"ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ გონიოში "პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი ჩამოხსნა. ირაკლი კუპრაძე "ფეისბუქში" ჩამოხსნილი ბანერის ფოტოს ავრცელებს.
"მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! "ლელომ“ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი "პატრიოტთა ალიანსის“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს! აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
კუპრაძე შე ვითომ სოციალისტო ახლა მევახშე ხაზარაძესთან როგორ აღმოჩნდი?შენ მართლა მოღალატე შენა. აფხაზეთის დაბრუნება თუ გინდა იქ უნდა ჩახვიდე მაქედან შე საბრალო ვერაფერს ვერ მიაღწევ. ცოდო ხარ.
თურქეთი ჩვენი ნატოელი მოკავშირეა, რაც შეეხება ტაო-კლარჯეთს, ალბათ ხანდაზმულობის ვადა ეხება, ასე რომ რუსებო მოიცადეთ 300 წელი.