ავტორი:

ფონიჭალაში ავტომობილი ცენტრალურ მაგისტრალს დაეჯახა, რის გამოც 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

ფონიჭალაში ავტომობილი ცენტრალურ მაგისტრალს დაეჯახა, რის გამოც 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

ავტომანქანის შეჯახების გამო ფონიჭალაში ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა. აღნიშნული შემთხვევის გამო 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა რუსთავის გზ. 3, 6, 8, 10, 12, 12 ,,ა-ბ”, 12 ,,ვგ”, 16, 19, 28, 30, 32, 38, 40, 42, 44, 257, 259, 261, 263, 265, 269, 271, გიგანტის დასახლებისა და სადგურის ქ. 57-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე სოფ. ფონიჭალის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ- რაფავას, გაგრის, ილორის, ბაგრატის, ანჩაბაძის, ოჩამჩირის, ბედიისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა, თელეთში მდებარე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზემო ფონიჭალაში – შპს “იბერია დისთილერი”, შპს “საბუდარა”, შპს “როუდ ბილდინგ გროუფ”, შპს ,,მეგობრობა”, შპს ,,ვასაძის პური”, შპს ,,ფორტ-როუზ ჯორჯიან”, შპს ,,ფარსა”, შპს ,,4 მ+”, ი/მ თამაზ წიქარიშვილი, შპს ,,ვილ-ბინ-დან საქართველო”, რუსთავის გზატკეცილზე – შპს “კლინტექ”, შპს “ემ მასტერ”, შპს ,,ჯი-ემ-პი საქვაბე”, შპს ,,ავზი-94”, წისქვილკომბინატი – შპს ,,GLASS WORK”, შპს ,,მულტი”, შპს ,,ელთა”, შპს ,,არჯევანი”, შპს ,,დრ. როდგერ კონტრაქტ ქლინინინგი”, შპს ,,ფი-ემ-ჯი”, კ/პ მამალაძე, შპს ,,თეთრი დათვი”, შპს ,,ნუტრიმაქსი”.

მარნეულის ქუჩაზე – შპს ,,ემბავუდ ჯორჯია”, შპს ,,კალინა ჯორჯია”, შპს ,,არქიტრავი”, ასევე შპს ,,ბიზნეს-აკადემია”, შპს ,,მშენებელი 29”, ქ. თბილისის 29, შპს “საქართველოს მელიორაცია”, ი/მ კიკნაძე, შპს ,,ექსპერიმენტი”, ქ. თბილისის საჯარო სკოლა #127, #153, #218-ს, საბავშვო ბაგა-ბაღი #209 და მიმდებარედ არსებული მცირე, მსხვილი და კომუნალური ობიექტები.

ადგილზე მობილიზებულები არიან “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები. მიმდინარეობს ოპერატიული სარემონტო სამუშაოები მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად.

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, სამუშაოები დღეს, 15:00 საათისთვის დასრულდება. გაზის მიწოდების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

„თბილისი ენერჯი“ მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

"სახლში 3 ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა, დაეწვათ ყველაფერი" - გლდანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე