პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ გამოგვაცხადა" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?
"ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ გამოგვაცხადა" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?

30 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა 10 სექ­ტემ­ბრი­დან პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და­ა­ა­ნონ­სა, მა­ნამ­დე კი გა­მო­ძი­ე­ბას ვადა მის­ცა იმ პი­რე­ბის და­სად­გე­ნად, ვინც 18 ივ­ლისს გო­გო­ნა სახ­ლი­დან გა­ი­ტყუ­ეს. ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხოვს.

გარ­და ამი­სა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის - თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, თა­მუ­ნამ შემ­თხვე­ვით გახ­სნა იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ფა­ი­ლი, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი.

"და­დონ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა, იდგა თუ არა 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნას მან­ქა­ნა იქ, სა­დაც იდგა. მე­ო­რე - ამ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა და და­სა­ხელ­დეს მკვლე­ლი, თუ - მკვლე­ლე­ბი. მე ჩემი შვი­ლის საფ­ლავ­ზე და­ვი­ფი­ცე, რომ არ მო­ვას­ვე­ნებ მათ. პი­რა­დად მე უძ­ლუ­რი ვარ მის წი­ნა­შე, აქამ­დე ვერ გა­შიფ­რეს ეს რა­ღაც ციფ­რი - 15. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს მო­ვუ­წო­დებ, და­ინ­ტე­რეს­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვონ იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შე­სა­ხებ ფა­ი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა შვილ­მა შემ­თხვე­ვით გახ­სნა და გა­შიფ­რა, თუ რო­გორ მა­რაგ­დე­ბო­და ყა­რა­ბა­ღის ომი ია­რა­ღით. ზუს­ტა­დაც ამი­ტომ, ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად გა­და­ა­რი­ცხი­ნეს ჩემს შვილს მი­ლი­ო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­დან. ია­რაღს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა და სუს-იც ზუს­ტად ამი­ტომ არის ჩარ­თუ­ლი ჩემი შვი­ლის მო­შო­რე­ბის ამ­ბავ­ში”.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე ambebi.ge-სთან თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივს უწო­დებს და შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მისი სას­წრა­ფოდ და­კი­თხვის­კენ მო­უ­წო­დებს.

ასევე დაგაინტერესებთ
13:08 / 29-08-2020

"რა გზები გაიარა, "ბუქსირზე" ხომ არ იყო ჩაბმული?" -  ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

19:08 / 29-08-2020

"რა თქმა უნდა, თამარი ჩემი შეყვარებული იყო", - რას ამბობს ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე

10:47 / 01-09-2020

"რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ...  საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

18:38 / 19-09-2020

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

- ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო. ეს მისი ვერ­სია კი არაა, რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა ბრძა­ნა, არა­მედ ის პირ­და­პირ ამ­ბობს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­უ­ბა­რი იყო თან­ხის გა­და­რი­ცხვებ­ზე და სომ­ხე­თის მხა­რის მიერ ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი პროგ­რა­მის­ტი თუ იყო, მუ­შა­ობ­და ორ კომ­პა­ნი­ა­ში და ხომ გა­სარ­კვე­ვია, რო­მელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს ტრან­ზაქ­ცია? გა­მო­ძი­ე­ბა ამ კომ­პა­ნი­ე­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ კომ­პა­ნი­ებს ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყე­ნე­ბენ ხოლ­მე.

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იქცა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ჯილ­დაო ქვეყ­ნად. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ეს პი­როვ­ნე­ბა პირ­და­პირ ითხოვს თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ამ საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ონ და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომში გვაქ­ცია მხა­რედ, სომ­ხე­თის დამ­ხმა­რედ. ეს უკვე ძა­ლი­ან ცუდი რა­მეა, თან თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ 1921 წლის ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 100 წლის­თა­ვი მო­დის და დღის წეს­რიგ­ში მისი გა­და­ხედ­ვის სა­კი­თხი დგე­ბა. რო­გორც მე ვუ­ყუ­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს და ერე­ვა თუნ­დაც ამ საქ­მე­ში, ამ გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე უკვე სა­უ­ბა­რი აღა­რაა, ყვე­ლა­ფე­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და გლო­ბა­ლურ და­ნა­შა­უ­ლამ­დე და კონ­ფლიქ­ტამ­დე მიჰ­ყავთ. ამ გო­გო­ნას ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე გა­და­რი­ცხვე­ბი თუ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ვი­ღა­ცამ თუ შე­ი­ძი­ნა და მერე ის სომ­ხეთ­ში წა­ვი­და იმი­სათ­ვის, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ეომა, გა­მო­დის, მხა­რე ვართ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე პი­როვ­ნე­ბას არ იბა­რე­ბენ და არ ჰკი­თხა­ვენ.

- ამ­ბობს, წყა­როს არ და­ვა­სა­ხე­ლე­ბო...

- ამ პი­როვ­ნე­ბამ ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ არ და­ა­დას­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამ ქალ­ბა­ტო­ნის ქმე­დე­ბა რა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. მან ან წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან უნდა დად­გეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. თურ­ქებს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ეუბ­ნე­ბი, ქარ­თვე­ლებ­მა ია­რა­ღი იყი­დეს, ფული გა­და­რი­ცხეს შენს წი­ნა­აღ­მდე­გო, ად­ვო­კა­ტი გა­მო­დის და გვე­უბ­ნე­ბა, ეს ვერ­სი­ა­აო. რო­მელ ვერ­სი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ქალი პირ­და­პირ იძ­ლე­ვა ჩვე­ნე­ბას, ირ­წმუ­ნე­ბა, ჩემ­მა შვილ­მა ფული გა­და­რი­ცხა ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად, წყა­რომ მო­მა­წო­და და მას არ ვა­სა­ხე­ლე­ბო. აქ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი, თან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეა და ვალ­დე­ბუ­ლია წყა­რო და­ა­სა­ხე­ლოს - რო­მე­ლი ად­ვო­კა­ტი, ან ჟურ­ნა­ლის­ტი ეგაა? არ და­ა­სა­ხე­ლებს და მის ქმე­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

- თქვე­ნი აზ­რით, ვის შე­ეძ­ლო ოჯა­ხის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქალ­ბა­ტონს ვე­რა­ვინ მი­აწ­ვდი­და, თუ არა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მეტი წყა­რო არაა. ამით დას­ტურ­დე­ბა ის, რომ უშუ­ა­ლოდ სის­ტე­მა­ში არი­ან სა­ბო­ტა­ჟის მო­სურ­ნე­ნი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და თუ მის ოჯახს ვი­ღაც იყე­ნებს, უნდა და­ა­სა­ხე­ლოს ის პი­როვ­ნე­ბე­ბი. თან თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ეს გან­ცხა­დე­ბა მას მერე გა­ა­კე­თა, რაც ბა­თუმ­ში ჩა­მოხ­სნეს ინაშ­ვი­ლის პლა­კა­ტი, რო­მელ­ზეც აჭა­რა გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო, რო­გორც და­პყრო­ბი­ლი ტე­რი­ტო­რია. ეს რა­ი­მე წინა მე­სი­ჯი ხომ არაა ჩვენ­თვის? თან დღეს ვარ­შა­ლო­მი­ძეც ჩა­მო­ვი­და თურ­ქე­თის გავ­ლით. რა, და­ემ­თხვა? ვინ­მემ აუხ­სნას ქალ­ბა­ტონს, რომ მისი ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და შე­საძ­ლოა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს. მი­ტინ­გი სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და ისე­თი რა­ღაც “და­ა­ხეთ­ქა”, რი­თაც პო­ლი­ტი­კურ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჯერ ამ­ბობ­და, აზერ­ბა­ი­ჯანს არ ვენ­დო­ბი, სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს არ გა­მო­ვი­თხოვთ იქი­და­ნო, ახლა მათ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას სთხოვს. ის ბრალ­დე­ბას უყე­ნებს არა პო­ლი­ცი­ას, არა გა­მო­ძი­ე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რას, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს. ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ე­ყოს იმ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს?

- არ მჯე­რა, რომ ეს სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ასეც რომ იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ხომ უნდა ეს­მო­დეს, რომ მის ნათ­ქვამს მძი­მე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს? საქ­მე ჩვენს მე­ზობ­ლებს ეხე­ბა. ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრე­ბი არ გვაქვს დად­გე­ნი­ლი, თურ­ქეთ­თან დად­გე­ნი­ლი გვაქვს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თის სა­ზღვრე­ბი და რო­მელს მო­ვე­რე­ვით? ამ ქალ­ბა­ტონ­მა მათი მხრი­დან აგ­რე­სი­ის, შე­მოჭ­რი­სა და ომის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, მხა­რედ გა­მოგ­ვა­ცხა­და. ის მაკ­ვირ­ვებს, რომ რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, ეგ­რე­ვე, აქ­ცი­ი­დან­ვე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ და­კი­თხვა­ზე. თან პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბის წინ იყო და რას ელო­დე­ბი­ან ეს და­ლოც­ვი­ლე­ბი?! ამა­ზე სას­წრა­ფოდ უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­გი­რე­ბა. ისე, რა გა­საკ­ვი­რია, გა­და­ხე­დეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი კად­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ეს საქ­მე გას­ცდა კერ­ძო ტრა­გე­დი­ას და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს.

მკითხველის კომენტარები / 215 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!!
10

ეს რომელი ემზარ საბანაძეა?!!

fróði
235

ძალიან სამწუხაროა ამას რომ ვწერ , მაგრამ , ფსიქიკურად ჯანმრთელია ეს ქალბატონი ? ან საერთოდ მისი შვილი იყო ადეკვატური ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ გამოგვაცხადა" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?

"ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ გამოგვაცხადა" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?

30 აგვისტოს მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 10 სექტემბრიდან პერმანენტული აქციები დააანონსა, მანამდე კი გამოძიებას ვადა მისცა იმ პირების დასადგენად, ვინც 18 ივლისს გოგონა სახლიდან გაიტყუეს. ოჯახი პროკურატურისგან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და სატელიტური ფოტოების გასაჯაროვებას მოითხოვს.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, თამუნამ შემთხვევით გახსნა იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილი, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი.

"დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა 4 დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე - ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და დასახელდეს მკვლელი, თუ - მკვლელები. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ მათ. პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, აქამდე ვერ გაშიფრეს ეს რაღაც ციფრი - 15. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”.

საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე ambebi.ge-სთან თეონა თამაზაშვილის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და შესაბამის უწყებას მისი სასწრაფოდ დაკითხვისკენ მოუწოდებს.

- ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და იგი ვალდებულია დაასახელოს წყარო. ეს მისი ვერსია კი არაა, როგორც მისმა ადვოკატმა ბრძანა, არამედ ის პირდაპირ ამბობს და ირწმუნება, რომ საუბარი იყო თანხის გადარიცხვებზე და სომხეთის მხარის მიერ იარაღის შეძენაზე. ბაჩალიაშვილი პროგრამისტი თუ იყო, მუშაობდა ორ კომპანიაში და ხომ გასარკვევია, რომელ ორგანიზაციაში მუშაობის დროს განახორციელა ეს ტრანზაქცია? გამოძიება ამ კომპანიებით უნდა დაინტერესდეს, ვინაიდან საქართველოში ასეთ კომპანიებს ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ ხოლმე.

ჩვენი ქვეყანა იქცა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საჯილდაო ქვეყნად. ყველაზე მთავარი, ეს პიროვნება პირდაპირ ითხოვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ საქმეში ჩაერიონ და მიიღონ ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ. ეს უკვე ძალიან ცუდი რამეა, თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი მოდის და დღის წესრიგში მისი გადახედვის საკითხი დგება. როგორც მე ვუყურებ, საქართველოში იმდენი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს და ერევა თუნდაც ამ საქმეში, ამ გოგონას გარდაცვალებაზე უკვე საუბარი აღარაა, ყველაფერი სხვა მიმართულებით და გლობალურ დანაშაულამდე და კონფლიქტამდე მიჰყავთ. ამ გოგონას იარაღის შეძენაზე გადარიცხვები თუ ჰქონდა გაკეთებული, ვიღაცამ თუ შეიძინა და მერე ის სომხეთში წავიდა იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან ეომა, გამოდის, მხარე ვართ. წარმოუდგენელია, ამ განცხადებაზე პიროვნებას არ იბარებენ და არ ჰკითხავენ.

- ამბობს, წყაროს არ დავასახელებო...

- ამ პიროვნებამ ეს ინფორმაცია თუ არ დაადასტურა, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამ ქალბატონის ქმედება რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მან ან წყარო უნდა დაასახელოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს, ან უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თურქებს და აზერბაიჯანელებს ეუბნები, ქართველებმა იარაღი იყიდეს, ფული გადარიცხეს შენს წინააღმდეგო, ადვოკატი გამოდის და გვეუბნება, ეს ვერსიააო. რომელ ვერსიაზეა საუბარი, ქალი პირდაპირ იძლევა ჩვენებას, ირწმუნება, ჩემმა შვილმა ფული გადარიცხა იარაღის შესაძენად, წყარომ მომაწოდა და მას არ ვასახელებო. აქ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, თან რიგითი მოქალაქეა და ვალდებულია წყარო დაასახელოს - რომელი ადვოკატი, ან ჟურნალისტი ეგაა? არ დაასახელებს და მის ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

- თქვენი აზრით, ვის შეეძლო ოჯახისთვის აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა?

- ამ ინფორმაციას ქალბატონს ვერავინ მიაწვდიდა, თუ არა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, მეტი წყარო არაა. ამით დასტურდება ის, რომ უშუალოდ სისტემაში არიან საბოტაჟის მოსურნენი, რაც ძალიან ცუდია. ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და თუ მის ოჯახს ვიღაც იყენებს, უნდა დაასახელოს ის პიროვნებები. თან თუ დავუკვირდებით, ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც ბათუმში ჩამოხსნეს ინაშვილის პლაკატი, რომელზეც აჭარა გამოყვანილი იყო, როგორც დაპყრობილი ტერიტორია. ეს რაიმე წინა მესიჯი ხომ არაა ჩვენთვის? თან დღეს ვარშალომიძეც ჩამოვიდა თურქეთის გავლით. რა, დაემთხვა? ვინმემ აუხსნას ქალბატონს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მიტინგი სამართლებრივ საკითხებზე უნდა ჩაეტარებინათ და ისეთი რაღაც “დაახეთქა”, რითაც პოლიტიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ჯერ ამბობდა, აზერბაიჯანს არ ვენდობი, სატელიტურ ფოტოებს არ გამოვითხოვთ იქიდანო, ახლა მათ საქმის გამოძიებას სთხოვს. ის ბრალდებას უყენებს არა პოლიციას, არა გამოძიებას, პროკურატურას, არამედ სახელმწიფოს. ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოეყოს იმ მკვლელობის საქმეს.

- რამდენად შესაძლებელია ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამებოდეს?

- არ მჯერა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. ასეც რომ იყოს, საქართველოს მოქალაქეს ხომ უნდა ესმოდეს, რომ მის ნათქვამს მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს? საქმე ჩვენს მეზობლებს ეხება. ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრები არ გვაქვს დადგენილი, თურქეთთან დადგენილი გვაქვს პატარა მონაკვეთის საზღვრები და რომელს მოვერევით? ამ ქალბატონმა მათი მხრიდან აგრესიის, შემოჭრისა და ომის საშიშროების წინაშე დაგვაყენა, მხარედ გამოგვაცხადა. ის მაკვირვებს, რომ როგორც კი ეს ინფორმაცია გაავრცელა, ეგრევე, აქციიდანვე უნდა წაეყვანათ დაკითხვაზე. თან პროკურატურის შენობის წინ იყო და რას ელოდებიან ეს დალოცვილები?! ამაზე სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო რეაგირება. ისე, რა გასაკვირია, გადახედეთ, პროკურატურაში წინა ხელისუფლების რამდენი კადრია დარჩენილი. ეს საქმე გასცდა კერძო ტრაგედიას და სამართლებრივ ჩარჩოებს.

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

"მოლოდინი გვაქვს, რომ იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეზე 6-ვე ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას მისცემს" - პროკურორი

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი