბის დანახვისთანავე ხვდები, რომ გასულ საუკუნეში თენგიზ აბულაძე ფილმს: „სხვისი შვილები“ იღებდა. ზოგადად, ქართულ კინოში თბილისი, მისი ეთნოსოციალური და მულტიკულტურული სივრცით, მნიშვნელოვან პერსონაჟად მიმაჩნია. ის არაერთ კინორეჟისორს შემოქმედებით იმპულსს აძლევდა.

- არ არის ადვილი, ასე გულდაგულ იარო და ეძებო ეს ადგილები, მით უფრო, რომ თითოეული ფილმის გადაღებიდან დღემდე რამდენიმე ათწლეულია გასული...

- ნამდვილად რთულია, დიდ დროსა და ენერგიასაც მოითხოვს. ნაპოვნი ადგილების უმეტესობა დღეს საგრძნობლად შეცვლილია, ზოგიერთი მათგანი გადაუდებელ რესტავრაციასაც საჭიროებს, რადგან რამდენიმე წელში შესაძლებელია აღარც იარსებოს... მიხეილ კობახიძის გენიალური ფილმის „ქორწილი“ ყველა ადგილი ვიპოვე და გადავიღე. დარჩენილი მქონდა მხოლოდ სადარბაზოს ეპიზოდები, დიდხანს ვეძებე. შემდეგ ამ სახლში მცხოვრები ქალბატონი დამიკავშირდა და მიმასპინძლა. უძველესი სახლის ისტორიასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ამბებიც მიამბო. განსაკუთრებით ის მახარებს ხოლმე, როცა ეზოს გადასაღებად შევდივარ და მეუბნებიან - „იცით, ჩვენს ეზოშია გადაღებილი „ვერის უბნის მელოდიები“, ან „დღე უკანასკნელი დღე პირველი“, „ფეოლა“, „ჩვენი ეზო“ და ა.შ.

- გადაღებას როგორ გეგმავ, ფილმში ირჩევ ადგილებს და მერე მიდიხარ მათ მოსაძებნად?

- ხან როგორ, ხან - როგორ... მაგალითად: თემურ ფალავანდიშვილთან როცა ვსწავლობდი (მოგეხსენებათ „მზე შემოდგომისა“ ბატონი თემურის ფილმია), ხშირად ვსაუბრობდით ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით. მაშინ მითხრა იმ სახლის მისამართი, ფილმის მთავარი გმირები საცხოვრებლად რომ გადადიან. ასევე ძალიან მაინტერესებდა და ვეძებდი თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიება“ - ფინალურ კადრს, სადაც დიდი ვერიკო ანჯაფარიძის გმირი მიდის, მერე დახმარება მერაბ ნინიძეს ვთხოვე და ვნახეთ კიდეც, სადაც ფოტოებიც გადავიღეთ. ქალბატონი მაგდა მჭედლიძის დახმარებით მოვძებნე სახლის ეზო, სადაც ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი ნანა მჭედლიძე არაჩვეულებრივ ფილმს - „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ იღებდა. მაგალითად, როდესაც სახლს და ზოგადად უბანს ვეძებდი, სადაც „ღიმილის ბიჭებია“ გადაღებული და მთაწმინდაზე სახლთან ერთად, კედელზე ფილმის პერსონაჟთა სახელებით წარწერა აღმოვაჩინე. მართალია ცუდად იკითხება (გადაღებიდან 50 წელია გასული და ბუნებრივია), მაგრამ ეს ისტორიული ფაქტი ჯერ კიდევ არსებობს... მოკლედ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს იმ დგილების პოვნა, სადაც ჩვენი ძვირფასი რეჟისორები დაუვიწყარ ფილმებს იღებდნენ. დღესდღეობით ათობით ფილმის ადგილი მაქვს ნაპოვნი და არამარტო თბილისში.

- გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას განიჭებს, სხვა რაიმე მიზანს ხომ არ ემსახურება? ან იქნება სხვა უფრო მასშტაბური პროექტისთვის ემზადები?

- ამ ყველაფრის მოძიება-გადაღება დღეს მხოლოდ პირადი ინტერესია, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება ეს მასალები მნიშვნელოვან კინოდოკუმენტად იქცეს. დიდი სურვილი მაქვს, ამ ადგილებს მეტი ყურადღება დაეთმოს. კარგი იქნებოდა საინფორმაციო დაფებიც განთავსდეს და ჩვეულებრივ გამვლელსა, თუ ტურისტს ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტი გაიგოს თბილისის, როგორც კინოქალაქის შესახებ.

- რაც შეეხება ძველ უნიკალურ ფოტოებს, მას როგორ მოიპოვებ?

- ფოტოებს ხან ძველი კოლექციონერებისგან ვიძენ, სხვადასხვა უცხოურ საიტებზეც ხშირად ვპოულობ, ან საჩუქრად მიძღვნიან ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანები. მსახიობებისა და რეჟისორების ოჯახის წევრებიც ხშირად მანებივრებენ ძვირფასი ფოტოებით და მეც ანალოგიურად, რაც მაქვს არქივში, ან რასაც ვპოულობ, აუცილებლად ვუგზავნი და ასე ვახარებთ ერთმანეთს. საკუთარი კინოარქივის ბაზაზე, 6 წლის წინ დავაფუძნე კინოგვერდი - „მათ შექმნეს ეპოქა“, რომელსაც დღეს ათობით ათასი მომწონებელი ჰყავს. მიხარია, ქართული კინოს ამდენი ქომაგის გაერთიანება.

- ნათია, პროფესიით ვინ ხარ და კიდევ რა გიტაცებს?

- სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და კულტურის მენეჯმენტის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით დავამთავრე. სტუდენტობიდანვე ჩართული ვარ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობაში. ამ მიმართულებით პანდემიამდე აქტურად ვმუშაობდი, ძირითადად თვიდასაქმებით... რამდენიმე წლის წინ სარეჟისორო მიმართულებითაც ვცადე ბედი და კინო-ტელერეჟისურაზე ჩავაბარე. სპეციალობას მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები, რეჟისორები და ადამიანები - თემურ ფალავანდიშვილი და მიხო ბორაშვილი. ძალიან მიყვარს დოკუმენტალისტიკა, ხშირად ვკითხულობ დოკუმენტურ პროზას. წლების წინ დოკუმენტური ვიდეოჩანახატი - „თუშეთობა“ გადავიღე. ამასთან, მიტაცებს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით კი, ქუჩის ფოტოგრაფია. ხშირად დავდივარ ძველ თბილისში, საკუთრივ ჩემი თბილისის აღმოსაჩენად. ვეძებ გარემოს, სადაც სიძველის ესთეტიკის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. თუმცა ჩემს ცხოვრებაში პირველად იყო სიმღერა - ბავშვობის ბნელი 90-იანები ამის გამო ყველაზე ნათელ პერიოდად მახსენდება. სკოლის დამთავრებამდე სცენაზე ვიდექი - იყო კონცერტები, მუსიკალური კონკურსები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები. მუსიკალური მიმართულება არც დიდობაში მიმიტოვებია. პერიოდულად ხან ფორტეპიანოზე დაკვრას ვასწავლიდი მომავალ თაობას, ხან - სიმღერას. ასეთი გამონათქვამია: „თუ გინდა იდგე, უნდა ირბინო,“ - ჰოდა, მეც ეს სიტყვები ავირჩიე ჩემი ცხოვრების მთავარ მოტივად.

- რა გეგმები გაქვს?

- არაერთი საინიციტავიო წინადადება და პროექტი მაქვს, როგორც სატელევიზიო გადაცემებთან, ისე კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღეს ტელესივრცეს ჰაერივით სჭირდება ამ მიმართულების გადაცემები, რომ ამდენი უარყოფითი ამბის ფონზე, ცოტათი მაინც გვქონდეს მოდუნებისა და კარგი განწყობის შესაძლებლობა. ამ ყველაფრის რეალიზება, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული და თუ განხორციელების საშუალება მომეცემა, დარწმუნებული ვარ, ეს მაყურებელს უზომოდ გაახარებს.

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო