პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან
"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან

ქვევ­რს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ღვი­ნის და­სა­ყე­ნე­ბელ და შე­სა­ნახ თი­ხის უნი­კა­ლურ ჭურ­ჭელს, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ქვევ­რის თიხა მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა კუ­თხე­ში მო­ი­პო­ვე­ბა, თუმ­ცა ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც კა­ხე­თია. აქ ქვევ­რის დამ­ზა­დე­ბას ქვევ­რის მოჭ­რას ეძა­ხი­ან, მისი ოს­ტა­ტი კი მექ­ვევ­რეა. ინ­ჟი­ნერ-მკვლე­ვა­რი ზუ­რაბ ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ ეს მექ­ვევ­რე­ე­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სო­ფე­ლია. ამას­თან, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტე­ვა­დო­ბის ქვევ­რის (8 ტონა ყუ­რძე­ნი იწუ­რე­ბო­და) პატ­რო­ნია, რო­მე­ლიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში, 1967 წელს არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი არ­ჩილ ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლის მიერ.

ზუ­რაბ ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი 1967 წელს დამ­ზა­დე­ბულ, ყვე­ლა­ზე დიდი ტე­ვა­დო­ბის ქვევ­რსა და ბევრ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქვევ­რის თიხა სხვა თი­ხის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა, თან უფრო ძვი­რიც არის. ქვევ­რი ნა­ხევ­რად ბნელ ად­გი­ლას მზად­დე­ბა თით­ქმის ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­მოწ­ვას 1000 გრა­დუ­სი სჭირ­დე­ბა, ზედ­მე­ტი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს კი მისი კედ­ლე­ბი დნო­ბას იწყებს. თუ ეს მოხ­და, ნამ­ზა­დი უნდა გა­ნად­გურ­დეს. ვარ­დი­სუ­ბან­ში თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი თიხა მო­ი­პო­ვე­ბა, მაგ­რამ ქვევ­რის თიხა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­სუფ­თა­ვი­სა და სიმ­ტკი­ცი­საა, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბიც აქვს და ძა­ლი­ან რთუ­ლად და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია.

ქვევ­რის დამ­ზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად რთულ­დე­ბა მა­შინ, როცა ქვევ­რის წარ­მო­ე­ბას თი­ხას­თან ერ­თად კლი­მა­ტი ან წყა­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ქვევ­რის თიხა მთის მტკნარ წყალ­ში იზი­ლე­ბა, თუმ­ცა გუ­ბის და მღვრიე წყა­ლიც და­საშ­ვე­ბია, რად­გან გა­მოწ­ვი­სას გუ­ბის გე­მოც გაქ­რე­ბა და ბა­ლა­ხი­საც, მი­ნე­რა­ლი კი დაკ­რის­ტალ­დე­ბა და ღვი­ნოს გა­ა­ფუ­ჭებს.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ტე­ვა­დი ქვევ­რი გაქვთ, რო­მე­ლიც 1967 წელს არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი...

- ეს ქვევ­რი ერთ-ერთი ქარ­ხნის შეკ­ვე­თა იყო. შე­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბო­და და შიგ­ნი­დან კალ­მატ­რო­ნით (გამ­ჟ­ღენ­თი ჰიდ­რო­ი­ზო­ლა­ტო­რი, შე­ი­ცავს პორტლან­დცე­მენტს, სი­ლას, აქ­ტი­ურ რე­ა­გენ­ტებს. - ლ.ფ.) გა­ვა­მაგ­რე, გა­რე­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქვევ­რის ფერი და­ვუ­ტო­ვე, მაგ­რამ ვინც მისი რეს­ტავ­რა­ცია შე­მიკ­ვე­თა, ის კაცი გარ­და­იც­ვა­ლა და ქვევ­რი ჩემ­თან დარ­ჩა... ამ ქვევ­რს თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მსოფ­ლი­ო­ში არ ჰყავს და არც მის ტე­ვა­დო­ბას აქვს ანა­ლო­გი.თე­ლა­ვის აე­რო­პორ­ტის ქვე­მოთ საქ­ვევ­რე სა­ამ­ქრო­ე­ბი იყო. იქ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში, 1967 წელს, შეკ­ვე­თა იყალ­თოს ღვი­ნის ქარ­ხნი­დან მი­ი­ღეს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი ქვევ­რი და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ და ის არ­ჩილ ყა­რა­უ­ლაშ­ვილს და­უმ­ზა­დე­ბია. იყალ­თოს ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში იყო უძ­ვე­ლე­სი ქვევ­რე­ბიც, მაგ­რამ მათი ასა­კი, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვად­გი­ნე.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იყალ­თოს აკა­დე­მი­ის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ის უძ­ვე­ლე­სი ქვევ­რე­ბი იყო, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ზედ იყალ­თოს ღვი­ნის ქარ­ხა­ნა აშენ­და... ის ქვევ­რე­ბიც და ესეც, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბაც არ­ჩილ ყა­რა­უ­ლაშ­ვილს შე­უკ­ვე­თეს, 90-იან წლე­ბამ­დე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში იყო. ვწუხ­ვარ, რომ ძვე­ლი ქვევ­რე­ბი ჩემს ხელ­ში ვერ მოხ­ვდა. მათ­გან მხო­ლოდ ძი­რე­ბი­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გა­ნაც ამო­ღე­ბი­სას ყე­ლე­ბი მო­ამ­ტვრი­ეს - სი­დი­დის გამო ვერ ამო­ი­ღეს. იმ ქარ­ხნის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა ბუ­ღალ­ტერ­მა, 90 წლის ქალ­ბა­ტონ­მა მი­ამ­ბო, თი­თო­ში 15 ტო­ნამ­დე ყუ­რძენს ვწუ­რავ­დით, შვი­დი ძარა ჩა­დი­ო­დაო.

მოკ­ლედ, ამ ქვევ­რზე დიდი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. ალ­ბათ, გი­ნე­სის წიგნ­შია შე­სა­ტა­ნი. მის დამ­ზა­დე­ბა­ში უკვე ტექ­ნი­კაა ჩა­რე­უ­ლი, მაგ­რამ იმ 15-20-ტო­ნი­ა­ნებს რო­გორ აკე­თებ­დნენ, ჩემ­თვის ამო­უხ­სნე­ლია. ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვია და­კარ­გუ­ლი.

- ეს დიდი ქვევ­რი რო­გორ აღად­გი­ნეთ?

- შიგ­ნით გა­ვა­მაგ­რეთ - ამო­ღე­ბი­სას პა­ტა­რა ამო­ტე­ხი­ლი და ბზა­რე­ბი ჰქონ­და და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბაც ჭირ­და. რო­გორც გი­თხა­რით, შიგ­ნი­დან კალ­მატ­რო­ნით არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ღვი­ნის ჩას­ხმა, მაგ­რამ ამ ქვევრში ღვი­ნო რომ ჩა­ას­ხა და მი­წა­ში ჩადო, მის ღირ­სე­ბას ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხავს, ამი­ტომ კარ­გია, ექ­სპო­ნა­ტად და­ი­დოს ღვი­ნის ქარ­ხნის წინ, ან მუ­ზე­უმ­ში.

- თქვენ­თვის ეს ხე­ლო­ბა რა არის?

- გზე­ბის ინ­ჟი­ნე­რი ვარ. მექ­ვევ­რე­ო­ბა მა­მა­პა­პე­უ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ხე­ლო­ბაა. წინა სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ქვევ­რზე ისე­თი მო­თხოვ­ნა იყო, სო­ფელ ვარ­დი­სუბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 90%, ქა­ლიც და კა­ციც, ამ საქ­მეს მის­დევ­და, თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი კა­ნო­ნით ეს საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო მრეწ­ვე­ლო­ბად ით­ვლე­ბო­და. ჩვენს სო­ფელ­ში იყ­ვნენ ინ­ჟინ­რე­ბი, ექი­მე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, მძღო­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ თუ არა, მა­შინ­ვე სარ­და­ფებ­ში, მა­ლუ­ლად იწყებ­დნენ ქვევ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბას.

ადრე 20 კაცი თას­მე­ბით, თო­კე­ბით და­მაგ­რე­ბულ ქვევ­რს ხე­ლით ეწე­ო­და და ერთ კი­ლო­მეტრზეც კი მიჰ­ქონ­დათ, რომ ქუ­რა­ში შე­ედ­გათ და გა­მოწ­ვის შემ­დეგ უკან წა­მო­ე­ღოთ. 90-იან წლებ­ში მე ქვევ­რის გა­და­სა­ტა­ნი ური­კა გა­ვა­კე­თე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ხათაბალა
3

შენს მარჯვენს გაუმარჯოს მშრომელო კაცო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან

ქვევრს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქვევრის თიხა მეტ-ნაკლებად ყველა კუთხეში მოიპოვება, თუმცა ამ მხრივ გამორჩეული მაინც კახეთია. აქ ქვევრის დამზადებას ქვევრის მოჭრას ეძახიან, მისი ოსტატი კი მექვევრეა. ინჟინერ-მკვლევარი ზურაბ ყარაულაშვილი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს. ამბობს, რომ ეს მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელია. ამასთან, ბატონი ზურაბი საქართველოში ყველაზე დიდი ტევადობის ქვევრის (8 ტონა ყურძენი იწურებოდა) პატრონია, რომელიც გასულ საუკუნეში, 1967 წელს არის დამზადებული არჩილ ყარაულაშვილის მიერ.

ზურაბ ყარაულაშვილი 1967 წელს დამზადებულ, ყველაზე დიდი ტევადობის ქვევრსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება:

- ქვევრის თიხა სხვა თიხისგან გამოირჩევა, თან უფრო ძვირიც არის. ქვევრი ნახევრად ბნელ ადგილას მზადდება თითქმის ორი თვის განმავლობაში. გამოწვას 1000 გრადუსი სჭირდება, ზედმეტი ტემპერატურის დროს კი მისი კედლები დნობას იწყებს. თუ ეს მოხდა, ნამზადი უნდა განადგურდეს. ვარდისუბანში თითქმის ყველანაირი თიხა მოიპოვება, მაგრამ ქვევრის თიხა განსხვავებული სისუფთავისა და სიმტკიცისაა, ანტისეპტიკური თვისებებიც აქვს და ძალიან რთულად დასამუშავებელია.

ქვევრის დამზადება საქართველოს ყველა კუთხეში შეიძლება, მაგრამ ვითარება მეტ-ნაკლებად რთულდება მაშინ, როცა ქვევრის წარმოებას თიხასთან ერთად კლიმატი ან წყალი არ შეესაბამება. არ შეიძლება მინერალური წყლის გამოყენება. ქვევრის თიხა მთის მტკნარ წყალში იზილება, თუმცა გუბის და მღვრიე წყალიც დასაშვებია, რადგან გამოწვისას გუბის გემოც გაქრება და ბალახისაც, მინერალი კი დაკრისტალდება და ღვინოს გააფუჭებს.

- როგორც შევიტყვეთ, საქართველოში ყველაზე ტევადი ქვევრი გაქვთ, რომელიც 1967 წელს არის დამზადებული...

- ეს ქვევრი ერთ-ერთი ქარხნის შეკვეთა იყო. შეკეთება სჭირდებოდა და შიგნიდან კალმატრონით (გამჟღენთი ჰიდროიზოლატორი, შეიცავს პორტლანდცემენტს, სილას, აქტიურ რეაგენტებს. - ლ.ფ.) გავამაგრე, გარედან ჩვეულებრივი ქვევრის ფერი დავუტოვე, მაგრამ ვინც მისი რესტავრაცია შემიკვეთა, ის კაცი გარდაიცვალა და ქვევრი ჩემთან დარჩა... ამ ქვევრს თავისი თანატოლი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ ჰყავს და არც მის ტევადობას აქვს ანალოგი.თელავის აეროპორტის ქვემოთ საქვევრე საამქროები იყო. იქ გასულ საუკუნეში, 1967 წელს, შეკვეთა იყალთოს ღვინის ქარხნიდან მიიღეს, რომ მაქსიმალურად დიდი ქვევრი დაემზადებინათ და ის არჩილ ყარაულაშვილს დაუმზადებია. იყალთოს ღვინის ქარხანაში იყო უძველესი ქვევრებიც, მაგრამ მათი ასაკი, სამწუხაროდ, ვერ დავადგინე.

- რას გულისხმობთ?

- იყალთოს აკადემიის მიმდებარედ, სადაც ის უძველესი ქვევრები იყო, საბჭოთა პერიოდში ზედ იყალთოს ღვინის ქარხანა აშენდა... ის ქვევრებიც და ესეც, რომლის დამზადებაც არჩილ ყარაულაშვილს შეუკვეთეს, 90-იან წლებამდე ექსპლუატაციაში იყო. ვწუხვარ, რომ ძველი ქვევრები ჩემს ხელში ვერ მოხვდა. მათგან მხოლოდ ძირებიღაა დარჩენილი, რადგანაც ამოღებისას ყელები მოამტვრიეს - სიდიდის გამო ვერ ამოიღეს. იმ ქარხნის ყოფილმა მთავარმა ბუღალტერმა, 90 წლის ქალბატონმა მიამბო, თითოში 15 ტონამდე ყურძენს ვწურავდით, შვიდი ძარა ჩადიოდაო.

მოკლედ, ამ ქვევრზე დიდი საქართველოში არ არის. ალბათ, გინესის წიგნშია შესატანი. მის დამზადებაში უკვე ტექნიკაა ჩარეული, მაგრამ იმ 15-20-ტონიანებს როგორ აკეთებდნენ, ჩემთვის ამოუხსნელია. ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო ისტორიული ამბავია დაკარგული.

- ეს დიდი ქვევრი როგორ აღადგინეთ?

- შიგნით გავამაგრეთ - ამოღებისას პატარა ამოტეხილი და ბზარები ჰქონდა და მისი გადაადგილებაც ჭირდა. როგორც გითხარით, შიგნიდან კალმატრონით არის დამუშავებული და შეიძლება ღვინის ჩასხმა, მაგრამ ამ ქვევრში ღვინო რომ ჩაასხა და მიწაში ჩადო, მის ღირსებას ვერავინ დაინახავს, ამიტომ კარგია, ექსპონატად დაიდოს ღვინის ქარხნის წინ, ან მუზეუმში.

- თქვენთვის ეს ხელობა რა არის?

- გზების ინჟინერი ვარ. მექვევრეობა მამაპაპეული, ტრადიციული ხელობაა. წინა საუკუნის 60-იან წლებში ქვევრზე ისეთი მოთხოვნა იყო, სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობის 90%, ქალიც და კაციც, ამ საქმეს მისდევდა, თუმცა მაშინდელი კანონით ეს საქმიანობა კერძო მრეწველობად ითვლებოდა. ჩვენს სოფელში იყვნენ ინჟინრები, ექიმები, პედაგოგები, მძღოლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ თუ არა, მაშინვე სარდაფებში, მალულად იწყებდნენ ქვევრებზე მუშაობას.

ადრე 20 კაცი თასმებით, თოკებით დამაგრებულ ქვევრს ხელით ეწეოდა და ერთ კილომეტრზეც კი მიჰქონდათ, რომ ქურაში შეედგათ და გამოწვის შემდეგ უკან წამოეღოთ. 90-იან წლებში მე ქვევრის გადასატანი ურიკა გავაკეთე. წაიკითხეთ სრულად