საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ სექ­ტემ­ბრის ნო­მე­რი #6 (114), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

"ტი­ფი­ა­ნი მერი" - ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ქალი ამე­რი­კა­ში

თა­ვის დრო­ზე მსოფ­ლი­ო­ში გახ­მა­ურ­და ამ­ბა­ვი, რო­გორ გახ­და ერთი ქალი, “ტი­ფი­ა­ნი მერი” მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხის წყა­რო და რო­გორ შე­რა­ცხეს ის ყვე­ლა­ზე სა­შიშ ქა­ლად ამე­რი­კა­ში. მას შემ­დეგ 100 წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და, მაგ­რამ ეს ნი­შან­დობ­ლი­ვი ის­ტო­რი­აა იმ არ­სე­ბით სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად გა­დის ზღვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას შო­რის.

ირ­ლან­დი­ე­ლი მერი მა­ლო­ნი 1884 წელს აშშ-ში წა­ვი­და ემიგ­რან­ტად, როცა 15 წლის იყო. ჯერ ნა­თე­სა­ვებ­თან ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ მზა­რე­უ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. დიდი ხნის შემ­დეგ კი გა­ირ­კვა, რომ ის ტი­ფის გავ­რცე­ლე­ბას უწყობ­და ხელს. მერი 1908 წელს ნიუ-იორკში “ნუ­ლო­ვან პა­ცი­ენ­ტად” მი­იჩ­ნი­ეს. 1915 წლის შემ­დეგ კი მან სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან იზო­ლი­რე­ბულ­მა, კა­რან­ტინ­ში გა­ა­ტა­რა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე – მთე­ლი 23 წე­ლი­წა­დი!

სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჯორჯ სო­პე­რი პირ­ვე­ლი მიხ­ვდა, რომ მა­ლონს კავ­ში­რი ჰქონ­და ტი­ფით და­ა­ვა­დე­ბის ფაქ­ტებ­თან. სო­პერს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და ასახ­სნე­ლად – რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მუ­შაკ­თათ­ვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მით უფრო, თვით მე­რის­თვის, რომ იგი სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და. იმ ეპო­ქა­ში კონ­ცეფ­ცი­ას “სე­ნის ჯან­მრთე­ლი მა­ტა­რებ­ლის” შე­სა­ხებ არა­თუ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბიც არ იც­ნობ­დნენ. ამ ამ­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, რომ მერი ერთ-ერთი იყო იმ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი­დან, ვინც მის მსგავ­სად ჯან­მრთე­ლი კი იყო, მაგ­რამ სენს ატა­რებ­და და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში ავ­რცე­ლებ­და...

ლაზ­თა სა­კი­თხი ბრი­ტა­ნულ პე­რი­ო­დი­კა­ში

მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა პრო­ექ­ტზე “ბრი­ტა­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ”. ითარ­გმნა XVI-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო, რო­მელ­თა შო­რის დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ლა­ზეთ­სა და ლა­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცნო­ბებს. მა­სა­ლა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად შე­მო­დის ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც ლა­ზე­თის ის­ტო­რი­ის, ისე მისი ეთ­ნოგ­რა­ფი­ის შე­სას­წავ­ლად. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ტენ­დენ­ცი­უ­რია, რად­გან რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომში (1877-1878) ინ­გლი­სი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ბა­ნაკ­ში იყო. ამი­ტომ ლა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სახ­ლე ხალ­ხს ხში­რად წარ­მო­ა­ჩე­ნენ რუ­სეთ­თან გულ­მხურ­ვა­ლე მებ­რძო­ლე­ბად, თუმ­ცა ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას­თან ერ­თად, ბევრ სა­კი­თხში ხაზ­გას­მუ­ლია სა­ყუ­რა­დღე­ბო გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის ან ყუ­რა­დღე­ბის სა­გა­ნი არ ყო­ფი­ლა. 1878 წლის 18 ივ­ნისს The Times-ი წერ­და: “ლა­ზე­ბი საკ­მა­ოდ თვითმყო­ფა­დი ხალ­ხია და ვერ ეგუ­ე­ბი­ან ოტო­მან­თა ჩა­რე­ვას შიდა საქ­მე­ებ­ში... თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ მთი­ე­ლებს მუს­ლი­მა­ნუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის – ვარ­სკვლა­ვი­სა და ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ქვეშ არ­სე­ბო­ბა სი­ა­მოვ­ნებთ და ამის რუ­სულ მმარ­თვე­ლო­ბა­ში გაც­ვლის არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არა აქვთ”.

მა­სა­ლე­ბი ცხად­ყოფს, რომ ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს­თან სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წყვე­ტილ­მა კონ­ტაქ­ტმა და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ­მა იმ­პე­რი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ ლა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­დე­ნად და­აფრ­თხო, რომ მათ სა­ზღვრის მე­ო­რე მხა­რეს მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნდათ. ეროვ­ნულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში სა­თა­ნა­დოდ არ არის შეს­წავ­ლი­ლი ის ფაქ­ტიც, რომ ამ კონ­ფლიქ­ტში ლა­ზუ­რი დე­ლე­გა­ცია მათ სა­მო­სახ­ლო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ინ­გლი­სის პრო­ტექ­ტო­რა­ტის და­წე­სე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ითხოვ­და, ამ მხრივ ნი­შან­დობ­ლი­ვია ლა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც The Times-ში 1878 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

უი­ლი­ამ უო­ლე­სი და შოტ­ლან­დი­ის “ოქ­როს ხა­ნის” და­სას­რუ­ლი

შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის ბრძო­ლა ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში წარ­მო­ად­გენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლითს. ეს თე­მა­ტი­კა აი­სა­ხა რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ისე ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. დი­დია შე­მეც­ნე­ბი­თი ინ­ტე­რე­სიც, თუმ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი, რა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი უძღო­და წინ ამ და­პი­რის­პი­რე­ბას, რა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ხან­გრძლივ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის სე­რი­ას.

ინ­გლი­სის მე­ფე­ე­ბის პრე­ტენ­ზი­ას შოტ­ლან­დი­ა­ზე სა­ფუძ­ვე­ლი XI სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­ე­ყა­რა, რო­დე­საც შოტ­ლან­დი­ის მეფე მალ­კოლმ II-მ ლე­ნუ­რი, ანუ ვა­სა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღი­ა­რა 1031 წელს ინ­გლი­სის, და­ნი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის მეფე კნუდ დი­დის მი­მართ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კნუდ დი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე გაგ­რძელ­და, თუმ­ცა შემ­დგომ­ში ის კვლავ აღად­გი­ნა მეფე მალ­კოლმ III-მ ინ­გლი­სის ნორ­მა­ნი მე­ფის, უი­ლი­ამ დამ­პყრობ­ლის წი­ნა­შე და­დე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის ფი­ცით 1071 წელს. სწო­რედ ამ ფაქ­ტზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დებ­დნენ ინ­გლი­სე­ლი მე­ფე­ე­ბი პრე­ტენ­ზი­ას შოტ­ლან­დი­ის გვირ­გვინ­ზე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­პი­რის­პი­რე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით მას­შტა­ბუ­რი სახე XIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მი­ი­ღო – შოტ­ლან­დი­ის მეფე ალექ­სან­დრე III-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. ის შოტ­ლან­დი­ის ის­ტო­რი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მეფე იყო. მისი მე­ფო­ბის პე­რი­ოდს “ოქ­როს ხა­ნის” სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, შოტ­ლან­დია იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი სა­მე­ფო. კრი­ზი­სის მი­ზე­ზი კი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხი გახ­და. შოტ­ლან­დი­ის ტახ­ტის ერ­თა­დერთ მემ­კვიდ­რედ რჩე­ბო­და მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლი, ანუ ნორ­ვე­გი­ის მე­ფის ქა­ლიშ­ვი­ლი, მაგ­რამ მის­მა მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ შოტ­ლან­დი­ის სა­მე­ფო უდი­დე­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა.

თხინ­ვა­ლის წმინ­და გი­ორ­გი

თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სი, რომ­ლის შე­სა­ხებ ალ­ბათ ბევ­რს არ სმე­ნია. ლი­სის ტბი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე სო­ფელ თხინ­ვა­ლის და­სავ­ლე­თით, ტყე­ში დგას გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე.

ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის დიდ­მა მკვლე­ვარ­მა ვახ­ტანგ ბე­რი­ძემ ეს ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სია გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ერთ-ერთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მორ­ჩე­ულ და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ნა­გე­ბო­ბად მი­იჩ­ნია. იგი აგუ­რით არის ნა­გე­ბი, გა­რე­დან მო­ხილ­ვი­სას სადა და ერ­თგვა­რო­ვან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო, შთამ­ბეჭ­და­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ტაძ­რის ინ­ტე­რი­ე­რი. შიდა სივ­რცე ბევ­რად მა­ღა­ლი და მას­შტა­ბუ­რია, ვიდ­რე ის გა­რე­დან აღიქ­მე­ბა. შე­ის­რუ­ლი კა­მა­რით გა­და­ხუ­რუ­ლი დარ­ბა­ზი გან­სხვავ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რი­ე­რის­გან. გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ­ში, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში მრავ­ლად გვხვდე­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი, სპარ­სუ­ლი მო­ტი­ვე­ბი, თუმ­ცა ეს “მო­დუ­რი” ტენ­დენ­ცია, რე­ლი­გი­ურ ნა­გე­ბო­ბებ­ში უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და სიმ­ბო­ლუ­რია. თხინ­ვა­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში კი მთლი­ა­ნი სივ­რცე შე­ის­რუ­ლი თა­ღე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ტაძ­რის კან­კე­ლი მი­ემ­სგავ­სე­ბა და­ვით­გა­რე­ჯუ­ლი სკო­ლის კან­კე­ლებს. ჩვენ­ში ამ ტი­პის მა­ღა­ლი, სა­ხა­ტე­ე­ბად და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი კან­კე­ლე­ბი იმ პე­რი­ო­დი­დან ჩნდე­ბა, რო­დე­საც ღრმავ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან და შე­მო­დი­ნე­ბას იწყებს კულ­ტუ­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბი. ტაძ­რის ინ­ტე­რი­ე­რი კი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მკვეთ­რად სპარ­სუ­ლი მო­ტი­ვე­ბით არის შედ­გე­ნი­ლი. მას­ში კი­დევ ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი მო­ტი­ვის შე­მოს­ვლა ქმნის მე­ტად ეკ­ლექ­ტი­კურ, შე­რე­ულ გა­რე­მოს და მფლო­ბელ­თა (დამ­კვეთ­თა) სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­რე­სებ­ზეც უდა­ვოდ მე­ტყვე­ლებს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ტა­ლი­ნის ეკ­ლე­სია 76 წე­ლი­წადს იყო მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი შე­ნო­ბა
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ძვე­ლი დი­დე­ბის ნაშ­თი შოტ­ლან­დი­ა­ში
  • რო­გო­რი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით გა­ნა­გებ­დნენ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ქარ­თლის სა­მე­ფოს. ქარ­თლის ბაგ­რა­ტო­ვან მმარ­თველ­თა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი რი­გის და­ზუს­ტე­ბის­თვის (XVI-XVIII სს.)
  • დიდი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბი. გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლი
  • ეთ­ნო­ლო­გია. ნა­ლია-ბეღ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­ულ ყო­ფა­ში
  • ეთ­ნო­ლო­გია. დარ-ავდრის მი­თო­ლო­გია
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. “მო­კა­ლით სტა­ლი­ნი!” (ნა­წი­ლი I)
  • კი­ნოს ის­ტო­რი­ი­დან. გა­სე­ირ­ნე­ბა ნიუ-იორკში
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომერი #6 (114), რომელშიც წაიკითხავთ:

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

თავის დროზე მსოფლიოში გახმაურდა ამბავი, როგორ გახდა ერთი ქალი, “ტიფიანი მერი” მთელი ქვეყნისთვის საფრთხის წყარო და როგორ შერაცხეს ის ყველაზე საშიშ ქალად ამერიკაში. მას შემდეგ 100 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ნიშანდობლივი ისტორიაა იმ არსებით საკითხთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას შორის.

ირლანდიელი მერი მალონი 1884 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრანტად, როცა 15 წლის იყო. ჯერ ნათესავებთან ცხოვრობდა, შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა. დიდი ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ის ტიფის გავრცელებას უწყობდა ხელს. მერი 1908 წელს ნიუ-იორკში “ნულოვან პაციენტად” მიიჩნიეს. 1915 წლის შემდეგ კი მან საზოგადოებისაგან იზოლირებულმა, კარანტინში გაატარა დარჩენილი სიცოცხლე – მთელი 23 წელიწადი!

სანიტარიული ინსპექტორ-გამომძიებელი ჯორჯ სოპერი პირველი მიხვდა, რომ მალონს კავშირი ჰქონდა ტიფით დაავადების ფაქტებთან. სოპერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ასახსნელად – როგორც ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთათვის, ისე საზოგადოებისთვის და მით უფრო, თვით მერისთვის, რომ იგი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა. იმ ეპოქაში კონცეფციას “სენის ჯანმრთელი მატარებლის” შესახებ არათუ ფართო საზოგადოება, არამედ მედიცინის მუშაკებიც არ იცნობდნენ. ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ მერი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც მის მსგავსად ჯანმრთელი კი იყო, მაგრამ სენს ატარებდა და ჩრდილოეთ ამერიკაში ავრცელებდა...

ლაზთა საკითხი ბრიტანულ პერიოდიკაში

მეცნიერთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ”. ითარგმნა XVI-XIX საუკუნეების საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი ისტორიული წყარო, რომელთა შორის დიდი ადგილი უკავია ლაზეთსა და ლაზებთან დაკავშირებულ ცნობებს. მასალა, რომელიც პირველად შემოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში, უაღრესად საინტერესოა როგორც ლაზეთის ისტორიის, ისე მისი ეთნოგრაფიის შესასწავლად. ხშირ შემთხვევაში პუბლიკაციები ტენდენციურია, რადგან რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) ინგლისი რუსეთის იმპერიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ამიტომ ლაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხს ხშირად წარმოაჩენენ რუსეთთან გულმხურვალე მებრძოლებად, თუმცა ტენდენციურობასთან ერთად, ბევრ საკითხში ხაზგასმულია საყურადღებო გარემოებები, რომლებიც მანამდე ქართველი მეცნიერების შესწავლის ან ყურადღების საგანი არ ყოფილა. 1878 წლის 18 ივნისს The Times-ი წერდა: “ლაზები საკმაოდ თვითმყოფადი ხალხია და ვერ ეგუებიან ოტომანთა ჩარევას შიდა საქმეებში... თავისუფლების მოყვარულ მთიელებს მუსლიმანური სიმბოლოების – ვარსკვლავისა და ნახევარმთვარის ქვეშ არსებობა სიამოვნებთ და ამის რუსულ მმართველობაში გაცვლის არავითარი სურვილი არა აქვთ”.

მასალები ცხადყოფს, რომ ისტორიულ სამშობლოსთან საუკუნეების განმავლობაში გაწყვეტილმა კონტაქტმა და რუსეთის აგრესიულმა იმპერიულმა პოლიტიკამ ლაზური მოსახლეობა იმდენად დააფრთხო, რომ მათ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად ცხოვრება მიუღებლად მიაჩნდათ. ეროვნულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ არ არის შესწავლილი ის ფაქტიც, რომ ამ კონფლიქტში ლაზური დელეგაცია მათ სამოსახლო ტერიტორიებზე ინგლისის პროტექტორატის დაწესებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ითხოვდა, ამ მხრივ ნიშანდობლივია ლაზეთის საზოგადოების წარმომადგენელთა წერილი, რომელიც The Times-ში 1878 წელს გამოქვეყნდა.

უილიამ უოლესი და შოტლანდიის “ოქროს ხანის” დასასრული

შოტლანდიელი ხალხის ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ XIII-XIV საუკუნეებში წარმოადგენს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს. ეს თემატიკა აისახა როგორც ლიტერატურასა და კინოხელოვნებაში, ისე ისტორიულ მეცნიერებაში. დიდია შემეცნებითი ინტერესიც, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რა პოლიტიკური მოვლენები უძღოდა წინ ამ დაპირისპირებას, რა დაედო საფუძვლად ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტების სერიას.

ინგლისის მეფეების პრეტენზიას შოტლანდიაზე საფუძველი XI საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც შოტლანდიის მეფე მალკოლმ II-მ ლენური, ანუ ვასალური დამოკიდებულება აღიარა 1031 წელს ინგლისის, დანიისა და ნორვეგიის მეფე კნუდ დიდის მიმართ. ეს დამოკიდებულება კნუდ დიდის გარდაცვალებამდე გაგრძელდა, თუმცა შემდგომში ის კვლავ აღადგინა მეფე მალკოლმ III-მ ინგლისის ნორმანი მეფის, უილიამ დამპყრობლის წინაშე დადებული ერთგულების ფიცით 1071 წელს. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით აცხადებდნენ ინგლისელი მეფეები პრეტენზიას შოტლანდიის გვირგვინზე საუკუნეების განმავლობაში. დაპირისპირებამ განსაკუთრებით მასშტაბური სახე XIII საუკუნის ბოლოს მიიღო – შოტლანდიის მეფე ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ. ის შოტლანდიის ისტორიაში გამორჩეული მეფე იყო. მისი მეფობის პერიოდს “ოქროს ხანის” სახელით მოიხსენიებენ, შოტლანდია იყო დამოუკიდებელი, ერთიანი და საკმაოდ ძლიერი სამეფო. კრიზისის მიზეზი კი მემკვიდრეობის საკითხი გახდა. შოტლანდიის ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ რჩებოდა მეფის შვილიშვილი, ანუ ნორვეგიის მეფის ქალიშვილი, მაგრამ მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოტლანდიის სამეფო უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენა.

თხინვალის წმინდა გიორგი

თბილისის შემოგარენში არის გამორჩეული ისტორიული კომპლექსი, რომლის შესახებ ალბათ ბევრს არ სმენია. ლისის ტბიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ თხინვალის დასავლეთით, ტყეში დგას გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ისტორიული სასახლე.

ქართული ხელოვნების ისტორიის დიდმა მკვლევარმა ვახტანგ ბერიძემ ეს ერთნავიანი ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთ განსაკუთრებულად გამორჩეულ და არქიტექტურულად საინტერესო ნაგებობად მიიჩნია. იგი აგურით არის ნაგები, გარედან მოხილვისას სადა და ერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. სრულიად საპირისპირო, შთამბეჭდავად მრავალფეროვანია ტაძრის ინტერიერი. შიდა სივრცე ბევრად მაღალი და მასშტაბურია, ვიდრე ის გარედან აღიქმება. შეისრული კამარით გადახურული დარბაზი განსხვავდება ეკლესიის ინტერიერისგან. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, შენობა-ნაგებობების გაფორმებაში მრავლად გვხვდება აღმოსავლური, სპარსული მოტივები, თუმცა ეს “მოდური” ტენდენცია, რელიგიურ ნაგებობებში უფრო მოკრძალებული და სიმბოლურია. თხინვალის ეკლესიაში კი მთლიანი სივრცე შეისრული თაღებით არის გაფორმებული.

ტაძრის კანკელი მიემსგავსება დავითგარეჯული სკოლის კანკელებს. ჩვენში ამ ტიპის მაღალი, სახატეებად დანაწევრებული კანკელები იმ პერიოდიდან ჩნდება, როდესაც ღრმავდება ურთიერთობები რუსეთთან და შემოდინებას იწყებს კულტურული მოტივები. ტაძრის ინტერიერი კი, როგორც აღვნიშნეთ, მკვეთრად სპარსული მოტივებით არის შედგენილი. მასში კიდევ ერთი განსხვავებული კულტურულ-ესთეტიკური მოტივის შემოსვლა ქმნის მეტად ეკლექტიკურ, შერეულ გარემოს და მფლობელთა (დამკვეთთა) საერთაშორისო ინტერესებზეც უდავოდ მეტყველებს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები. ტალინის ეკლესია 76 წელიწადს იყო მსოფლიოს უმაღლესი შენობა
  • მოკლე ამბები. ძველი დიდების ნაშთი შოტლანდიაში
  • როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს. ქართლის ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისთვის (XVI-XVIII სს.)
  • დიდი სახელმწიფო მოღვაწეები. გიორგი ჭყონდიდელი
  • ეთნოლოგია. ნალია-ბეღლები საქართველოს ტრადიციულ ყოფაში
  • ეთნოლოგია. დარ-ავდრის მითოლოგია
  • სადაზვერვო თამაშები. “მოკალით სტალინი!” (ნაწილი I)
  • კინოს ისტორიიდან. გასეირნება ნიუ-იორკში

31 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ბიბლიის განმარტებების მე-13 ტომია ხელმისაწვდომი

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი 21-ე)

ქართული ინტერაქციული წიგნის, „ფენიქსის“ ოთხი ალტერნატიული დასასრული უკვე წიგნის მაღაზიებშია!