ავტორი:

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-ს შეადგენს.

"7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევსთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტრაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 82%. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

რამდენს ადამიანს აქვს საქართველოში მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი - მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური