ავტორი:

"წიგნების თარო” საქართველოს 3 ქალაქში

"წიგნების თარო” საქართველოს 3 ქალაქში

საქართველოს პირველი არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი

"წიგნების თარო" 1, 2 და 3 სექტემბერს საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება “წიგნების თაროს” საჯარო თამაშები და ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექცია “პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს”.

ღონისძიებათა ციკლი "წიგნების თაროს" კამპანიის "სცადეს” ნაწილია. "სცადე" ახალგაზრდებისკენ მიმართული ახალი გზავნილია, რომელიც ცდილობს, მათში ცოდნისა და განათლების მიღება წაახალისოს, მოტივაცია აამაღლოს და სიახლეებისკენ უბიძგოს.

“წიგნების თარო” ამ გზავნილით ახალგაზრდებს მოუწოდებს, სცადონ უცხო გზების აღმოჩენა, რომლებიც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, უამრავ დაბრკოლებასაც მოიცავდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გამარჯვებით დაგვირგვინდება.ლექცია "პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს" ამავე გზავნილის ფილოსოფიას ეხმიანება და გულისხმობს იმ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების ანალიზს, რომელთაც მიუხედავად დაბრკოლებებისა თუ გარდაუვალი მარცხისა, სცადეს და საკუთარი მიზნისთვის იბრძოლეს. კენ კიზის მაკმერფის, ჯორჯ ორუელის უინსტონ სმიტისა და მკითხველისთვის კარგად ნაცნობი სხვა გმირების პარალელურად ალექსანდრე ლორთქიფანიძე განიხილავს ამ გზავნილის მნიშვნელობას ლიტერატურაში და ავტორებს, რომლებიც მკითხველს გაბედულების და მცდელობის ფილოსოფიას უზიარებენ.ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ:

1 სექტემბერს - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2 სექტემბერს - ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში;

3 სექტემბერს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არსებული კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია პირბადის ხმარება. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გამომცემლობა პალიტრა L.პირველ სექტემბერს ასევე იწყება რეგისტრაცია საქართველოს პირველი არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის „წიგნების თაროს“ მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონებისთვის.

საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელს და ბაკალავრიატის სტუდენტს პროექტში მონაწილეობის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

რეგისტრაცია მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონისთვის შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე www.registracia.wignebistaro.ge და გაგრძელდება 20 სექტემბრამდე.

შოუს გამარჯვებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მთავარი პრიზი უცვლელი რჩება - კემბრიჯის საზაფხულო სკოლა.2021 წელს საქართველოს პირველი არხი და “წიგნების თარო” კემბრიჯში 29 მოსწავლესა და სტუდენტს გაუშვებენ!

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

"სახლში 3 ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა, დაეწვათ ყველაფერი" - გლდანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე